ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შესნი:”ყველას გვინდა, რომ ბუფონი კიდევ ერთი წლით დარჩეს”

ვოიცეხ შესნიმ ბუფონი საკმაოდ კარგად შეცვალა, თუმცა პოლონელს იმედი აქვს რომ ნუმერო უნო ტურინში კიდევ ერთი წლით დარჩება:

“ვფიქრობ იუვენტუსის თითოეული წევრი ღებულობს მონაწილეობას გუნდის შედეგში. ჩვენ ზედიზედ მეშვიდე სკუდეტოს მოპოვება გვწყურია და შესაბამისად იმაზე მეტის გაკეთება მოგვიწევს ვიდრე სხვას.

რას ნიშნავს ჩემთვის ბუფონთან ერთად მუშაობა? ყოველთვის ვიცოდი, რომ საუკეთესო იყო საკუთარ საქმეში, მაგრამ ყველაფერთან ერთად იგი ჩინებული პიროვნებაა! ასეთი ბედნიერება ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება დაგემართოს.. თითოეულ ჩვენთაგანს აქვს იმედი, რომ ჯიჯი იუვეში კიდევ ერთი წლით დარჩება.

ვიდეო რეფერი თანამედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე, ვფიქრობ აუცილებელია.. დიახ, იგი დახვეწილი არ არის, მაგრამ აშკარაა დიდ პოტენციალს ფლობს. ტექნოლოგიური მიღწევები ფეხბურთელებს გვაძლევს საშუალებას საკუთარი შედეგები სწორად შევაფასოთ. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელი ფეხბურთი უფრო სწრაფი გახდა..

თანამედროვე ათლეტები საშუალოდ 12 კმ-ს გარბიან და წარმოიდგინეთ ეს ხდება ყოველ სამ დღეში ერთხელ.. ამ მხრივ მე პირადად ნამდვილად გამიმართლა, თუმცა სამაგიეროდ სატრენაჟორო დარბაზში მიწევს ოფლისღვრა”.

114 thoughts on “შესნი:”ყველას გვინდა, რომ ბუფონი კიდევ ერთი წლით დარჩეს”

  1. კიელინი ბუფონი და ბალოტელი ბრუნდება ნაკრებში, ბარძალის და დე როსის არ აბრუნებს, თუ დაბრუნება იყო ოთხივე უნდა დაებრუნებია ამ ამხანაგურებზე და იმედია სხვა რამე ხდება და მინიმუმ კიელინი დარჩება ნაკრებში :chuvak:

    1. კიელინი ყველა ვარიანტში უნდა დარჩეს, ბუფონი თუ დაბრუნდა და მარტო გამოსამშვიდობებელი თამში არ ითამაშა ე.ი მომავალ სეზონშიც რჩება

  2. შემთხვევით მოვკარი თვალი ნეტოს შეცდომას ბარსასთან და გუშინდელი მეგონა. ნეყოსთან შედარებით ჩესნი ბუფონია.

  3. იკარდის ტრანსფერი ძალიან მინდა, მაგრამ ჭორი იქნება, ეგეთი პიროვნებები არ მოჰყავთ იუვეში, ყოველ შემთხვევაში წარსულში ყოველთვის თავს იკავებდნენ.

  4. ახლა ვუყურებ(ამდენი ხნის მერე პირველად) იუვენტუსის შარშანდელ ფინალს,პირველი ტაიმი დამთავრდა და მე არ ვიცი ეს გუნდი რატომ დამარცხდა,აი უყურეთ გთხოვთ ზედმიწევნით მაგ პირველ ტაიმს და ვინმემ გამცეს პასუხი რატომ დამარცხდა ეს გუნდი იმ ნაბი..ვრების ბანდასთან,დიახ ნაბი…ების რადგან მათი საქციელი როდესაც იუვემ გაათანაბრა ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა,როგორ ილეწებოდნენ და მსაჯიც აძლევდა ამის საშუალებას,არ გააყვითლა აშკარად გასაყვითლებელი ბენზემა და კაზემირო,არ დადო სახიფათო ჯარიმა რონალდოზე,როდესაც დიბალას საჯარიმოს მერე ხელით ითამაშა(და არა მოხვდა)თან საკმაოდ კარგი ტრაექტორიით მიდიოდა ბურთი,ერთადერთი მომენტი როდესაც შეცდომა დაუშვეს ტურინელებმა იყო გაშვებული გოლი,სხვა შემთხვევაში ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად აკეთებდნენ,პასები,ჩაჭრები,დაზღვევები,რავი ყველაფერი იდეალურად იყო,რარაც ნავილად მოხდა გასახდელში და ეგ არ არის ჭორი ! პირველ ტაიმშიც იგივე ნახევარდაცვით თამაშობდა რეალი როგორც მეორეში და საერთოდ გამქრალნი იყვნენ,გაშვებულმა გოლმაც კი ვერ შეაშინა იუვე იმ დასახული მიზნის მოსაპოვებლად რაც ჩაფიქრებული ქონდათ ალეგრის და მათ შეგირდებს,არანაირი დაბნეულობა,არანაირი სისუსტე,პირიქით…ახლა მეორე ტაიმს უნდა ვუყურო,გამძლეობა მისურვეთ :cry: :cry:

  5. კარგია შესნი ძალიან და თუ ჯიჯი წავა იმ დონეზე აღარ იქნება სანერვიულო,მაგ. ნეტო რომ გვყოლოდა…რაც შეეხება წინა სტატიას რა დააშავა მარშალმა(ბენტანკურმა) ასეთი,რომ დისკვალიფიკაცია მისცეს?ვის მიაყენა შეურაცხყოფა???

  6. შესნის ბარსა აკვირდება,
    მის უნარებს ამჩნევს,

    ანჩელოტის უფროს გოგოს ანჩაბაძე აჩვევს,

    შესნი უარს ეუბნება ჩელსისა და მანჩეს,

    ჩვენ ტოტენჰემს იმას ვუზამთ გამომშვებს და გამჩენს.

  7. იქით კვირას შეგვხვდება ბრიტანული მამალი,

    ვერ უშველის შელოცვა, ვერც ჯადო, ვერც წამალი,

    მის კარში შეგორდება იგუს გოლი მრავალი,

    მის კარის წინ იქროლებს ჩვენი კოსტა ფრთამალი.

  8. გავაცურე დაცვა, მოვატყუე შესნი,
    ცენტრალური მცველი ხარიხაზე შევსვი.
    სიხარულით მთვრალმა საფერავიც შევსვი,
    მივაყოლე მწვადი, დავაყოლე ნესვი.

  9. ჩვენ ყველას გვინდა, რომ დიდი ჯიჯი კიდევ ერთი წლით დარჩეს,
    ის ხომ ბევრ რამეს ასწავლის შესნის,
    ძირითადის კარს აჩვევს.

    წლების წინ მახსოვს ჯიჯი უნდოდათ
    ბარსელონას და მანჩეს,
    მაგრამ არ მისცეს ჩვენი სიწმინდე
    ბაყაყებსა და მაჩვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.