ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

Massimiliano-Allegri-605208

მასიმილიანო ალეგრი “ჯენოასთან” სათასო დაპირისპირების წინ პრესას გაესაუბრა…

დე შილიო და მანჯუკიჩი? სიმართლე გითხრათ, ამ ფეხბურთელების თამაში “რომას” წინააღმდეგაც სათუოა. მანჯუკიჩს 13 ნაკერი დადეს, დე შილიო კი კუნთის ტკივილს განიცდის. ჩვენ შევაფასებთ მოთამაშის მდგომარეობას მატჩის წინ, მაგრამ არა მგონია მოახლოებული თამაშისთვის მზად იყოს. 

ვინ ითამაშებს პირველი წუთებიდან? რუგანი, დიბალა და ბერნარდესკი. მარკიზიო კიდევ ერთი ფეხბურთელია, ვინც ხვალ მოედანზე გამოვა.

დიბალა? მე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ფეხბურთელების მონაცემები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ბუნებრივია, ამ ფეხბურთელებს განეკუთვნება დიბალაც. 4-3-3 სათამაშო სქემაში დიბალა თავდამსხმელის როლში იქნება. პაულოს შეუძლია გაიტანოს და საგოლე გადაცემები გააკეთოს, მაგრამ არ შეიძლება მას ბომბარდირი ვუწოდოთ. დიბალა არის ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 15-20 ბურთის გატანა შეუძლია. ხვალ დიბალა ითამაშებს იგუაინთან ერთად, ან მის გარეშე. ასევე პირველი წუდებიდან გამოვა შესნიც.

ტრავმირებული ფეხბურთელები? იმედი მაქვს, კუადრადო “რომას” წინააღმდეგ მზად იქნება სათამაშოდ. ბუფონს არ უვარჯიშია ამ კვირაში, ამიტომ არა მგონია რომაელთა წინააღმდეგ გამოვიდეს. ლიხშტაინერი შაბათისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

იტალიის თასი – გუნდის ერთ-ერთი მიზანია. ჩვენ მოედანზე მოგებისთვის უნდა გავიდეთ. არ ღირს ზედმეტი სიფრთხილის გამოვლენა. ჩვენ გვაქვს გაუმჯობესების საშუალებები. შეხვედრა ხელმძღვანელებთან? პრეზიდენტმა მოგვილოცა და მნიშვნელოვანი სიტყვით მოგვმართა. როგორც ყოველთვის, ახლაც წაახალისა გუნდი და გვითხრა, რომ საჭიროა თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევა.

ბაზარი? ხელმძღვანელობა ამ საკითხში საკმაოდ ფხიზლადაა. ბოლო წლებში “იუვენტუსი” ამტკიცებს, რომ შეუძლია კარგი გარიგებები მოაგვაროს.”

207 thoughts on “ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

  1. დიბალა-ბერნარდესკი-კოშტა სერიოზული ტრიოა და ძირითადი შემტევები ეგენი უნდა იყონ. ასეთი სწრაფი შეტევები მე არ მინახავს ბაიერნთან მორატას მასტერკლასის მერე :up: ბენტანკური კლასნი და ელეგანტური მოთამაშეა :up: მარკიზიო კარგია, ოღონდ იმედია აწი დარტყმებიც წაუვა. რუგანი და ბერნარდესკი ძაან მაგარ ხოდზე არიან და დიბალაც ბრუნდება მგონი :juvee:

  2. დიბალა რო ამწუთას საუკეთესოა შეტევაში ალბათ ყველამ ვიცით თუმდაც ცალფეხა ან რავი რაც გინდათ უწოდეთ :) საერთოდ ვიძახი ამ თამაშზე არა.

  3. Dybalas klasshi agaravi daobs albat psiqologiurad aqvs samushao sakutar tavtan da egaaa plius stabiluroba….koshta kargia magas plius sandro mag plangze ipipipip)).bernardechi momavlisaaa kargia vitardeba tan….ruganic araushavrs ra axalgazrdaa upro tavdajerebuli xdeba…. Sturaroc ar gaushvan momwons))))) gijia….bentakuri klasnia magas magari momavali aqvs …. :forza:

  4. ცალფეხა ცენტრფორვარდი ცუდია, გოლი გაიტანა სადაც მისი პოზიციაა, ანუ მეორე ფორვარდობა, დაგლასა და ბერნა მაგრად უბერავემ

  5. ძან მაგრად თამაშობენ, ასეთი მაღალი პრესინგი კაი ხანი არ უთამაშია იუვეს, ყველა მოძრაობს და მონდომება ეტყობათ, აშკარად ჩანს რო სკამი დანებებას არ აპირებს :chuvak:

  6. დიბალამ რო შეაგდო კარგია. ოღონდ არ ვიცი გამიხარდეს თუ არა.
    დუგლასას კრაი აშკარად მარჯვენაა.

    აი ბერნარდესკი მომწონს ძალიან. ძალიან მაგარი მონაცემები აქვს და დრო ჭირდება.
    მაგრამ ყელაზე მაგრად იმ აზრზე ვრჩები რო ბენტანკური თუ სწორად განვითარდა ბუსკეტსის დონეზე ავა და პირველი ნახევამრველი გახდება თავის საქმეში

    1. Chagetvala :lool: mara tamashis scenari magas miutitebs da logikuric iyo liga da seriaaa eg umnishvleoa iyo da gamochnda kidec barsa araa ro yvelgan ibrdzolon martivi logikaaa ligaze shansi aqvt gasvlis da seriashic ibrdzvian rashi chirdebodat… Ravi ….

      1. არ ვიცი ძმა მე ვუყურე თამაშს და ძალიან უნდოდათ გასვლა ოღონდ ალბათ თავი იუვენტუსი ეგონათ ამ სასტავითაც შეგვიძლიაო.1 მიზეზი რის გამოც სასტავი დაასვენა ალბათ ჩვენ რო გვხვდებიან ამ შაბათ კვირას :)))
        რომა და ლიგა რავიცი რავიცი.

        1. Xo bazari araa roma da liga :lool: mara kai shansi aqvt axali sastavi da plius axali treneri tan kargi momavlit shansi aqvt gasvlis meotxetpinalshi egec saqmea magatvis)))))) da xo shemdegi turi juvestan.ravici danebda tuara ubralod am logikas mivyevi da movige)))

          1. სიტი რო სიტია მაგათაც კი გაუჭირდათ ლესტერთან გუშინ ვითომ ამ სასტავით მოვიგებთო.ნუ ინტერი საერთოდ სირცხვილი.

  7. მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობს დიბალას ძმამ რო თქვა ნეიმარი რალში მიდის და დიბალა პსჟშიო. როგორ ფიქრობთ როგორ მოქმედებს ეს კლუბის იმიჯზე? იმენაა ვერ დააყენეს პალაჟენია რა. რამდენს ბედავს ეს ლაწირაკი ბავშვი ხედავთ? კლუბთან შეთანხმების გარეშე მოლაპარაკბებს მართავენ.

    რაღაც უნდა მოიფიქროს კლუბმა ასეთი ფაქტების და ესეთი უზრდელი არსებების მიმართ რომ სხვამ ვეღარ გაბედოს ენის ტლიკინი. თორ ეს ვიდალის პოგბა ბონუჩის და აგერ ამის მაგალითები იქნება მრე ბენტანკურისთვის და სხვებისთვის გამოსაყენებელი დრო რო გავა

  8. ესეც ასე რომას გაედო!!!
    როგორ უნდოდათ შემდეგ ეტაპზე გასვლა და არ გამოუვიდათ.გადაზამენებული სასტავით მომინდომეს გასვლა შემდეგ ეტაპზე სასაცილოდ არ გეჩვენებათ ? მე კი.რომა არც ისეთი მაგარია ტორინოსთან ეგეთი დარწმუნებული იყოს რო ამ სასტავით მოუგებს.

        1. შეცდომები ყველას ქონია მარა მე რასაც იუვეს ვუყურებ, ბუფონის და კიელინის ჩაგდებული თამაში არ მახსენდება, შეცდომას როცა უშვებდა რაღაცით მაინც აბალანსებდა და არ აძლევდა საშუალებას გულშემატკივარს რო ცუდი ეთქვა მაგაზე

        1. 3 გოლს გუნდი 1 კონკრეტული ფეხბურთელის შეცდომით არ უშვებს, გუნდმა ჩააგდო მაგ თამაში და რუგანის მაგივრად სხვა რო ყოფილიყო 3ს უ არა 2ს მაინც გაუშვებდა იუვე

  9. Chems mosazrebas vityvi tqvenis nebartvit. Chemi azrit ar sheidzleba cels romelime milanis fexburtelis da mcvrtnelis shefaseba. Rasac uamravi mizezi aqvs mat shoris yvelaze mtavari milanis martveli rgoli, gunds ar aqvs momavali am situaciashi da es yovelive fexburtelebma chvenze adre icodnen yvelaferma aman gamoicvia dgevandeli shedegic.

    1. მასე ერთი პერიოდი კიელინზე უკეთესი სტატისტიკა და გუნდური მაჩვენებელი მექსეს ქონდა მარა გულშემატკივარს ჩემი აზრით იმის ამბიცია უნდა ქონდეს რო გაარჩიოს ვინ ვინაა და კიელინს მექსე არ შეადაროს, მიუხედავად რომელიმე სტატისტიკური მონაცემისა

  10. კარიერით ლეო ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ სეზონში სხვაგვარადაა საქმე

    სერია ა-ს სტატისტიკა შევადაროთ მაშინ
    ბენათია 630 წუთი – 3 გაშვებული გოლი
    ბონუჩი 1280 წუთი – 20 გაშვებული გოლი
    თან მედჰი უფრო ძლიერ გუნდებთან იყო ძირითადში (ნაპოლი, ინტერი) ვიდრე რუგანი

    ნახევარდაცვის და სხვა მცველების სიძლიერე გავლენას ახდენს ამ სტატისტიკაზე, ცხადია, თუმცა ამხელა სხვაობას არ ქმნის.

    მარტო სტატისტიკით არ ვმსჯელობ, მატჩებსაც ვუყურებ. ბონუჩი ბევრ შეცდომას უშვებს ამ სეზონში, აჭრილია, ხოლო ბენათია თითქმის უშეცდომოა.
    რის საფუძველზე ჯობია იტალიელი მაროკოელს ამ მომენტში?

    მე პირადად ამ ორის გაცვლა რო შემეძლოს, არ გავაკეთებდი ამას და არა მხოლოდ პრინციპის გამო, რადგან ვინ იცის იქნებ მართლა კიელინის ეფექტია, იქნებ საშუალო დონის მცველები მაღალ დონეზე იწყებენ თამაშს კიელოს გვერდით, ამ აზრის გასამყარებლად უამრავი არგუმენტი არსებობს. გაიხსენეთ ვინ იყო ბარძალი იუვეში მოსვლამდე – ოგბონას დონის მცველი. ტიპი ყველასგან ჩამოწერილი იყო, 300 ათასად იყიდეს სკამისთვის, იმ პერიოდში ალბათ თბილისის დინამოც კი არ იყიდდა ანდრეა თანახმა რომც ყოფილიყო. ახლა კი ბარძალი ლეგენდად ითვლება ბევრის აზრით, მხოლოდ იუვენტინოებს არ ვგულისხმობ.

    ბონუჩის “საქმე” კარგად იცის ყველამ. ლეომ იუვეში დაიწყო მაღალი დონის ფეხბურთის თამაში, ჯორჯოს გვერდით, თუმცა ძალიან გაუჭირდა შეთამაშება, პირველი ორი სეზონი სუსტი იყო. მე ვფიქრობ, რომ კიელოსთან ნებისმიერი კარგი მცველი მაღალ დონეზე ითამაშებს თუ შეთამაშდნენ და რუგანისავით უნიჭო არ არის ის მცველი. ახლა კი ბენათიას მაგალითიც სახეზეა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.