ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალექს სანდრო – “მანჩესტერ იუნაიტედის” პრიორიტეტი

alex-sandro-juventus_ia2npj2ke2a81hrtdqn7yyrw9-752x440

daily mail-ის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაცვის გაძლიერების მიზნით ზაფხულში “იუვენტუსის” მცველის ალექს სანდროს შეძენა პრიორიტეტად დაისახა.

ჟოზე მაურინიო მზად არის ბრაზილიელში “ჩელსის” შეეცილოს და დიდი თანხაც გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ ალექს სანდროს “იუვენტუსმა” გაუმჯობესებული ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა როგორც ჩანს, ბრაზილიელმა მცველმა ტურინის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა. კლუბის პოლიტიკიდან გამომდინარე, “იუვენტუსი” ძალით არ ეცდება დააკავოს მოთამაშე, თუმცა ამ საქმიდან მაქსიმალური სარგებელის მიღებას ეცდება.

სანდროს შეძენას გასულ ზაფხულს აქტიურად ცდილობდა “ჩელსი” და 70 მილიონი ევროს გადახდასაც აპირებდა, მაგრამ მაშინ კლუბმა მოახერხა მისი შენარჩუნება. ანტონიო კონტე ცდილობს დასწრებაზე წავიდეს და ბრაზილიელი ზამთარშივე გადაიბიროს, რადგან სანდროს შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა მისი შეძენა ასევე სურთ პსჟ-ს და “სიტის”. მაგრამ “იუვენტუსი” არ აპირებს მის გაშვებას ზამთარში.

12 thoughts on “ალექს სანდრო – “მანჩესტერ იუნაიტედის” პრიორიტეტი

  1. 80 მილიონი სტერლინგი და წაიყვანონ,სპინაცოლა სკამზე მოსვამს მომავალ წელს ისედაც,ძაან რეგრესშია წასული სანდრო

  2. ეხ სანდრიკ სანდრიკ რა გინდა იმ ნაგრანდალში, თუმცა ბრაზილიელებს ჭკუა ნაკლებად მოეკითხებათ

  3. ვან დაიკი 78 თუ ღირს, მაშინ სანდროს ფასი მინიმუმ 110 ყოფილა :blin: თუ გაყიდიან დარწმუნებული ვარ სხვა პოზიციებს გააძლიერებს მაროტა, თუმცა სანდროს ჩანაცვლება გაუჭირდებათ

      1. კომენტარზე რო არ გამომეკიდო ისე არ შეგიძლია? მოდი ყველამ თავის კლუბს მიხედოს თავის საიტზე. ვან დაიკის 2 თამაშიც არ გექნებოდა ნანახი სანამ ლივერპული იყიდდა

  4. თუ სპინაცოლა ისე ითამაშებს როგორც ატალანტაში თამაშობს , წლევანდელი სანდროს ფორმას თU გავითვალისწინებთ 70 მილიონად აუცილებლად გასაყიდია. როგორც ტიპი მევასება მარა ბიზნესის შეხედულებით ეგრეა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.