ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

Massimiliano-Allegri-605208

მასიმილიანო ალეგრი “ჯენოასთან” სათასო დაპირისპირების წინ პრესას გაესაუბრა…

დე შილიო და მანჯუკიჩი? სიმართლე გითხრათ, ამ ფეხბურთელების თამაში “რომას” წინააღმდეგაც სათუოა. მანჯუკიჩს 13 ნაკერი დადეს, დე შილიო კი კუნთის ტკივილს განიცდის. ჩვენ შევაფასებთ მოთამაშის მდგომარეობას მატჩის წინ, მაგრამ არა მგონია მოახლოებული თამაშისთვის მზად იყოს. 

ვინ ითამაშებს პირველი წუთებიდან? რუგანი, დიბალა და ბერნარდესკი. მარკიზიო კიდევ ერთი ფეხბურთელია, ვინც ხვალ მოედანზე გამოვა.

დიბალა? მე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ფეხბურთელების მონაცემები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ბუნებრივია, ამ ფეხბურთელებს განეკუთვნება დიბალაც. 4-3-3 სათამაშო სქემაში დიბალა თავდამსხმელის როლში იქნება. პაულოს შეუძლია გაიტანოს და საგოლე გადაცემები გააკეთოს, მაგრამ არ შეიძლება მას ბომბარდირი ვუწოდოთ. დიბალა არის ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 15-20 ბურთის გატანა შეუძლია. ხვალ დიბალა ითამაშებს იგუაინთან ერთად, ან მის გარეშე. ასევე პირველი წუდებიდან გამოვა შესნიც.

ტრავმირებული ფეხბურთელები? იმედი მაქვს, კუადრადო “რომას” წინააღმდეგ მზად იქნება სათამაშოდ. ბუფონს არ უვარჯიშია ამ კვირაში, ამიტომ არა მგონია რომაელთა წინააღმდეგ გამოვიდეს. ლიხშტაინერი შაბათისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

იტალიის თასი – გუნდის ერთ-ერთი მიზანია. ჩვენ მოედანზე მოგებისთვის უნდა გავიდეთ. არ ღირს ზედმეტი სიფრთხილის გამოვლენა. ჩვენ გვაქვს გაუმჯობესების საშუალებები. შეხვედრა ხელმძღვანელებთან? პრეზიდენტმა მოგვილოცა და მნიშვნელოვანი სიტყვით მოგვმართა. როგორც ყოველთვის, ახლაც წაახალისა გუნდი და გვითხრა, რომ საჭიროა თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევა.

ბაზარი? ხელმძღვანელობა ამ საკითხში საკმაოდ ფხიზლადაა. ბოლო წლებში “იუვენტუსი” ამტკიცებს, რომ შეუძლია კარგი გარიგებები მოაგვაროს.”

207 thoughts on “ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

  1. Davit83
    ძალიან კარგად :up:
    მგონი ისევ ტორინოს ვხვდებით წელს და ის 4-0 ხომ არ გავაუმჯობესოთ ვფიქრობ.ბონუჩის ძმაკაცი ისევ აირტყავს თუ მიხვდები ვინ :givi:

  2. 23 წლის ბენატია საფრანგეთის ლიგა 2_ში რო ბურთაობდა, მაშინ ბონუჩი იტალიის მეათე ადგილოსანი გუნდის ლიდერი იყო, 38 თამაში ჩაატარა იმ წელს ბარიში ბონუჩიმ და საუკეთესო იყო მის გუნდში, ამიტომაც დაიმსახურა იუვეს ყურადღება, მერე იუვეში რო გაუჭირდება მაგიც ლოგიკური იყო, იმ იუვეში ყველას უჭირდა, დღეს რა მილანში რო დირკაა ბონუჩიც და რომანიოლიც, ვინმეს გონია რო ან ერთი ან მეორე სუსტი მცველია?

    1. იუვეს მაშინ ეშველა როცა კარგი პრეზიდენტი, კარგი სპორტული დირექტორი და კარგი მწვრთვნელი მოვიდა, თუარა ჯერ ერთი ამათ გარეშე ვერც მოიყვანდნენ ძლიერ ფეხბურთელებს და რომც მოეყვანათ ძლიერი ინდივიდუალისტები ისინიც ისე დაიკარგებოდნენ როგორც ბონუჩი იკარგებოდა და მილანში იკარგებიან დღეს ძლიერი მოთამაშეები…

      1. Juves carmatebis saidumlo daicyo dzlieri menejmentit romlebmac yvelaze magari ram gaketes da stadioni aqvs juves da shemdeg uamravi scori gadacyvetilebebi, tundac kintes moyvana iyo im momentshi scori ki ara shesanishnavi gadacyvetileba, mas shemdeg klubi izrdeba da izrdeba finansurat pirvelrigshi

  3. ბენატია ბო უჩიზე წავიკითხე თქვენი აზრები. ჩემი აზრით წეკს ბენატია ჯობია ბონუჩის და ბრმა უნდა ვიყოთ რომ რს არ ვაღიაროთ. ზოგადად კი ორივე ფეხბურთეკს ქონდა დაღმასვკა და აღმასვლა. ბენატია რომაში და უდინეზეში რომ იყო მაგ ფროს ბონუჩი უჟილკო ლუზერი იყო მერე ბენატიამ ბაიერში მოუკლო და ბონუჩიმ სადწაულად მოუმატა და დღეს დღეობით ბონუჩიმ მოუკლო ბენატიამ მოუმატა …

  4. ბენატია ბონუჩის ჯობიაო ვინ იკითხა? :mrgreen: ბონუჩი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია დღესდღეობით! პროსტა პიროვნულადაა შლანგი :mrgreen:

  5. ჩემი ბილეთი დღეს : ნანტი X2 , ანჟი-დიჟონი X , ბორდო-მონპელიე X ,მონაკო ორივეს გატანა,ლიონის მოგება,სენტ-ეტიენის X2 3 ლარი და 280 ლარი მოგება :D :D

    1. Unda gauvardet ise gamoricxulia goli…juvem es tamashi martivad unda moigos. Pirveltaimshive moumtavrebs.sad aqvs juves imisdro ro exla aq daxarjos dzalebi da magat gaataninos..tavis swor gundebs ver utanen da raga aq gauvardebat…mshvenieri asagebi kushia ertianze nachuqari dges neta aseti kushebi bevri iyos 1.30…. Visac meti kushi unda daweros pirveltaimis ertiani

      1. წამოვა წამოვა ჯენოაც გაგვიტანს დრო გვაქვს უკვე ბურთის გაშვების ტოტალური კუთხით

  6. გაუ იუვენტინოებს

    არ ვიცი თუ რამდენად ჯობია ბენატია ბონუჩის: მაგრამ ბენატია რო მაგარ ფორმაშია მაგას ლაპარაკი რად უნდა

  7. მაკელელე მაგ პოზიციის უპირობო ლიდერია,იუვეში ვიეირას ემერსონი ჯობდა,პრემიერლიგაში როი კინი.ჩვენთან კი დავიდსი და ტაკინარდი საუკეთესოები იყვნენ.დეროსი იყო ცოტა ახალგაზრდა ძლიერი იტალიელებიდან,ფრინგსი გერმანიიდან,ბოლოწლების ლიდერი ბუსკეთსი იყო.ახლა კი კანტეს არ ყავს კონკურენტი

      1. საიდან დაგებადა ეგ კითხვა ?
        წლევანდელი სეზონით კი მაგას გულისხმობენ

        ტრეზეგოლ -მა ძალიან გასაგებად ჩამოაყალიბა :)
        მეტი დაწვრილებით არცაა საჭირო.

        1. Juvem benatia ro iyida aq ra komentarebic iwereboda iqidan gamomdinare damebada es kitxva)))) da exla rac iwereba aq meti araperi….ise ki benatia kargia wels ashkarad tavidavne swori svla iyo juves mxridan magis datreva

    1. ბონუჩის ბოლო რამდენიმე სეზონი ვერავინ ჯობდა, მაგრამ ამ სეზონში უსიტყვოდ ჯობია ბენათია ლეონარდოს. ორივე თამაშს ვუყურებ და ვაკვირდები

  8. ლაშას ვეთანხმები გატუზო თუ თამაშობდა მხოლოდ იმიტომ რომ ქარიზმატული და გამტრაკებელი ი იყო მოედანზე. ეგეთი ტიპები პოლიტიკაშიც მუდამ ყავთ ოპოზიციასთან საქიშპოდ და არა ქვეყნის ასაშენებლად. :)

  9. ვახ რატო წამოვიწყე ეს თემა :lool: კაი დაიკიდეთ ვისთვის როგორ :) ისე ვიეირა იუვეში ის არ იყო რაც უნდა ყოფილიყო თუ ვცდები შემისწორეთ :) განსაკუთრებით დასაწყიში მოღალატეო და რას აღარ აბრალებდნენ არსენალის მწვრთნელი ვენგერი.ლიგაზე ტიპს წარმოდგენა არ ქონდა ვის მხარეს იყო.

  10. გატუზო არავიზე ნაკლები საყრდენი არ ყოფილა, ბურთთან კი იყო თქვენობით მაგრამ იმ მილანში აუცილებელი იყო გატუზი და მაგის გარეშე ვერც მიაღწევდა იმ წარმატებებს მილანი.
    გატუზო მწვრთნელს აძლევდა საშუალებას პირლო, კაკა და ზეედორფი ერთად ეთამაშებინა ძირითადში ზუსტად გატუზოს ხარჯზე, როცა ბევრი მაშინ 2 საყრდენით თამაშობდა. იუვესთან ფინალში 120 წუთზე მთელი მოედნის გარბენა რად ღირს მარტო.
    საუკეთესო საყრდენი ფეხბურთის ისტორიაში ჩემი აზრით არის ფრანკ რაიკაარდი, სრულყოფილი ფეხბურთელი იყო.

  11. საყრდენები ჩამოთვალეთ წეღან და მე რასაც ვიხსენებ პატრიკ ვიერა მომწონდა ყველაზე მეტად. ფიზიკურ მონაცებებთან ერთად ჭკუითაც გამოირჩეოდა.

    1. კი,ვიეირას დაწერაც მინდოდა,მაგრამ ვიეირა მე მგონი მაინც ცოტა სხვა სტილის იყო,ვიეირას უკან იდგა ზუსტად მაკელელე,თორე აზროვნებით და ბურთთან ურთიერთობით მართლა წინ იყო ამათზე…

        1. ნუ დაახლოებით,თუმცა მანდაც მოუყვანეს გამწმენდი ჟილბერტო სილვა,მე უფრო მარკიზას სტილის მიმაჩნია,ოღონდ ფიზიკურად უფრო ძლიერი და შავი მარკიზიო რომ წარმოვიდგინოთ :lool: :lool:

  12. განმეორებით ვუყურე ბოლონიასთან მატჩს და დავრწმუნდი, რომ ბენათიამ დაიბრუნა ის ფორმა, რაც რომაში ჰქონდა კარიერის პიკში. გოლს აღარ ვუშვებთ, რადგან ეგ და კიელო ერთმანეთს აბალანსებენ, ხან ერთი ბრწყიმავს, ხან მეორე და გაუვალ კედლად ყალიბდებიან, როგორ ჯორჯო და ლეო იყვნენ.

  13. რეალურად ტოპ კლასის ჩამშლელი იყო დავიდსი, შეუდარებელი თავის პოზიციაზე და შეტევაშაც შეეძლო. მე ასე რადიკალურად არ ჩამოვწერდი ჯენაროს, ის საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო, რომელიც ძირითადად მონდომების, მალდინის და ნესტას ხარჯზე ჩანდა შედარებით უკეთესი ვიდრე იყო. დონის შედარება რო მთხოვონ, ხედირას შევადარებდი, ხოლო სამი რამდენადაა ლეგენდა არ ვიცი, შეიძლება არის კიდეც. გატუზოს პირველ რიგში ალბათ იმიტომ მიიჩნევენ ლეგენდად, რომ იმ დროისთვის საოცარ გუნდში ასპარეზობდა.

    1. დავიდსი და მაკელელე,ეს ორი იყო საოცრება ჩაშლისასთუმცა ფრანგი შეტევაში მოიკოჭლებდა…გატუზო ძაღლი იყო,დარბოდა გაუჩერებლად,ხშირად აბითურებდნენ,მაგრამ არ ეშვებოდა,გამობმულივით იყო,თან ოდნავ უფრო უკან პირლო იდგა და ეგ უადვილებდა თამაშსაც…

      1. კი ჟილკა იყო თავიდან ბოლომდე რაც მე მომწონს,მაგრამ ცოტა კლასიც არის საჭირო,ბურთთან იყო თქვენობით :) ,აი სტურაროს მეტი ტექნიკა აქვს აშკარად და კიელოს :) ,რეინჯერსშიც მხეცი იყო,თუმცა მანდ არავინ იცნობდა,თან მილანში ცოტა გვიან გაიხსნა,ნაკრებშიც მგონი პირველად 25-26 წლის იყო რომ მიიწვიეს…

  14. აბა მოვედი :forza:
    ვხერხავთ ჯენოას დღეს თუ არა :forza:
    გატუზოს ლეგენდობას რა ვუთხარი კიდე როგორც ფეხბურთელი იყო ნაგავი.მილანის ფანებმა ცუდად არ გამიგოთ ყველანაირი ირონიის გარეშე ვიძახი რავი მე არ მევასება არც ეხლა არც მაშინ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.