ცვლილებები ლიგის განაცხადში..
იუვენტუსის რიგებში ჩემპიონთა ლიგის განაცხადში გარკვეული კორექტირება შედის:
იტალიური მედიის მტკიცებით ბენედიქტ ჰიოვედესი გამოაკლდება გუნდს ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ნაწილში..
გერმანელი მცველი იტალიაში გადაბარგებისთანავე გაუთავებელ ტრავმებს წააწყდა.. ალეგრის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები არ ელევა, რადგან ზაფხულში მოსული დე შილიოც სტაბილური ასპარეზობით თავს ვერ დაიკვეხნის.. ისევ და ისევ ტრავმებიდან გამომდინარე..
სამაგიეროდ ლიგის განაცხადში გუნდს სტეფან ლიხტშტაინერი დაუბრუნდება.. შვეიცარიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მინდორზე უკვე 16 ჯერ გამოჩნდა და საკმაოდ კარგ კონდიციებში იმყოფება.
“ამ თემაზე კლუბში არაერთ პირს ვესაუბრება და ყველაფერი კარგად ვითარდება.. როგორც ჩანს მწვრთნელი ლიგის განაცხადში დამაბრუნებს და გუნდს დასკვნით ეტაპზე დავეხმარები”.
წარმატებები ლიხტას…იმედია გამოადგება გუნდს ფლეიოფში,მარტო დეშილიოს იმედზე ვერ იქნება იუვე…