კუადრადოს შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს
ხუან კუადრადო დამატებით შემოწმებას გერმანიაში გაივლის.
კუნთის განმეორებადი ტრავმების გამო, კუადრადოს შეიძლება ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, რის შემდეგაც 2-3 თვე ვერ ითამაშებს. ტურინელი მედიკოსები იმედოვნებენ, რომ პრობლემა ოპერაციის გარეშე მოგვარდება.
ამ პრობლემის გამო ტურინელები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ. მათი პირველი სამიზნე “სასუოლოს” ნახევარმცველი მატეო პოლიტანო იყო, თუმცა ამ ფეხბურთელში “ნაპოლი” ეცილებოდა და როგორც ჩანს, პოლიტანომ “ნაპოლიში” გადასვლა ამჯობინა. ტურინელებმა გეგმა შეცვალეს და “ატლეტიკოს” იანიკ ფერეირა კარასკოს ტრანსფერზე ინფორმაციის მიწოდებით მიმართეს. კარასკოს დაძაბული ურთიერთობა აქვს კლუბში და წინააღმდეგი არ არის ატმოსფერო გამოიცვალოს. ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
კარასკოოო
კარასკო მოიყვანონ და ზაფხულში კვადრატა გაუშვან მაგის ფაფხურის ყურება აღარ მინდა.
კარასკო დადე რა მაროტაააააა
ისე პელეგრიც ჩაუვარდათ უეჭველი რამეს ამზადებს ბრუციანი
კარასკო ძაან მაგარია ნეტა მოიყვანონ
ცუდია ძაან