ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: “ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, “ოქროს ბურთს” ბუფონს გადავცემდი. ის განსაკუთრებულია”

4662f34b259d

პაველ ნედვედის ინტერვიუ ჩეხურ გამომცემლობა Lidové Noviny-სთან.

“ბუფონს არ უთქვამს, რომ დაამთავრებს კარიერას სეზონის ბოლოს. ის ყველაფერს პრეზიდენტ ანიელისთან ერთად გადაწყვეტს. ჯიჯი ყოველთვის დიდებულია და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ის ჩვენთანაა.

“ოქროს ბურთი”? ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას ბუფონს გადავცემდი. ის განსაკუთრებულია. სამწუხაროდ შეუძლებელია დროის გაჩერება, სავარაუდოდ ის ვერ მოიგებს ამ თასს… მიუხედავად მისი მიღწევებისა.

მახსოვს, 2003 წელს როგორ მოვიდა ჟურნალ France Football-ის უფროსი “ოქროს ბურთის” კეისით ხელში. მან ის თამაშის დაწყების წინ გადმომცა, მე გავირბინე სტადიონის ირგვლივ და გულშემატკივრებს ვაჩვენებდი თასს. გულშემატკივრები ფეხზე ამდგარი ტაშს მიკრავდნენ, მე თამაშის დაწყებას ველოდებოდი, რადგან “ოქროს ბურთი” ძალიან მძიმე იყო! მანამდე დავიღალე, სანამ ბურთს პირველად დავარტყამდი ფეხს.

კარიერის დამთავრება? ვალდებული ვარ ბევრი გავაკეთო დირექტორის თანამდებობაზე, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, თუმცაღა ვნანობ, რომ კარიერა ადრე დავამთავრე. მაგრამ ჩემი თავი მთლიანად ფეხბურთს მივუძღვენი, ახლაც კი დიდ სიამოვნებას განვიცდი, როცა ბუცებს ვიცვამ და მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, არ შემიძლია მინდორის გარეშე მოწყენილი ვიარო.

როდესაც 2009 წელს კარიერა დავამთავრე, ეს არ იყო მძიმე გადაწყვეტილება, ეს გარდაუვალი იყო. ამოწურული ვიყავი. “იუვენტუსი” მაშინ უკვე არ იყო გუნდი-გამარჯვებული. არ მინდოდა პატარა კლუბებში თამაში, თუმცა შემეძლო მლს-ში გადასვლა, მაგრამ იქ ვერ შევძლებდი ფეხბურთით ტკბობას. მინდოდა დამემთავრებინა თამაში სანამ მწვერვალზე ვიყავი და  რადარებზე ვჩანდი, იმედია ასეც გამომივიდა.

“ნაპოლის” მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს, მაგრამ უნდა ვაღიარო, “ნაპოლი” ექსტრაორდინალურ რამეს აკეთებს. ისინი კარგად არიან ორგანიზებული, მათ შემადგენლობაში დიდებული ფეხბურთელები ირიცხებიან. ისინი მშივრები არიან, რადგან მარადონას დროიდან სკუდეტო არ მოუგიათ.

მე-7 სკუდეტო ზედიზედ თუ მოვიგეთ, ეს კი ჩვენი მიზანია, ის ყველაზე მძიმე იქნება. ჩვენ სამ ტურნირზე ვთამაშობთ და გვინდა მოვიგოთ ისინი. ჩვენი გულშემატკივრებისთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტულია ყველა ტურნირზე გამარჯვება, სადაც ვთამაშობთ. მე არასოდეს შემიმცირებია ამბიციები და ვაფასებ, რომ ჩვენი ბიჭები კვლავ ბრძოლაში არიან. ზოგიერთი მათგანისთვის სკუდეტო შეიძლება მე-7 გახდეს ზედიზედ, რაც მართლაც გასაოცარია, რადგან ადრე თუ გვიან სეზონი მთავრდება და ყველაფრის დაწყება ისევ სუფთა ფურცლიდან გიწევს.

შემეძლო თუ არა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაოვბა? რატომაც არა? მე ხომ ჩეხი ვარ. როგორც მესმის, იტალიელებმა მეტი უნდა ჩადონ ფეხბურთში. მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლა მათთვის დიდ ტრაგედიად იქცა. იტალია დიდი ქვეყანაა, მათ ყოველთვის ყავდათ და ეყოლებათ ბევრი ტალანტი. მაგრამ ქვეყანამ თუ არ შეიმუშავა რამე სისტემა, წარუმატებლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ფეხბურთი – ყველაზე პოპულარული სპორტია იტალიაში და ჯერ კიდევ არა ჰყავს სერია ა-ს პრეზიდენტი, ჯერ კიდევ არა ჰყავს ფედერაციის პრეზიდენტი, არა აქვთ სტადიონები, არ არსებობს სარეზერვო გუნდების სისტემა. ახლა, ამ მომენტში ჩვენ ვეძებს ახალ კაცს, რომელიც დაიწყებს ახალ ეპოქას იტალიურ ფეხბურთში. ეს შეიძლება იყოს დამიანო ტომაზი, “რომას” ყოფილი ფეხბურთელი. ჩვენ იმედი გვაქვს, საქმეები კარგად წავა.

ჩემი მემკვიდრე სერია ა-ში? შორს არ წავიდეთ. დააკვირდით “უდინეზეს”. იქ თამაშობენ ბარაკი, იანკტო, ისინი ახალგაზრდები არიან. მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის ის ზეწოლა, რაც დიდ კლუბებშია, მინდა მივულოცო რასაც მიაღწიეს. ჩემი სიმპათიები ჩეხი ფეხბურთელების მიმართ გასაგებია და მიხარია, როცა “იუვენტუსიდან” ვიღაც მეუბნება: “ნახე ეს ბარაკი – რა კარგი ფეხბურთელია”.

მე ჯერ კიდევ მაქვს იდეა – მოვიყვანო ჩეხი ფეხბურთელი “იუვენტუსში”. ეს მანია არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ იანკტოს და ბარაკს შეუძლიათ სერია ა-ში უმაღლეს დონეზე თამაში. იანკტო სწრაფია და გოლებზე დაგეშილი. ბარაკი ზაფხულში გადმოვიდა და ეგრევე გაუშინაურდა ლიგას.  მე მომწონს მისი ფიზიკური ძალა და მისწრაფება. ის მარცხენაფეხიანი ფეხბურთელია, რომელიც იცავს, უტევს და ბევრს გადაადგილდება. როგორც მე? მე შედარებას არ გავაკეთებდი, ჩვენ განსხვავებულები ვართ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

აბა შენ იცი პავლიკა ერთი შენნაირი ჩეხი დაგვითრიე :forza:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

კონკურენციამ გამოაფხიზლა საიტის ხელმძღვანელობა

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x