ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

Massimiliano-Allegri-605208

მასიმილიანო ალეგრი “ჯენოასთან” სათასო დაპირისპირების წინ პრესას გაესაუბრა…

დე შილიო და მანჯუკიჩი? სიმართლე გითხრათ, ამ ფეხბურთელების თამაში “რომას” წინააღმდეგაც სათუოა. მანჯუკიჩს 13 ნაკერი დადეს, დე შილიო კი კუნთის ტკივილს განიცდის. ჩვენ შევაფასებთ მოთამაშის მდგომარეობას მატჩის წინ, მაგრამ არა მგონია მოახლოებული თამაშისთვის მზად იყოს. 

ვინ ითამაშებს პირველი წუთებიდან? რუგანი, დიბალა და ბერნარდესკი. მარკიზიო კიდევ ერთი ფეხბურთელია, ვინც ხვალ მოედანზე გამოვა.

დიბალა? მე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ფეხბურთელების მონაცემები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ბუნებრივია, ამ ფეხბურთელებს განეკუთვნება დიბალაც. 4-3-3 სათამაშო სქემაში დიბალა თავდამსხმელის როლში იქნება. პაულოს შეუძლია გაიტანოს და საგოლე გადაცემები გააკეთოს, მაგრამ არ შეიძლება მას ბომბარდირი ვუწოდოთ. დიბალა არის ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 15-20 ბურთის გატანა შეუძლია. ხვალ დიბალა ითამაშებს იგუაინთან ერთად, ან მის გარეშე. ასევე პირველი წუდებიდან გამოვა შესნიც.

ტრავმირებული ფეხბურთელები? იმედი მაქვს, კუადრადო “რომას” წინააღმდეგ მზად იქნება სათამაშოდ. ბუფონს არ უვარჯიშია ამ კვირაში, ამიტომ არა მგონია რომაელთა წინააღმდეგ გამოვიდეს. ლიხშტაინერი შაბათისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

იტალიის თასი – გუნდის ერთ-ერთი მიზანია. ჩვენ მოედანზე მოგებისთვის უნდა გავიდეთ. არ ღირს ზედმეტი სიფრთხილის გამოვლენა. ჩვენ გვაქვს გაუმჯობესების საშუალებები. შეხვედრა ხელმძღვანელებთან? პრეზიდენტმა მოგვილოცა და მნიშვნელოვანი სიტყვით მოგვმართა. როგორც ყოველთვის, ახლაც წაახალისა გუნდი და გვითხრა, რომ საჭიროა თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევა.

ბაზარი? ხელმძღვანელობა ამ საკითხში საკმაოდ ფხიზლადაა. ბოლო წლებში “იუვენტუსი” ამტკიცებს, რომ შეუძლია კარგი გარიგებები მოაგვაროს.”

207 thoughts on “ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

  1. რაც შეეხება მილანს აი გატუზო რა მიზეზით ან რა კრიტერიუმით მიიყვანეს ვერ ვხვდები,სადაც იყო საშინელი შედეგები ქონდა და ბოლო გუნდი მილანამდე როგორც მახსოვს “პიზა” იყო და უბრალოდ გადახედეთ ვისაც შესაძლებლობა აქვს ბურთების შეფარდებას და ფრეებს,42 თამაშში დაახლოებით 28-29 ზე იყო,კარგად აღარ მახსოვს,მე სულ ნაკლებებს ვწერდი :mrgreen: :mrgreen:

  2. თორნიკე,ალეგრიზე მე გეტყვი,ოღონდ პირველ რიგში არ ვადარებ მაესტროს,უბრალოდ შენ ალბათ არ გემახსოვრება იუვე 94-იდან 99 წლამდე,ლიპიც ეგრე თამაშობდა,ვერასოდეს ვიგებდი რა სტილს უბერავდა,იყო თამაშები სადაც მკვეთრად შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით და იყო თამაშები სადაც დაცვითს,მე უფრო ეგ სტილი პრაგმატული მგონია,ანუ დაბალანსება მეტოქისდა მიხედვით,აი თუნდაც იტალიის ნაკრები 2006 წელს,პირველი თამაში განასთან(რომელიც აღემატებოდა ამერიკას იმ პერიოდში) იმენა შემტევი სტილი და ორივე კართან ბევრი საგოლე მომენტი და მეორე თამაში ა.შ.შ-სთან მკვეთრად დაცვითი სტილი,ან თუნდაც ავსტრალიასთან(ნუ იქ მარკო გააგდეს და უფრო მაგიტომ) და მერე უკრაინასთან,გერმანიასთან და ფინალში საფრანგეთთან,სულ სხვადასხვა სტილის თამაშები იყო…მე არ ვიცი მაგ სტილს რა ქვია,აი ლიპის სტილია იმენა,ვერ გაუგებდი რას,სად და როდის დაგიპირისპირებდა :forza: :forza: :forza:

    1. ლიპისაც არაფერს ვერჩი მარა მე კაპელო მერჩივნა :chuvak: ზოგადად დაცვითი ფეხბურთი და 1-0_ს თამაში მიყვარს და მწვრთვნელებიც შესაბამისი მომწონს ალბათ :chuvak:

      1. ხო რა თქმა უნდა,ყველას თავისი აზრი აქვს,მე მაგალითად კაპელოს იუვე სულ არ მომწონდა,მაგრამ იგივე კაპელოს მილანმა ყველაფერი მოიგო…

  3. Axla satransfero banic daedebat, yvelaze karg shemtxvevashi mxolod satrasfero bani da mere ragas izaven? Mere vegarc vegarc karg mcvrtnels moiyvanen da vegarc fexburtelebs, es yvelaferi ki milanis flobelebis da xelmdzgvanelebis bralia.

  4. Davit83
    ვუყურე ვერონასთან თამაშს და ძირითადი უპირატესობა როდრიგესის შეცვლის მერე მოიპოვა ვერონამ, რომულოს მთლიანად გაეხსნა გზა და ამანაც ისე ითამაშა რო საუკეთესო იყო მოედანზე, მარცხენა მცველის გაყვანა და ცენტრფორვარდის გამოყვანა, ძან სუსტი მეთოდია შეტევის გალიერების, შეტევას რო თავდამსხმელების სიმრავლე არ აძლიერებს მაგდენი კი უნდა იცოდეს გატუზომ :lool:

  5. გატუზომ მის სამწვრთვნელო უნარებს რო გადახედოს უკეთესი იქნება, ვერონას მწვრთვნელმა პირველი მასტერკლასი ჩაუტარა, 2 დღით უკან მეორე სასტავი დაუყენა თასზე, მილანის პირველ სასტავს, ყველა ასპექტი მისი გუნდის თამაშის დაუმალა და 2 დღის მერე ძირითადი სასტავით ბურთი გადაახია თავზე. ვერონას მეორე სატსავთან ძირითადი სასტავის დაყენებაც შეცდომა იყო ჩემი აზრით, უაზრო თავდაჯერებულობა მიიღეს იმით რო 2 დღის უკან ვითომ ადვილად ქონდათ მოგებული და ალბათ ამ თამაშს სერიოზულად ვერ მიუდგნენ

      1. ვერონას და ბენევენტოს მაინც მოუბენ, ორივე თამაში გატუზომ ჩააგდო, მონტელას სხვა პრობლემა ქონდა ამას სხვა პრობლემა აქ, ის გუნდის მოტივირებას და დამუხტვას ვერ ახერხებდა, ეს კიდე ტაქტიკის აზრზე არაა :chuvak:

    1. 2013 წელლ არ გახსოვს ეტყობა, რამოდენიმე ადამიანი ვამბობდით ნეტა იუვემ იყიდოსთქვა, მაშინ ბევრს არ მოსწონდა რატომღაც, მაშინ რო მოსულიყო დღეს შეიძლება ლეგენდობაზე გაწეულიყო

        1. დე შილიოს რო ფეხბურთის თამაში შეუძლია, მაგი გამოჩნდა ამ ევროპაზე, ჯერ კიდე ბევრი აქ სამუშაო, მარა პროგრესი იმდენად დიდი აქ რო ნებისმიერი შეამჩნევს

  6. ისე ბევრი სტილის მწვრთვნელი არსებობს, კონტე მაგალითად გამოკვეთილად დაცვითი სტილის მწვრთვნელია, გვარდიოლა ძირითად აქცენტს ნახევარდაცვაზე აკეთებს, ვენგერი შეტევაზე, ალეგრის ტაქტიკა რა სტილია?

  7. თავდამსხმელზე თამაშის აწყობა ყველაზე რთულია, ან ძლიერი ტაქტიკოსი უნდა იყო და ისეთი კომბინაციები დახაზო რო თავდამსხმელზე აეწყოს თამაში, ან კიდე უაზრო ჩაწოდებები დაავალო ფლანგის შემტევებს, ამ უაზრო ჩაწოდებებს კიდე ჩვენი ფლანგელები არ კადრულობენ, ბევრად მრავალმხრივები არიან და თავის თავზე იღებენ თამაშს, ამიტოა რო ხშირად ჩანს ვითომ ცენტრფორვარდი სუსტი ყავს იუვეს, არადა მაქსიმუმს აკეთებს იგუაინი იმ თამაშის სტილიდან გამომდინარე რასაც ალეგრი ათამაშებს გუნდს, სულ 3-4 მომენტი მახსენდება როცა გასატანი ბურთი გააფუჭა იგუაინმა, დანარჩენი ხუთიანზე აკეთებს ყველაფერს

  8. დღეს ისეთი სტილის ფეხბურთია, სუფთა ცენტრ ფორვავრდი ვერ გაქაჩავს. რომ გაქაჩოს, უნდა შეეძლოს ერთი-ერთზე კაცის მოტყუებაც, უკან დახევაც, ფლანგზე გადასვლაც და ზონების გათავისუფლებაც. სუფთა ცენტრი იყო ინძაგი, ტრეზეგე და მორიენტესი და ეგეთები.
    არც იკარდია ეგეთი სუფთა ცენტრი, არც ბენზემა, არც კეინი დს არც სუარესი. მეტნაკლებად სუფთა ცენტრი არის ლევანდოვსკი.
    კარგი ცენტრფორვარდები არიან: 1. კავანი, 2. ლევანდოვსკი, 3. კეინი, 4. იგუაინი, 5. მორატა, 6. სუარესი, 7. ბენზემა

    იგუაინი იმიტომ ვერ იტანს ბევრ გოლს და დიბალა იმიტომ არ იხსნება ბოლომდე რომ იუვე არ თამაშობს სუფთა შემტევ ფეხბურთს. ასეთ სტილში ვერც მესი და რონალდუ ვერ გაიხსნებოდნენ ბოლომდე. ეს იყო ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც არ გაჩერდა პოგბაც.

  9. ერთ რამეს შეგახსენებ იუვეს ნებისმიერი სტანდარტისდროს იგუაინი უფრო ზონებს ათავისუფლებს ვიდრე მასზე ხორციელდება აქცენტირებული პასი

  10. ანუ იმისთქმა მინდა იგუაინი არაა ის ფორვარდი რომელიც ერთი შეხებით გზავნის ბურთს კარში და თამაშგარის ზღვარზე არ დგას

    1. ქვემოთ რაც გეწერა გეთანხმები და ამაში არა, იგუს + ზუსტად ეგაა, საგარიმოსთან ან შიგნით 1 შეხებით გატანა და ძალიან რთული პოზიციებიდან აქვს 1 შეხებით ძალიან ბევრი გოლი (100 იმდენი გამაზულიც :D:D:D )

  11. ვერ დაგეთანხმები დავით,ისინი სხვადასხვა ტაქტიკაში ლავირებენ და უმეტესად ნაკანეჩნიკის როლს ასრულებენ იგუაინი კი მუდმივად ერთ სტილში თამაშობს და მართო დაბოლოვება არასდროს არის

  12. სუფთა ცენტრ ფორვარდი ჩემი აზრით სულ ცოტა არის მაღალი დონის 1 ლევანდოვსკი 2 ჰარი კეინი 3 იკარდი 4 ბენზემა 5 ჯეკო დანარჩენი ტოპ ფორვარდები სხვა ფუნქციასაც ითავსებენ

  13. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ იგუაინი ან მანჯუკიჩი არ უნდა იყოს გუნდში, მაგრამ ხანდახან მათ გარეშეც შეიძლება სცადოს თამაში მაქსმა

  14. დიბალა, ბერნარდესკი და კოშტა თუ იქნებიან ერთად მოედანზე, ეს ალბათ რევოლუციური მოვლენა იქნება, განსაკუთრებით იტალიაში, სადაც სქემების და მწვრთნელების აკვიატებას დიდი ტალანტები შეეწირა, მე ყოველთვის მიჭირდა იმის გაგება, თუ რატომ არ შეიძლებოდა ერთად ეთამაშა ბაჯოს და დელპიეროს, ან დელპიეროს და ტოტის, როცა ასეთი შემქმნელი ფეხბურთელები გყავს, რაში გჭირდება ტიპიური 9-იანი

  15. დიბო ცენტრში და გვერდზე დაუყენოს ბერნა და კპოსტა რა.. დიბო არის სუფთა ცენტრი რა და უფრო სახიფათოა ვიდრე ის რაღაც მოსიარულე გვამი. სწრაფია და საჯარიმოში ნებისმიერის გაბითურება შეუძლია და თან დარტყმა აქვს კარგიც. ამოჩემებული აქვს ზიდანივით იგუ როგორც მას ბენზო

  16. აქ ვარ ამ წამს წავიკითხე და სიხარულის გამოხატვა არ მაცალე.იმედია მართალი აღმოვჩნდები,მართლა მჯერა რომ ფორვარდია

    1. ამ ბოლო დროს ისე აიჭრა ეგ და ისე მიათრევს ბურთს მგონი მეც შენს აზრზე ვდგები რომ ჯობია 9 იანზე იდგეს თორემ ვისაც არ ეზარება უკვე ართმევს ბურთს.

    1. დღევანდელ ფეხბურთში გამოკვეთილი ფორვარდები თითქმის აღარსად არიან,ყველა თავს იცავს და ყველა უტევს.

      1. ხო მაგას ვამბობ რო ძაან მაგარი გამოვა,,,,
        თან თუარ ვცდები როცა პალერმოში იყოს სუფთა ცხრიანის პოზიცია ქონდა და ართმევდა ბრწყინვალედ აქ ძაან სიღრმედან ამოდის,,,
        კოსტა და ბერნა ან კუადრადო ბევრ სივრცეს მისცემენ რო 9 ს პოზიციაზე კარგად იასპარეზოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.