ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო:”იუვესთვის არასოდეს არაფერს არ დავიშურებ”

მატუიდის ტრავმის შემდეგ ტოტენჰემთან სასტარტოში კლაუდიო მარკიზიოს ვიხილავთ.. სასუოლოსთან შეხვედრაში მოედანზე გამოჩენისთანავე მან კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება:

“მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ!

გონსალო ქებას იმსახურებს! ის ჩინებულ ფორმაშია და აუცილებელია მუდამ კონცენტრირებული იყოს.. არგენტინელი იუვესთვის სასტარტო ფეხბურთელია.

ბედნიერი ვარ ერთ თვიანი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნებით.. ჯერ კიდევ მაქვს სურვილი გუნდისთვის ყველაფერი გავიღო და ვარჯიშებზე მაქსიმალუად დავიხარჯო.

ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში გადავდივართ, სადაც ჩვენ უმთავრესი მიზანი ზედიზედ მეშვიდე სკუდეტოს მოპოვებაა.. ნაპოლისთან ჩამორჩენა მიზერულია და ყველაფერი შეიძლება უმოკლეს პერიოდში შეიცვალოს.

თავდაპირველად ფიორენტინასთან გასვლით თამაშზე ვართ კონცენტრირებული.. იებთან ფლორენციაში თამაში ჩვენთვის იოლი არასოდეს ყოფილა.. უკვე ამის შემდეგ ტოტენჰემს ვმასპინძლობთ.. ერთი სიტყვით ფრიად დატვირთული გრაფიკი გვაქვს..

ამ ეტაპზე ტურინელებთან 2.5 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.. რა იქნება ამის შემდგომ ჯერ არ ვიცი.. რთულად წარმოსადგენია, რომ იტალიაში იუვენტუსის გარდა რომელიმე სხვა კლუბის მაისურით მიხილოთ.. მსურს აღვნიშნო, რომ აქ თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.. შავ-თეთრი მაისურისთვის არასოდეს არაფერს არ დავიშურებ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
davit davitadze
დათო
6 years ago

რა გიხარიათ მარკიზიოს თამაში, თითქოს სერია ბ გუნდს ვხდებოდეთ. ტოტენჰემთან თუ მატუიდის მაგივრად ითამაშა დაგვერხა. ეს ძველი მარკიზიო კი არაა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Marchisa jigari xar genacvale

R24
R24
6 years ago

მაგარი შანსი მიეცა და იმედია ეს თამაშები დააბრუნებს მარკიზიოს ისე როგორც საჭიროა :forza:

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

გაიხარე ჯიგარი ხარ

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x