ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”ტემპის მომატება და დაკლება უნდა ვისწავლოთ”

გთავაზობთ შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომ კომენტარს:

“კიევოს წინააღმდეგ ასპარეზობა ყოველთვის რთულია, რადგან ვერონელები თავს არაჩვეულებრივად იცავენ.. პირველ ნახევარში ფლანგიდან ფლანგზე გადაადგილებას ვცდილობდით, რათა თავისუფალი სივრცე გვეპოვა..

ყველაფერი მას შემდეგ გაიოლდა, როდესაც მეტოქე მოედანზე უმცირესობაში აღმოჩნდა.. შესაძლოა კონცენტრაცია ბოლო 30 წუთში დაკარგული გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გოლი არ გავუშვით და გავიმარჯვეთ.

კვადვო ასამოა მხოლოდ იმიტომ შევცვალე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა.. არსებობდა რეალური შესაძლებობა, რომ მეორესაც მიიღებდა.. ვცდილობდით უფრო ფართოდ გვეთამაშა, მაგრამ ამის სანაცვლოდ ბურთი ზონიდან ზონაში ნელა გადადიოდა და მეტოქე სივრცეს თავისუფლად აღარ ტოვებდა.

არსებული შეხვედრა არის ბრწყინვალე მაგალითი, თუ როგორ უნდა აღწევდე წარმატებას მოედანზე.. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ არის შენი მეტოქე ან რამდენი კაცით არის დარჩენილი.. შესნიმ გვიხსნა, როდესაც ერთ ეპიზოდში კონცენტრირება დავკარგეთ და მეკარეს საჯარიმოს ხაზამზე მოუწია გადაადგილება. ბევრი ასპექტია გამოსასწორებელი.. უნდა გვესმოდეს, როდის დავაგდოთ ტემპი და პირიქით, როდის მოვუმატოთ.. თუ ამას უმოკლეს პეროდში ვერ დავეუფლებით, მაშინ მეტოქისთვის ადვილად წასაკითხი გავხვდებით.

პიაცა დაგვეხმარებოდა კუადრადოს არ ყოფნაში? ადვილია გვერდიდან რჩევების მიცემა.. მარკო შალკეში სათამაშო პრაქტიკის გამო გავუშვით.. კუადრადოსთან დაკავშირებით სიტუაციის გარკვევას ველოდებით, თუმცა იმედი გვაქვს 20 დღეში დიბალა დაგვიბრუნდება.. კოლუმბიელის ტესტები მოგვცემს საშუალებას მისი დაბრუნების პერიოდი განვსაზღვროთ.

ბუფონი ნამდვილი ჩემპიონია და მისი დაბრუნება დიდი ბედნიერებაა! ატალანტასთან შეხვედრაში იგი ძირითად შემადგენლობაში იქნება. მძიმე მატჩი გველის, კარგ ფორმაში მყოფი კლუბის წინააღმდეგ და თან როგორ სტადიაზე? იტალიის თასის 1/2 ფინალში..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ალეგრი ბოლომდე არ მომწონხარ რატო იცი და იმედი მაქ მალე მიხვდები თუმცა წარმატებები და მაინც მჯერა ჰენს ხელჰი იუვე ლიგას მალე დადებს სკუდეტოებისთვის კი მადლობა დიდი ლიგა პრიორიტეტი თუმცა ნაპოლს ჩემპიონობა აჩუქეო ასე არ გაიგო

Tr
Tr
6 years ago

Ver gaigebs gpirdebi

lasha naxucrishvili
6 years ago

ძაან მაგარი გუნდი გვყავს მაგრადაც ვთამაშობთ როცა გვინდა ოღონდ. განსაკუთრებით ამნაირი ჭ კლასის გუნდებთან.გუშინ ალბათ ტოტალიზატორში კაი ბილეთიც დასვეს.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

წარმატებები ალეგრი იმედია გამაჩუმებ ლიგაზე წარმატების მიგწევით,ზუსტად ისე როგორც ნაპოლისთან გასვლაზე

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

აბა შენ იცი მაქს

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x