ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Day: თებერვალი 1, 2018

რიკარდო ორსოლინი "ატალანტადან" "ბოლონიაში" გადავიდა არენდით. ბერგამოელთა შემადგენლობაში ორსოლინი იშვითად ჩნდებოდა, "ბოლონიაში" კი იმედოვნებს, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ბერგამოს "ატალანტამ" "იუვენტუსისგან" მატიელო შეიძინა. ფეხბურთელი "ატალანტას" ზაფხულში შეუერთდება, მანდამდე კი სეზონს "სპალ"-ში ჩაამთავრებს, სადაც არენდით თამაშობს.

"სასუოლომ" პოლ ლიროლას უფლებები გამოისყიდა. ლიროლამ "სასუოლოში" წელიწადნახევარი არენდით გაატარა, ამიერიდან კი ამ გუნდის სრულუფლებიანი წევრია.

| Newsphere by AF themes.