ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”იტალიის თასი? ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი”

მაქსი კმაყოფილი ჩანდა ტორინოსთან გამართული მატჩის შემდეგ, თუმცა ბიჭებს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს:

“იტალიის თასის 1/2 ფინალში უკვე ზედიზედ მეოთხედ გავდივართ, რაც არაჩვეულებრივი შედეგია.

პირველ ტაიმში არაერთი შეცდომა დავუშვით, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება შაბათს დაგეგმილი შეხვედრისკენ არის მიმართული.

ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ატალანტა იქნება.. გუნდი რომელიც საოცარ სეზონს ატარებს და მათთან ჭიდილი რთული იქნება.. მიუხედავად ამისა ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

სტურარომ მცირე დაზიანება მიიღო.. სტეფანოს დღეს რაღაც გამოუვიდა და რაღაც არა.. მარკიზიომ 50 წუთი შესანიშნავად ჩაატარა.. შემდგომ კუნთის არეში მცირე დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ სანერვიულო არაფერია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

უნდა გაცდეთ წესით თუ გინდათ ეს ტიტული

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x