ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”ვამაყობ საკუთარი შეგირდებით”

გთავაზობთ შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენციას, რომელიც ტორინოსთან მოახლოებულ სათასო დაპირისპირებას მიეძღვნა:

“დაუშვებელია მეტოქის დაუფასებლობა.. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩია და ჩვენ მას სათანადო განწყობით უნდა შევხვდეთ. დერბი დერბია! მიუხედავად ტრავმებისა, რომლებიც ბოლო ხანებში თავს დაგვატყდა, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ!

შემადგენლობა? ცვლილებები იქნება, რომელიც ძირითადათ ტრავმებიდან გამომდინარეა.. ბუფონი და კუადრადო კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.. საბედნიეროდ დე შილიომ გუნდთთან ერთად ივარჯიშა და შესაძლოა შაბათს კალიარის წინააღმდეგ მინდორზე ვიხილოთ.. დიბალა აუცილებლად იქნება, მაგრამ როგორ როლში ეს ჯერ კიდევ არ ვიცი.. შემტევ ნახევარმცველად თუ იგუიანთან ან მანჯუკიჩთან ტანდემში..

ლიხტშტაინერმა სრული დატვირთვით ივარიშა, მაგრამ ვერონასთან თამაშის შემდეგ უნდა შეფასდეს მდგომარეობა.. არ გამოვრიცხავ მის ნაცვლად სტურარო ვიხილოთ. პიანიჩი ბოლო ხანებში არასტაბილურია.. გამოდის თამაშს მაღალ დონეზე ატარებს, ხოლო შემდეგ ნახევარ ვარჯიშს მართავს.. საჭიროა, რომ მირალემმა სტაბილურობა შეინარჩუნოს. მისი მდგომარეობა თამაშის წინ გადაწყდება.

გეტყვით, რომ მოედანზე რუგანის ვიხილავთ.. კოშტა? შესაძლოა.. ან ბერნარდესკი.. კლუბი მისი პროგრესირებით კმაყოფილია!

სატრანსფერო ფანჯარა? მაროტამ ყველაფერი სწორად შეაფასა.. მე არანაირი მოთხოვნები არ მაქვს, მთავარია გრძელი მარათონისთვის არჩევანი მქონდეს.. საჭიროა მინიმუმ 21-22 ფეხბურთელი.. პიაცა? არაჩვეულებრივი ბიჭია? უბრალოდ ტრავმებმა გასაქანის საშუალება არ მისცეს.. მას ახლა ძალიან ესაჭიროებოდა გუნდი რომელიც კონდიციებში შესვლის საშუალებას მიცემდა. პიაცა ძალებს მოიკრებს და ზაფხულში უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.

ბუფონის სიტყვები, რომ ჩემს შრომას სათანადოთ არ აფასებენ? დიდი მადლობა ჯიჯის ასეთი სიტყვებისთვის, თუმცა მე სხვების დაფასება დიდად არ მანაღვლებს. მოედანზე გასვლისას უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.. მართალია ფეხბურთით 24 საათი მოწამლული არ ვარ და სხვა საქმითაც ვკავდები, თუმცა ფაქტია სპორტის ეს სახეობა საოცრად დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

სერია ა-ში ყოფნა ჩემთვის დაუვიწყარია.. კალიარიში, მილანში და იუვეში ახლა თამამად ვიტყვი რომ ნამდვილ ჩემპიონებს ვწვრთნი! არამარტო პროფესიონალებს, არამედ დიდებულ მამაკაცებს! არ ვიტყვი, რომ გამარჯვებები ტაქტიკური სქემების დამსახურებაა.. ეს არის იმ ადამიანების რომლებიც მოედანზე საოცარ საქმეებს ჩადიან და მე ვამაყობ თითოეული მათგანით!

შესნი? იუვემ მისი სახით დიდი ტრანსფერი განახორციელა. ბუფონის წასვლამდე ერთი წლით ადრე ასეთი გარიგება ბევრს არ შეუძლია. შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან იუვეს კარი მომავალშიც საიმედო ხელში იქნება. დონარუმა? იგი მილანის წევრია და საკუთარი გზა გააჩნია.. იუვეს კი თავისი მემკვიდრე ჰყავს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

142 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
6 years ago

ჰიოვედესს ლიხშტაინერი ჩაანაცვლებს და ეს იქნება იუვეს განაცხადი ლიგაზე

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

agar mgonia piaca dabrundes arunda gaeshvat

არაგველი
არაგველი
6 years ago

6თვიანი არენდაა და დაბრუნდება, სად წავა. თუ კლუბი არ მოისურვებს გაყიდვას ან კიდევ არენდას. ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელი გვიბრუნდება არენდებიდან და ყველას ვერ დავიტოვებთ, ზოგზოგიერთებს წასვლა მოუწევთ. სიმართლე გითხრათ არ მგონია პიაცამ დიდი ფეხბურთი ითამაშოს, მაქსიმუმ იუვეში ზამენის მოთამაშედ. შედარებით სუსტ კლუბებში ასნავნოის კაცი იქნება და საკმაოდ კარგი შემტევიც, მაგრამ 99% დარწმუნებული ვარ პერსპექტიულად დარჩება

არაგველი
არაგველი
6 years ago

საწინააღმდეგო არაფერი მაქვს პიაცასთან და არ იფიქროთ, რომ არ მომწონს, პირიქით, ნეტა მოუმატოს და დავიბრუნოთ, მაგრამ მაგ ტრამვის მერე… რომც ათამაშდეს და მაღალ დონეზე ითამაშოს რაღაც პერიოდი, მგონია ისევ აილეწება და ამ სეზონის ჩამთავრებასაც ვერ მოასწრებს (თუ ძირითადში იქნება ხოლმე, ზამენიდან თუ შემოვა, გაძლებს, მაგრამ ეგრე თამაშის ხარირხს მალე ვერ გააუმჯობესებს). ადვილად ღებულობენ ხელახლად იგივე ტრავმას

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ლიგაზე ბარსასთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი მინდა გავაკეთო, ბევრი არ დამეთანხმებით მაგრამ ჩელსი გუნდურობის და ბარსას დაცვის ხარჯზე მგონია დაადებს ბარსას.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

გამარჯობა… მე ამ საიტის აქტიური მომხმარებელი და იუვეს დზალიან დიდი გულშემატკივარი ვარ…. შეგილიათ მითხრათ რამდენი თამაშია არ წაგვიგია ლიგაზე სახლში და ვის აქვს საუკეთესო შედეგი მაგ ამბავში

forza bianconeri
6 years ago

ობიანგმა რა მაგარი შეაგდო, ეგრევე ტევესის შორეულები გამახსენდა. ოგბონას გუნდი > ტოტენჰემი :chuvak: იუვესთანაც თუ ასეთ ფორმაში იქნებიან საერთოდ არ იქნება პრობლემა :forza: ნუ ვიცი კარგი გუნდია, მაგრამ არც ისეთი კარგი ზოგს რომ გგონიათ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Da azri? Finalshi 5-0 waagebt albat :lool:

vakhtang karchava
6 years ago

რავა ხართ ძმებო? გადავიკარგე ამ დღეებში და ბევრი დალევაც მომიწია. ტორინოსთან ვერ ვუყურე, კარგად უთამაშიათ. ვინ მოგეწონათ? გამორჩეული ვინ იყო?

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

მე ასა მომეწონა.ასევე დუგლასა

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

რეალთან მეორე ტაიმი არც ხედირას და არც პიანიჩის ბრალი არ იყო. ვინც მიქარა აღარაა იუვეში. აბა ეხლა ჩაუჯექით და 1 ტაიმს უყურეთ კროოსი და მოდრიჩი 1 ტაიმშიც ხომ იყვნენ

maradona73
6 years ago

ხო მაგრამ, თუ დააკვირდი შარშან ლიგაზე რეალი პირველ ტაიმს შედარებით სუსტად ატარებდა ვიდრე მეორეს. თითქოს სპეციალური ჩანაფიქრი იყო ზიდანის ძალების დაზოგვის პირველ ნახევარში, ხოლო მეორეში შტურმზე გაასვლის.

giorgi janelidze
6 years ago
Reply to  maradona73

ისე მაგას მეც ვაკვირდებოდი

lasha naxucrishvili
6 years ago

აბა რა მთლიანად გუნდი გონზე არ იყო ტო და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის ბრალი

maradona73
6 years ago

ეხლა ვნახე მიმოხილვა, საღოლ კოშტას კაი ფორმაში შედის. :up:

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago
Reply to  maradona73

დაგლასა მაგარი შენაძენია

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

ჩვენი უხუცესი ხარ აქ მარადონა და გაუფრთხილდი ჯამრთელობას არ დალიო ბევრი, როგორც ტოტალიზატორის ართამაშით ვიგებთ ყველაზე დიდ ტანხას ისე არდალევით ვიგებთ ჯამრთელობასაც. :chuvak:

Maradona73
Maradona73
6 years ago

ეეჰ, ეგრე აეწყო თორემ მე გადაბმულად 2 დღეც მიჭირს დალევა.

მადლობა მაინც გულიდან ამოსული რჩევისთვის. :up:

მაგრამ არც ისე უხუცესი ვარ, ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მგონია :mrgreen:

Maradona73
Maradona73
6 years ago

რეალთან ტაქტიკურად აჯობა ზიზუმ ალეგრის აშკარად.

ხედირას უწევდა კროოსთან და მოდრიჩთან ერთდროულად ჭიდაობა და რა თქმა უნდოდა მაგ ორს ვერ მოერეოდა საუკეთესო ფორმაშიც რომ ყოფილიყო.

ტანმორჩილ პიანიჩს კიდევ შეაჩეჩა კრიშტიანო, რომლის გამჩერებელიც აშკარად არ იყო.

დიბოს კი მიამაგრა ნაბოსვარი მჩეხავი ბრაზილიელო, აშკარა დავალებით ნებისმიერ ფასად შეეჩერებინა დიბო.

Maradona73
Maradona73
6 years ago
Reply to  Maradona73

მსაჯს რომ თავიდანვე ყვითელი ეჩუქბინა კასიმიროსთვის, მერე გაძევების შიშით ეგრე ვეღარ დაჩაგრავდა დიბოს.

ეგ ნაბოსვარი ჯერ კიდევ ბავარიასთან იყო გასაძევებელი, იუვესთანაც მინიმუმ ყვითელი უნდა მიეცათ პირველივე მოჩეხვაზე და შეიძლება თამაშის სცენარი ცოტა შეცვლილიყო.

Maradona73
Maradona73
6 years ago

მაცარი დაუნიშნიათ ტორინოში.

maradona73
6 years ago

როგორ მინდა ტოტენჰემს თუ გავცდით მანჩესტერი შეგვხვდეს.

Davit83
Davit83
6 years ago
Reply to  maradona73

Siti tu iunaitedi?

Maradona73
Maradona73
6 years ago
Reply to  Davit83

მონა პოგბა მინდა მოიჟიმოს თავისი “განსაკუთრებული” მვრთნელიანად :loool:

maradona73
6 years ago

კონიაკი ავცხე სამსახურის მერე და გამეხსნა :lool:

maradona73
6 years ago

მე ზოგადად ჭკვიან ფეხბუთელებს უფრო ვაფასებ, ვიდრე ფიზიკურად მგლებს მაგრამ ნაკლები ჭკუით.

maradona73
6 years ago
Reply to  maradona73

რაჯასნაირი ხლე ტიპები კიდევ მაგრა არ მევასება.

ან რა უპირატესობა შეუქმნა რომ იუვესთან მე ვერ ვხვდები, მასტი დაკარგული იყო საერთოდ.

maradona73
6 years ago

ტორინოსთან არ მიყურებია გაფხრეწილი მთვრალი ვიყავი, მაგრამ სადღაც ამოვიკითხე რომ მატუიდის ისევ უაზროდ დაუკაგრავს ბურთი თავის საჯარიმოს წინ.

ამას რატომ არ აღნიშნავთ და მარტო ხედირას რატომ გადაეკიდა ბევრი ვერ ვხვდები.

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

სავიჩი ჩემი ოცნებაა იუვეში

ბეს_ნაკ
ბეს_ნაკ
6 years ago

კაი ოცნება კი გქონია ძმა :forza:

ნაგდად კაი იქნებოდა

Trezeguet
ტრეზეგოლ
6 years ago

სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პირადად მე ხედირას იმიტომ კი არ ვაკრიტიკებ, რომ ცუდ ფეხბურთელად ვთვლი, არამედ არ მივიჩნევ გრანდის შესაფერისად, რადგან არასტაბილურია და რაც მთავარია არსებობენ მასზე ბევრად უკეთესები. ჯერ მარტო იტალიაში მოთამაშე ორ ფეხბურთელს დავასახელებ, რომელიც ისეთ სხვაობას ქმნის, როგორც კიელინი რუგანისთან: სავიჩი და ნაინგოლანი, ხოლო ჟორჟინიოს პიარი არ აქვს და რა საკვირველია რაჯას და სერგეის დონე ვერცაა, მაგრამ ამ ეტაპზე არ ჩამოუვარდება სამის, თან ბევრად სტაბილურია https://m.youtube.com/watch?v=MbyPhHKnebk თუ დაუკვირდებით ძლიერ გუნდებთან უფრო კარგად ჩანს მისი სისუსტე. რეალთან მოედანზე იყო საერთოდ? გასაგებია, გუნდმა ვერ ითამაშა, გასახდელში დაპირისპირება ა.შ, მაგრამ უშუალოდ ხედირამ რა გააკეთა გოლის გატანის გარდა (საკუთარ კარში)?… Read more »

ბეს_ნაკ
ბეს_ნაკ
6 years ago

მართალი ხარ :up: :up:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მეგობარო შენ ეტყობა ბარსელონასთან ტამაშები არ გიყურებია მანამდე ფორმაში რომ იყო.

რეალთან ითამაშა ტრამვით, მანამდე 2 თუ 3 კვირა გააცდინა.

რაც შეეხება შემოტრიალებას – ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ინტსტიქნი ისეთი რამეა რომ როცა ხედავ რომ ახლო მანძილიდან უძლიერეს დარტყმას აპირებს მოწნიააღმდეგე, შეიძლება ნებისმიერი შეტრიალდეს.

სისწრაფე აქვს დაკლებული, თორემ ეგეთი ჭკვიანი ნახევარმცველი დღევანდელ ფეხბურთში ბევრი არაა.

რეალი ყოველვის ტოპ ფეხბურთელებს ყიდულობს. მაგას ტრამვები რომ არ ჰქონოდა დღემდე რეალში იქნებოდა. გერმანიის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი წლების განმავლობაში პახოდუ.

ასე რომ ჩემო მეგობარო, ძალიან სუბიექტური მეჩვენება შენი შეფასეებები.

იმედი არ მიწყენ ჩემ განსხვავებულ აზრს. :c:

maradona73
6 years ago

5 დღეა ვლოთობ და საიტმა დამსაჯა, გამომაგდო. :givi:

:forza:

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

ისე თორნიკიას როგორ უყვარს იტალიელი ფეხბურთელების გაფეტიშირება, ახლა მოერიდა მაინც თორემ მოზეს ამოაგდებს კი არა ოქროს ბურთს მოიგებს ძაპაკოსტაო დაწერდა უეჭველი და მერე ჩვენ თუ ხედირა დავიცავით ფეხბურთი არ გესმითო გვაბრალებს. :chuvak: :chuvak:

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

ჩელსი კი არა ყველა ინგლისური გუნდი განწირულია ბარსასთან

Di Francesco # 1
6 years ago

ძაპაკოსტამ ისე ითამაშა გუშინ მოზეს მოსვამს მემგონი სკამზე :chuvak: დაცვაში ცოტა უჭირს მარა შეტევაში ძან მაგარია

Di Francesco # 1
6 years ago

აზარი შევიდა ფორმაში და ბარსასთა მაგის იმედზე თუ იქნება კონტე, მორატას კიდე პედრო ჯობია

კურტუა

ასპი კეჰილი რუდიგერი

ძაპა დრინკქვოტერი კანტე ბაკაიოკო ალონსო

აზარი

პედრო

ეს სასტავი გააგდებს ბარსას

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

ეჰ ჩემო თორნიკე როგორც ჰიტლერი იყო განწირული 1945 წლის 2 მაისს და დღეებს ითვლიდა მასეა ჩელსიც ბარსასთან

Di Francesco # 1
6 years ago

დაცვა თუ დაალაგა კონტემ კაი შანსი ექნებათ, ჯერჯერობით ძან არეულია დაცვა, კრისტენსენი ჯერ არაა სასტავის შესაფერისი, 1 კაი მცველი თუ იყიდეს ზამთარში ბევრად მაგარი გუნდი გახდება ცელსი

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

:up:

| Newsphere by AF themes.
142
0
Would love your thoughts, please comment.x