ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

Massimiliano-Allegri-605208

მასიმილიანო ალეგრი “ჯენოასთან” სათასო დაპირისპირების წინ პრესას გაესაუბრა…

დე შილიო და მანჯუკიჩი? სიმართლე გითხრათ, ამ ფეხბურთელების თამაში “რომას” წინააღმდეგაც სათუოა. მანჯუკიჩს 13 ნაკერი დადეს, დე შილიო კი კუნთის ტკივილს განიცდის. ჩვენ შევაფასებთ მოთამაშის მდგომარეობას მატჩის წინ, მაგრამ არა მგონია მოახლოებული თამაშისთვის მზად იყოს. 

ვინ ითამაშებს პირველი წუთებიდან? რუგანი, დიბალა და ბერნარდესკი. მარკიზიო კიდევ ერთი ფეხბურთელია, ვინც ხვალ მოედანზე გამოვა.

დიბალა? მე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ფეხბურთელების მონაცემები, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. ბუნებრივია, ამ ფეხბურთელებს განეკუთვნება დიბალაც. 4-3-3 სათამაშო სქემაში დიბალა თავდამსხმელის როლში იქნება. პაულოს შეუძლია გაიტანოს და საგოლე გადაცემები გააკეთოს, მაგრამ არ შეიძლება მას ბომბარდირი ვუწოდოთ. დიბალა არის ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 15-20 ბურთის გატანა შეუძლია. ხვალ დიბალა ითამაშებს იგუაინთან ერთად, ან მის გარეშე. ასევე პირველი წუდებიდან გამოვა შესნიც.

ტრავმირებული ფეხბურთელები? იმედი მაქვს, კუადრადო “რომას” წინააღმდეგ მზად იქნება სათამაშოდ. ბუფონს არ უვარჯიშია ამ კვირაში, ამიტომ არა მგონია რომაელთა წინააღმდეგ გამოვიდეს. ლიხშტაინერი შაბათისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

იტალიის თასი – გუნდის ერთ-ერთი მიზანია. ჩვენ მოედანზე მოგებისთვის უნდა გავიდეთ. არ ღირს ზედმეტი სიფრთხილის გამოვლენა. ჩვენ გვაქვს გაუმჯობესების საშუალებები. შეხვედრა ხელმძღვანელებთან? პრეზიდენტმა მოგვილოცა და მნიშვნელოვანი სიტყვით მოგვმართა. როგორც ყოველთვის, ახლაც წაახალისა გუნდი და გვითხრა, რომ საჭიროა თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევა.

ბაზარი? ხელმძღვანელობა ამ საკითხში საკმაოდ ფხიზლადაა. ბოლო წლებში “იუვენტუსი” ამტკიცებს, რომ შეუძლია კარგი გარიგებები მოაგვაროს.”

207 thoughts on “ალეგრის მატჩისწინა ინტერვიუ

    1. ხო იცი გამონათქვამია ქართულში მისი შემგინებელი ჩემი შმგინებელიაო რაღაც ამდაგვარი, ჰოდა აქ ბევრი ალეგრის გინებას პირადში იღებენ და რას ნიშნავს ეგ არ ვიცი,

    1. აქ მთავარია ალეგრის აზრი ძმაო. ალეგრიმ ისურვოს ოღონდ იუვეს ხელში ჩაგდება და აქ სასტავი ადგება და ანიელების ჯიშს ამოხოცავს ოღონდ სურვილი გამოთქვას ალეგრიმ. ერთგვარი ალეგრისტული კასტააა შექმნილი საქართველოში მხოლოდ. :)))

  1. ის რომ პიანიჩი უმაგრესი გამთამაშებელია და მცველების წინ მისი დგომა გაუმართლებელია ამასაც მალე დაინახავს ყველა

  2. ის რომ იუვე ასე იშვიათად თამაშობს კარგ ფეხბურთს ეს არაა ალეგრის გამო?70% სეზონის უსახური თამაშების ყურება გვიწევს და მისი ახირების ატანა.ფლანგზე კოსტა ყავს და მანჯუკიჩს იყენებს და შედეგი მაინც არის და ამითი ამართლებთ.არადა ეგ რესურსის დამსახურებაა რაც გუნდში მოგროვდა.ვის უზის 45 მილიონიანი ფეხბურთელი ზამენაზე

  3. ამას მაინც ვერ დამაბრალებ რეალისტი რომ გარკვეული შედეგის მერე არ ვაქებ ფეხბურთელებს და თავიდანვე ვწერ ჩემს აზრს

  4. ძმებო თქვენი აზრი დაწერეთ რა მე ვინმეს ვწერ აქ რატომ ხართ ამ აზრზე ?ჩემი აზრია და თუ არ მოგწონთ არ წაიკითხოთ.თან მაქსიმალურად კორექტული ვარ სულ და პატივისცემის ზგვარს ვიცავ და არანაირი სურვილი არ მაქვს კლავიატურის ომში შესვლის.ნამდვილი სახელი და გვარი მიწერია,ერთი ჩვეულებრივი ქართველი ფოთელი ბიჭი ვარ.არც ვინმეს ვაცვენებ აქ რომ რამე მესმის და არც სურვილი მაქვს ამისი.ჩემი განცდებია იუვეზე რასაც ვწერ და არც მაქვს ილუზია რომ აპრიორი ჭეშმარიტებაა ეს აზრი

  5. ბერნას სახით დელპიერო გაგვიცოცხლდება, მომავლიდან უკვე ძირითადის უცვლელი უნდა იყოს ეს და დიბალა სასწაული დიეტი გვეყოლება. :forza:

  6. კარგი რა ჯენოასთან კარგი თამაში მარტო ალეგრის დამსახურება ვისაც გგონიათ მე ნუ შემეპასუხებით .ორ მეტრიანი ცენტრფორვარდის ფლანგზე დაცვითი ფუნქციით დარტვირთვა მთელი სეზონით ხომ მისი კომპოზიტორობაა

  7. ბიჭებო თქვენი შთაბეჭდილება მჭირდება წუხანდელ მატჩზე. ვერ ვუყურე 11 ზე მოვედი სახლში და სადაც დავჯექი იქვე დამეძინა. ისეთი დარLილი ვიყავი.

    ვის გამოარჩევდით. დიბოს გაუტანია გოლი კარგია. ეგ უნდა იყოს წინ ფორვარდი და უფრო სახიფათოა რადგან კაციშვილი ვერ გამოიცნობს რას გააკეთებს თავისი ცაციათი, თან ნებისმიერი მჩველი შეუძლია ახოხოს საჯარიმოში.

  8. მეორე სასტავი რომ გქვია და ზურგზე დიბალა კოშტა და ბერნა გაწერია იფ სიამაყით ვივსები ))

  9. არის თამაშები სადაც დაცვიდან უნდა ითამაშო და არის პირიქით როცა პირველ ნომრად ითამაშო.კონტრ შეტევაც არის იუვეს იარაღი

  10. ბონუჩიმ შეიძლება იანვარშივე მიიღოს შემოთავაზებაო, სიტის და ჩელსის უნდა, ჩელსის მაგრად მოუხდება, კრისტენსენის ადგილს დაიკავებს

  11. კი სწორედ ესაა რასაც ვითხოვ მრავალფეროვნება რაც იუვეს ყოველთვის გამოარჩევდა ერთი კონკრეტული სტი არააქვს იუვეს ყველაფერი შეუძლია და არანაირი მნიშვნელობა არააქვს მეტოქეს.გრანდებთანაც თავისუფლად შეიძლება ასე თამაში

  12. გუშინდელი ტაქტიკით და შემსრულებლებით ნასიამოვნები ვარ იუვეს ფიშკა სწორედ იმაშია რომ ყველა სტილს მაგრად თამაშობს.ამითი განსხვავდება სხვა გრანდებისგან.ევროსპორტზე იყო ძალიან კარგი რუბრიკა და მთელი ცხოვრებაა ამას ვიძახი .დიბალა რომ ფორვარდის ზონას არ უნდა გაცდეს ფაქტია(ნებისმიერი ადგილი მხოლოდ ფორვარდის.ფლანგზე,ცენტრში,მეორე ფორვარდად სულერთია)

  13. ბერნარდესკიმ და რუგანიმ ძალიან კარგი თამაში ჩაატარეს. რუგანის ერთი ნაკლებ სითამამეს ვუწუნებდი და გუშინ მგონი კოშტაზე მეტი დრიბლინგი ჰქონდა :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.