ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

Massimiliano-Allegri-605208

მასიმილიანო ალეგრი “ჯენოასთან” სათასო დაპირისპირების წინ პრესას გაესაუბრა…

დე შილიო და მანჯუკიჩი? სიმართლე გითხრათ, ამ ფეხბურთელების თამაში “რომას” წინააღმდეგაც სათუოა. მანჯუკიჩს 13 ნაკერი დადეს, დე შილიო კი კუნთის ტკივილს განიცდის. ჩვენ შევაფასებთ მოთამაშის მდგომარეობას მატჩის წინ, მაგრამ არა მგონია მოახლოებული თამაშისთვის მზად იყოს. 

ვინ ითამაშებს პირველი წუთებიდან? რუგანი, დიბალა და ბერნარდესკი. მარკიზიო კიდევ ერთი ფეხბურთელია, ვინც ხვალ მოედანზე გამოვა.

დიბალა? მე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ფეხბურთელების მონაცემები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ბუნებრივია, ამ ფეხბურთელებს განეკუთვნება დიბალაც. 4-3-3 სათამაშო სქემაში დიბალა თავდამსხმელის როლში იქნება. პაულოს შეუძლია გაიტანოს და საგოლე გადაცემები გააკეთოს, მაგრამ არ შეიძლება მას ბომბარდირი ვუწოდოთ. დიბალა არის ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 15-20 ბურთის გატანა შეუძლია. ხვალ დიბალა ითამაშებს იგუაინთან ერთად, ან მის გარეშე. ასევე პირველი წუდებიდან გამოვა შესნიც.

ტრავმირებული ფეხბურთელები? იმედი მაქვს, კუადრადო “რომას” წინააღმდეგ მზად იქნება სათამაშოდ. ბუფონს არ უვარჯიშია ამ კვირაში, ამიტომ არა მგონია რომაელთა წინააღმდეგ გამოვიდეს. ლიხშტაინერი შაბათისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

იტალიის თასი – გუნდის ერთ-ერთი მიზანია. ჩვენ მოედანზე მოგებისთვის უნდა გავიდეთ. არ ღირს ზედმეტი სიფრთხილის გამოვლენა. ჩვენ გვაქვს გაუმჯობესების საშუალებები. შეხვედრა ხელმძღვანელებთან? პრეზიდენტმა მოგვილოცა და მნიშვნელოვანი სიტყვით მოგვმართა. როგორც ყოველთვის, ახლაც წაახალისა გუნდი და გვითხრა, რომ საჭიროა თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევა.

ბაზარი? ხელმძღვანელობა ამ საკითხში საკმაოდ ფხიზლადაა. ბოლო წლებში “იუვენტუსი” ამტკიცებს, რომ შეუძლია კარგი გარიგებები მოაგვაროს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

207 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

მერე მეორე ფორვარდი ქვია მაგას და ფორვარდი და გამთამაშებელი აბსოლიტურად სხვადასხვა პოზიციაა

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

რ24 100% გეთანხმები

გელა
გელა
6 years ago

ვნც გუშIნდელ თამაშს დააკვირდა ალბათ სააბოლოოდ მიხვდა რო დიბალას ფორბარდობა დიდი სისულელეა და მეტი ვერაფერი. გატანილმა გოლმა არ დაგაბნიოთ ვერ ასრულებდა ფორვარდის ფუნქციას. აი როცა იგუაინი დაუდგა დაიწყეს ერთმანეთისთვის სივრცეეის მიცემა. ერთადერთი პოზიცია არის იგუაინის უკან სადაც დიბალას გამოყენება შეილება.

მარკეზე სამწუხაროდ ვერაა ფორმაში ვერ გამოირჩეოდა ვერაფრით.
თუ ვინმე გამოირჩეოდა გუშინ ბერნარდესკი იყო და ბენტანკური რომელიც განსაზღვრავდა თამაშის ტემპსაც და მიმართუელბასაც ცენტრში

vaxo turqadze
6 years ago
Reply to  გელა

კი ეგრეა,მარკიზაზე ვერ დაგეთანხმები,ცუდი არ იყო,ნუ არც გადამრიე უთამაშია,აი ბენტანკური რავი,ახალი აღმოჩენაა მგონი თანამედროვე ფეხბურთში,გუშინდელი თამაში ჩაატარა დიდი ფებურთელივით,ასე თუ განაგრძო რავი მოგვეხსნება ცენტრის პრობლემა კარგა ხნით….რაც შეეხება პიანიჩს,პირლოს მერე მას ეკისრება ეგ ფუნქცია და ხან ასრულებს ხან ვერა,მაგრამ ბრძოლას სწავლობს და ძაან ბევრი ართმევებიც აქვს რაც არ დაესიზმრებოდა 2 წლის წინ,აღარაა ის დროს რომ პიანიჩი ზიდანის ადგილზე დადგეს,ასე რომ ჩემი აზრით ძალიან კარგ ადგილზე დგას და თუნდაც ის პასი და გოლი მანჯუკიჩის ბოლონიასთან რად ღირდა,ვიცე პირლოა მირალემი და თავიდან ანდრეასაც ძაან უჭირდა მაგ ადგილზე თამაში ანჩელოტიმ რომ დახია უკან,იუვეში ცდილობდა ანჩელოტი ზიდანისთვის მაგ როლის მორგებას,მაგრამ არაფერი გამოუვიდა…

vaxo turqadze
6 years ago
Reply to  vaxo turqadze

პიანიჩზე უბრალოდ მივაყოლე,შენთვის არ დამიწერია :) :)

R24
R24
6 years ago

პიანიჩს აქეთ-იქედან ჭირდება სხვადასხვა ტიპის ნახევრამცველები, (მარკიზიო და მილინკოვიჩი იქნება მშვენიერი ვარიანტი) რომლებიც ჩაშლაზე, ამოტანაზე იზრუნებენ და პიანიჩს მიეცემა მეტი საშუალება ჩართოს კრეატივი თამაშში. მაგას რომ “შავ” საქმეს დაავალებ თავის საქმეს როდისღა გააკეთებს. ეს “ყველაფერშიკობა” არსად არ ვარგა. ერიქსენზე ნაკლები გამტამაშებელი გგონიათ პიანიჩი ? უბრალოდ ჩააჩოჩა ალეგრიმ დაცვამდე, “პიტბულობას” და ბურთის ამოტანას ავალებს.

‘დეშილიო-რუგანი-კიელინი-სანდრო – მარკიზიო-ბენტანკური-მილინკოვიჩი – პიანიჩი – დიბალა-იგუაინი’. – აი ამ სქემაში ნახეთ რას იზამს. პიანიჩიც გაცილებით პროდუქტიული იქნება და დიბალაც.

R24
R24
6 years ago
Reply to  R24

თუ ფლანგებით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველი მაინც უნდა ჰყავდეს გვერდით. 4-2-3-1-ში მარტო ეგ და ხედირა რომ იდგნენ შუაში ვერც ავლენდა თავის მახასიათებლებს.

Vega
6 years ago

რაც შეეხება ალეგრის ტაქტიკა მას არ ესწავლება როგორც ჩანს უბრალოდ არის ჯიუტი თუ შეუგნებელი არ ვიცი ამოჩემება იცის იგროკის ხოლმე. როგორც ზიზუმ ამოიჩემა არაფრის მაქნისი ბენზო. გყავს მატუიდი და რა შეუჩნდი ამ ხედირას ტო ან მაგ მოსიარულე იგუაინს . სანამ უნდა ელოდო მის ფორმაში ჩაყენებას ან როდის გაუვარდება? ასე თუა მაშინ რატო გიყენია ზამენაზე მარკიზა ხო ამბობ ფორმაში არ არისო და მაშინ ფორმაში არაა იგუ და დასვი? ეგაა უცნაური.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

იმერელი გაიხარე კარგი სიტყვებისთვის.ჩემთვის კონტე არის ლეგენდა და იუვესთვის განუზომელი სიკეთის მომტანი ადამიანი მგონია.მისი სტილი არაა თავბრუსდამხვევი გასაგებია,მაგრამ შეიძლება იმაზე იდაო რომ არაა ერთფეროვანი.მარტო ერთ რამეს დავწერ რაც ფეხბურთის კარგი მცოდნისთვის გასაგები იქნება.3-5-2 ტაქტიკაში პირლოს შეეძლო 4 კაცისთვის გაეკეთებინა საგოლე გადაცემა და ასე ბევრი გოლიც გავიტანეთ.და კიდევ ერთი ამის მიუხედავად არასდროს მითქვამს რომ მისი სტილი საუკეთესოა.მაგრამ ის რომ იუვეს გულშემატკივარმა კონტეს არუნდა აგინოს ეს ნამდვილად ვიცი

vaxo turqadze
6 years ago

კი,მაგაში გეთანხმები რომ კონტე არაა ის კაცი ვისაც უნდა ვაგინოთ,უბრალოდ კონტეს გაფანატება ალეგრის ხარჯზე იწვევს მის ანტიპათიას,სწორად მიხვდები რისი თქმაც მინდა,მოდი ორივეს არ დავუკარგოთ მათი ნაშრომი და არა ერთს დავუფასოთ და მეორეს არა,სულ ესაა :forza: :forza: :forza:

vaxo turqadze
6 years ago

დიბოს რაც შეეხება კიდევ კი გოლი გაიტანა,მაგრამ როგორც ფორვარდმა ძალიან ცუდად ითამაშა,იგუს შემოსვლის მერე მეორე ფორვარდად გადავიდა და იქ გაიხსნა სწორედ და მიმაჩნია ეგ არის მისი ზუსტი სტილი და არა ცენტრფორვარდობა ან გამთამაშებლობა,დელ პიეროს ტიპაჟი რა…

vaxo turqadze
6 years ago

ლექსო ანთია : კაი კაცი ხარ,გაგიმარჯოს ღმერთმა,სულ კორექტული ხარ და ეგ მომწონს,უბრალოდ მე ერთ რამეში არ გეთანხმები,მესმის შენი გემოვნება და მაგიტომ მიკვირს,შენივე თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში როდესაც ამბობ,რომ კონტე სჯობს ალეგრის,კონტეს სტილია სწორედ სუფთა დაცვითი და უსახური რაც არ გევასება და ხშირად წერ და ასევე კონტეს სტილია ერთი და იგივე ტაქტიკით და ფებურთელებით თამაში,ალეგრი პირიქით ხშირად ცვლის ტაქტიკასაც და ყველას აძლევს შანსს თითქმის,აი ეს არ გვესმის აქ ბევრს ჩემო ძმაო და გვიკვირს კიდევაც,მე დავწერე გუშინ ალეგრის სტილზე და თუ წაიკითხე მაინტერესებს შენი აზრიც :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
207
0
Would love your thoughts, please comment.x