ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: დე ლაურენტისი შოუმენია

marotta-juvenuts-tribuna-champions-league-novembre-2016

ჯუზეპე მაროტამ უპასუხა აურელიო დე ლაურენტისის თავდასხმას “იუვენტუსზე”…

დე ლაურენტისმა “იუვენტუსზე” ილაპარაკა: “ჩვენი კლუბი ერთადერთია სერია ა-ში ვალების გარეშე. ჩვენ ძალიან გავიზარდეთ მას შემდეგ, რაც მე “ნაპოლი” ვიყიდე, როდესაც ის ფაქტიურად ბანკროტი იყო. ახლა ჩვენი შემოსავლები “იუვენტუსის” მესამედია, მაგრამ ჩვენი  საბანკო ანგარიშები გაცლებით უკეთესია, ვიდრე მათი. “იუვენტუსი” ანიელების საკუთრება, რომელიც ბოლო 100 წელი ყველაზე ძლევამოსილი ოჯახია იტალიაში, რაც ეხმარება მათ პრობლემების მოგვარებაში. მაგალითად, კომპანია “Sportfive”-მა ფაქტიურად “იუვენტუს სთედიუმის” 2/3 აჩუქა. მე კი 7 წელი დამჭირდა მუნიციპალიტეტთან ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებდით “სან პაოლოზე” თამაშს… მეშინია თუ არა “იუვენტუსის”? მე ფილმებს კონგოში და ნიგერიაში ვიღებდი, სადაც ადამიანის სიცოცხლე დაუცველია. ნანახის შემდეგ რამ უნდა შემაშინოს ფეხბურთში?”…

ამაზე მაროტამ უპასუხა: “ჩვენ  აბსოლუტურად მშვიდი ვართ. ასეთი განცხადებები ჩვენ მხოლოდ უფრო მეტად შეგვკრავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების ტრადიციები გაგრძელდება. გამარჯვება ჩვენი კლუბის დნმ-შია. ხოლო დე ლაურენტისს, როგორც კარგ კინობიზნესმენს, უყვარს ყველაფრისგან შოუს გაკეთება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ძალიან კარგი სპორტული მენეჯერია და რეაქციებზეც ეტყობა რომ ცბიერი არაა რაც ჭირდება ამ თანამდებობას,მაგრამ მე მაგრად მომწონს თითქმის ყველა ტრასფერი დადებითი აღმოჩნდა იუვესთვის

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

გაატარე ნერვები არ აიჰალო

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x