ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანი ანიელი – იტალიის უგვირგვინო მეფე

HBO-მ ჯანი ანიელიზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო – “ანიელი. პრეზიდენტის ცხოვრება”.

იხილეთ ფილმის სრული ვერსია – http://kino2go.net/2017-09-agnelli.php 

აქვე, გავიხსენოთ ჯანი ანიელი…

“ჯანი ანიელი გამოიყურება, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია 100 წელი იცხოვროს. “იუვენტუსის” და ცხოვრების რაოდენი სიტყვარული იყო ჭაღარა მოხუცის თვალებში. მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად განსაჯა. პროსტატიტის კიბო, ბრძოლა სიცოცხლისთვის… ზამთრის მზიან დღეს “ადვოკატმა” დაგვტოვა. ადამიანი განსაკუთრებული ძალით, რომლის აღწერა ერთი იტალიური ხუმრობით შეიძლება: რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე მესას ატარებს, ამ დროს პატარა ბიჭუნა მშობლებთან მიირბენს და ეკითხება – ვინ არის ის ქუდიანი კაცი მისტერ ანიელის გვერდით რომ დგას?

რატომ ეძახიან ჯოვანი ანიელის ჯანის? ყველაფერი მარტივია. სახელი ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს და რომ გაერჩიათ უმცროს ანიელის შემოკლებით სახელს ეძახდნენ. ჯანის იტალიაში “l’avvocato”-ს უწოდებდნენ. “ადვოკატი” ახალგაზრდობაში კანონებს სწავლობდა, მაგრამ ადვოკატად არასდროს უმუშავია.

ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით მის ცხოვრებაზე, და ეს გასაკვირი არ არის. ჯანი ანიელის ცხოვრება გამოცანაა თვით მისი უახლოსი მეგობრებისთვისაც. ამასთან ის ღია იყო საუბრებისთვის და უაღრესად ზრდილობიანი, ეს იყო მისი იარაღი დაეჭირა ხალხთან დისტანცია. რა თქმა უნდა, მას უყვარდა თავის ირგვლივ კომპანიის შეკრება, მაგრამ უამრავ ხალხთანაც კი ის ყოველთვის მარტო იყო თავის თავთან. ჯანის, თავისი მეგობრების თქმით, არასოდეს მიუმართავს დახმარებისთვის არავისთვის, იყო ეს პრობლემები ბიზნესში თუ პირად ცხოვრებაში.

ანიელის არასდროს აუყვანია პირადი დაცვა. ჩვეულებრივად ასე ამბობდა:

ისინი ბევრს ხედავენ და ბევრს ლაპარაკობენ”

…და ეს იმ დროს, როცა იტალიაში ტერორისტული საფრთხე დიდ ძალას წარმოადგენდა. ერთმა ტერორისტმა აღიარა, ის იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ანიელი სეირნობდა, მაგრამ ტყვიას, ალბათ, ვერ გაარტყამდა.

l

შეიძლება, ავვოკატო ძალიან სწრაფი იყო მისთვის. მთელი იტალია და FIAT, ფაქტობრივად, მას ეკუთვნოდა. იტალიელი ხალხი და მისი თანამშრომლები ხშირად იყენებდნენ ლოზუნგს: “ანიელი – ეს ფიატია, ფიატი ტურინშია, ტურინი კი იტალიაა”. ადვოკატის ქონებას 2 მილიარდად აფასებდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ციფრები გაცილებით დიდი იყო.

ჯანი ანიელი აკონტროლებდა იტალიის საფონდო ბირჟის მეოთხედზე მეტს, ასევე საწარმოთა ჯგუფს, რომლებშიც 360 ათასი ადამიანი მუშაობდა. მისი გატაცებები იყო აგრეთვე, საგამომცემლო ბიზნესი და გაზეთების გამოშვება, სადაზღვევო კომპანიები, კვებითი წარმოება, მანქანათმშენებლობა, მშენებლობა და ყველაზე დიდი სიყვარული მის ცხოვრებაში – ტურინის “იუვენტუსი”.

კლუბის მიმართ სიყვარული ჯანიმ ჯერ კიდევ 4 წლისამ გამოავლინა, როდესაც პირველად ნახა გუნდი. 14 წლისამ მამა დაკარგა. ედოარდო ანიელიმ მამამისის ჰიდროთვითმფრინავით კატასტროფა განიცადა. ბაბუამ 14 წლის ჯანი ტურინული გრანდის დირექტორთა საბჭოში შეიყვანა.

მოგვიანებით, პრესასთან მიცემულ ინტერვიუებში ანიელიმ მოდის, ეკონომიკის, სპორტის და პოლიტიკის საოცარი ცოდნა გამოავლინა. ის კი არა, კონკრეტულ მოთამაშეებზეც თავისი ცოდნით დიდ შტაბეჭტილებებს ახდენდა. ფიატის შტაბ-ბინაში მუშაობის დროს თავისუფლად შეეძლო დაერეკა ნებისმიერი ჟურნალისტისთვის და რომელიმე ფეხბურთელით დაინტერესებულიყო, რომლის შეძენასაც “იუვენტუსში” აპირებდა. პრინციპში, ცოტ-ცოტა ყველაფერში ერკვეოდა, რაც უპირატესობას აძლევდა მოსაუბრეებთან და ბევრჯერ დაეხმარა საერთო ენის გამონახვაში.

tumblr_lxhq2yezLK1qfex1b

ანიელი, ასევე, ცნობილი პლეიბოი იყო. მისი თეთრი პერანგი ღილებზე არასდროს იყო შეკრული ბოლომდე, რომლის მანჟეტებიდან მოდური საათი ჩანდა. მისი სტილი მაშინდელ მოდის მიმდევრებზე  დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ყველას უნდოდა მიმსგავსებოდა ჯანის. როგორც იტალიელები იტყოდნენ – bella figura: ჭკვიანი, წარმატებული, მდიდარი და ლამაზი. არავისთვის იყო საიდუმლო, რომ დაქორწინებულიც კი აგრძელებდა სასიყვარულო თავგადასავლებს, რასაც შემდეგი სიტყვებით ამართლებდა:

მე მართლა მიყვარს ყველაფერი მშვენიერი ცხოვრებაში, ლამაზი ქალი კი მასში ყველაზე მშვენიერია”

ის მხოლოდ ძლიერ პიროვნებებთან აბამდა რომანს. მისი საყვარლები პაპარაცების თვალთვალის ობიექტები ხდებოდნენ. ესენი იყვნენ მომღერლები, ლამაზი მოდელები, ყოფილი ცოლები და მათ შორის ჯეკი კენედი – ამერიკის პირველი ლედი. ყველა მათგანმა ანიელის ვილა გაიარა. ჯანისთან ცხოვრების ნაწილის გატარების შემდეგ ამბობდენენ, ეს ბრწყონვალე მოგონება იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. თვითონ ანიელი საიდუმლოდ ინახავდა რომანებს და ამბობდა:

არიან კაცები, რომლებიც ქალებზე ლაპარაკობენ და არიან კაცები, რომლებიც ქალთან ლაპარაკობენ. მე არ ვლაპარაკობ მათზე, მე მათთან საუბარს ვარჩევ.”

ჯანის ორივე მშობელი ავარიაში დაიღუპა, მაგრამ თვითონ თავისი ცხოვრებით თამაშობდა, დანის პირზე გადიოდა. მან რამდენიმე ავარია გამოიარა, მაგრამ თავის ლოგინში გარდაიცვალა. ერთხელ ჯანი თავისი ფერარით 200 კმ/სთ-თ სერიოზულ ავარიაში მოყვა, როდესაც გვერდზე გოგონა ეჯდა. პირველი აზრი, რაც დაებადა – როგორ იყო გოგონა. როცა დარწმუნდა, ყველაფერი წესრიგში იყო, სთხოვა მისი პიროვნება საიდუმლოდ შეენახა. თვითონ “ადვოკატი” მანქანაში იყო ჩაჭყლეტილი, ფეხი მომტვრეული ჰქონდა, თავი გატეხილი. 3 თვე ლაპარაკიც არ შეეძლო.

ჯანი მოდის კანონმდებელი იყო. არავინ ცხოვრობდა უკეთ, ვიდრე  L’avvocato la dolce vita-ს ეპოქაში, მაგრამ ბიზნესის უგულველყოფა ბოლომდე არ შეეძლო. როდესაც მისი ბაბუა – FIAT-ის დამაარსებელი გარდაიცვალა 1945 წელს, მთელი ბიზნესი თავის შვილიშვილს იტალიისთვის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდში დაუტოვა.

agnelli

ჯოვანი ანიელი უფროსი ფაშიზმთან თანაცხოვრობდა, მაგრამ როდესაც გარდაიცვალა,  FIAT საშიშროების წინაშე დადგა. ჯანი მწარმოებლისთვის ახალგაზრდა იყო. მან შეძლო ამერიკელების დარწმუნება, რომ  FIAT-ს კერძო ხელი სჭირდებოდა, თავის მხრივ ისინი ბედნიერები იყვნენ იმის აღიარებით, რომ  FIAT-ის საოჯახო ბიზნესი იტალიაში თავისუფალი წარმოების ციტადელი შეიძლება გამხდარიყო. კომპანიის მართვა ვიტორიო ვალეტას ჩააბარა, რადგან მძიმე პასუხისმგებლობის ახალგაზრდა მხრებზე დადება ჯერ ადრე იყო. მმართველი დირექტორი ანიელი 1963 წელს გახდა, ხოლო თავმჯდომარე 1966 წელს.  FIAT იზრდებოდა, თუმცა იყო პატარა ჩავარდნები.

იტალიაში დიდი გამოძიება დაიწყო, რის შედეგად ბევრი კორუმპირებული გამოვლინდა.  FIAT-ის როლი იტალიაში უდიდესი იყო, ჯანის რეპუტაცია – ხელშეუხლებელი, რასაც სხვა ბიზნესმენებზე და პოლიტიკოსებზე ვერ ვიტყვით. ჯანი არა სიტყვის, არამედ საქმის კაცი იყო. ჯანი უდარდელი კაცი იყო, ხოლო დაძაბულობის პიკი 2000 წელს ჰქონდა, როდესაც მისმა შვილმა ედოარდომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბევრი თვლის, რომ ამან დააჩქარა მისი ავადმყოფობა და სიკვდილი. შვილის მიერ ისლამის მიღებამ დაარწმუნა, რომ მისი ერთადერთი ვაჟი ოჯახის სიმდიდრის მართვისთვის გამოუსადეგარი იყო.

ედოარდოს ცხოვრების სტილი FIAT-ის საქმეებიდან შორს ამყოფებდა. ერთადერთი რაც ადარდებდა – “იუვენტუსი” იყო. ის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო, რაც დაეხმარა “იუვენტუსს” 80-იანებში. აღსანისნავია შემთხვევა, რომელიც 1986 წლის 20 აპრილს მოხდა. ბებერი ქალბატონი “ლეჩეს” ხვდებოდა. ედოარდო მოედანზე გავიდა და ტრაპატონის გვერდზე დაჯდა. შემდეგ ასე ახსნა ეს: “ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოთამაშეების გამხნევება და მოედანთან ასე ახლოს ყოფნა“.

318A

ჯანის ქალიშვილი მარგარიტა – ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა. 2003 წელს მამის ქონების სრული ანგარიში მოითხოვა და განაცხადა, რომ არასდროს მიუღია წილი. ხოლო როცა მისი შვილი – ლაპო ელკანი FIAT-ის მემკვიდრე გახდა, შეკითხვები უფრო მეტი გაჩნდა. მან სასამართლოში უჩივლა მამის ქონების ძველ განმკარგველს და იმ ხალხს, ვინც ქონების დაგროვებაში ეხმარებოდა ჯანის, რათა უფრო დიდი წილი მიეღო მემკვიდრეობიდან. პასუხგაუცემელი შეკითხვები ბევრი დარჩა. დაზუსტებით არავინ იცის სინამდვილეში აქტივები, ქარხნები, ფირმები და ა.შ. რამდენი ეკუთვნოდა ჯანის. მარგარიტა კი ჟენევაში გაიქცა და ანიელების დანარჩენი ოჯახი გადაიმტერა.

ჯანი ანიელი მჭიდრო კავშირში იყო “იუვენტუსთან”. მისი ოჯახი კლუბს 1923 წლიდან ფლობდა. თვითონ ჯანი პრეზიდენტი იყო 1947-1954 წლებში. იმ წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ტურინელებისთვის იყვნენ – დანიელი ჯონ ჰანსენი და კარლ ოგე პრასტი, იტალიელები – კარლო პაროლა და ჯამპიერო ბონიპერტი. მაგრამ დაკავებულობის და ჯანმრთელობის გამო თავისი პოსტის გადაბარება მოუხდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მონაწილებას იღებდა კლუბის ფორმირებაში, მის საკადრო პოლიტიკაში. პირადად ჯანიმ გადაწყვიტა, რომ მიშელ პლატინის აქ უნდა ეთამაშა, რომელიც შემდეგ 3-ჯერ გახდა “ოქროს ბურთის” მფლობელი. ჯანი ანიელიმ დაარქვა დელ პიეროს Il Pinturicchio. 

ჯანის არა მხოლოდ ფეხბურთი, ფორმულა 1-იც აინტერესებდა. თუმცა როცა გარდაიცვალა, ფერარის არ მისდიოდა საქმეები მაიცდამაინც კარგად. ოღონდ არა “იუვენტუსს”, ტურინელები იტალიის ჩემპიონები გახდნენ. ჯანი ხშირად ჩადიოდა პირადი ვერტმფრენით ვარჯიშებზე. ესაუბრებოდა ფეხბურთელებს, კლუბის საქმეებით ინტერესდებოდა. და ყველა მისი ვიზიტი გაზეთების ჰედლაინერი ხდებოდა.

011320677-84817875-aeb4-4aac-97ca-688cc894f528

ჯანი მეტი იყო, ვიდრე პრეზიდენტი. ის ყოველთვის ინფორმირებული იყო ფეხბურთელებზე და ხსირად მიჰყავდა “იუვენტუსი” თავის “სახლში” ვილარ-პეროზაში ამხანაგური თამაშების გასამართად. მას განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჰქონდა ალესანდრო დელ პიეროსთან, ხოლო მისი ზარები დილის 6 საათზე კლუბის პრეზიდენტთან – ჯამპიერო ბონიპერტისთან, ლეგენდად იქცა.

C_3_Media_1635338_immagine_obig

ჟურნალისტებისთვის ჯანი ყოველთვის მნიშვნელოვან პერსონად რჩებოდა თავისი გამონათქვამებით, რომლებსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა პრესა. ერთხელ მან თქვა;

“ყოველთვის, როდესაც გაზეთს ვკითხულობ და სათაურებში ასო  “J”-ს ვხედავ, ჟრუანტელი მივლის. ასეთ მომენტებში მაშინვე “იუვენტუსზე” ჩავფიქრდები”

ამაზე რას იტყვით?

“იუვენტუსი” მათთვის, ვისაც ის უყვარს, არის ვნება, გართობა… და რაღაც განსაკუთრებული კვირაობით. ჩვენ ვცდილობდით შეგვექმნა საუკეთესო, რომ ბევრი სიამოვნება გვეჩუქებინა.”

ასეთი იყო ის. ასეთი წარმოდგენა და მემკვიდრეობა დაუტოვა “იუვეს” გულშემატკივრებს გულში. მას უყვარდა “იუვენტუსი’, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არსებობდა. და არასდროს უშვებდა შანსს, რომ ეყურა საყვარელი გუნდის თამაშისთვის. როდესაც ფეხები არ ემორჩილებოდა და სიარული არ შეეძლო, ტელევიზორით უყურებდა გუნდის თამაშებს. არავინ იცის შეეძლო თუ არა თამაშის ყურება – მას მხედველობაც ტოვებდა. მისი ცოლი – მარელა ყვებოდა, რომ ჯანი არასოდეს წუწუნებდა და არ ამბობდა, რომ არ შეეძლო თამაშის ყურება. მას უკვე ისიც ახარებდა, რომ შეეძლო თავის ცხოვრების კლუბზე კომენტარების ხმის გაგონება.

Agnelli_popover

ჯანის არასოდეს უღიარებია ცოლთან სიბრმავეზე. ასეთი იყო ჯანი, მას არ უნდოდა ვინმეს ხელი შეეშალა მისი იმედებისთვის, ბოლოს და ბოლოს, მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეძლო “იუვენტუსმა” გამხდარიყო მსოფლიოში ერთერთი უდიდესი კლუბი.

 

ნიკიტა ნიკულინი. 2013 წელი.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

295 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
7 years ago

ტუფტა ყავთ ზამენაზე ვერონას :lool:

lasha naxucrishvili
7 years ago

ინტერის დაარსება მ… მე ვოტ ტაქ

lasha naxucrishvili
7 years ago

ეს რა გამაზა ლაციომ :blin:

lasha naxucrishvili
7 years ago

დღეს ვერონას სტადიონზე კაი მოსავალი მოვა ისეთი სეტყვაც რო ვერ გააფუჭებს :lool: :lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

wlis bolos grinchi movida chemtan da jer ar damdgari axali weli waigo 182.43 lari medo lidsuvnaitetis x2 mewera 82 gaushva goli da 1-0 waago tan vistan juventusis 2 mcheboda 7854.23 vigebdi.

becks 23
becks 23
7 years ago

ერთი გუნდი ვიცი 40 წელია ლიგა არ მოუგია და ყოველ წელს ფანები იძახიან აი წელს ვიგებთო

becks 23
becks 23
7 years ago

ძლიერები ძლიერებს გულშემატკივრობენ!
ჰალა მადრიიიიიიიიდ!!!!!

იტალიაში მილანი არის მხოლოდ პატივისცემის ღირსი. ბატისტუტას დროს რომაც კაი იყო და ეხლაც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.მაგრამ რეალი რეალია ჩვენ ვართ ღვით ფეხბურთI

aragveli
aragveli
7 years ago
Reply to  becks 23

ასე ღმერთს თუ ადიდებ ?

becks 23
becks 23
7 years ago
Reply to  aragveli

ღმერთი რატო უნდა ჩარიო?ასეთ რაგაცაში? რაშუაში იყო ეგ?შენზე ნაკლებად ნამდვილად არ ვადიდებ უფალს. დიდებით მართლა უფალა ვადიდებ.მაგრამ ამაზე საერთოდ არ უნდა გეთქვა

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

ინტერი მოიგებს??რასფიქრობთ

| Newsphere by AF themes.
295
0
Would love your thoughts, please comment.x