ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ბერნარდესკის კარგი შანსი ექნება”

მატჩისწინა პრესსკონფერენციაზე შეშლილმა მაქსმა მოახლოებულ მძიმე დაპირისპირებაზე, ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება გააცნო:

“მძიმე მატჩი გველის მეტოქესთან, რომელიც არაჩვეულებრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.. ფლორენციაში გასვლითი შეხვედრა იოლი რომ არასოდეს არის ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება.

მინდა გითხრათ, რომ ბიჭები ფიზიკურადაც და მორალურადაც დასკვნითი ნაწილისთვის სრულმზადყოფნაში არიან.. თუ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ჩემპიონთა ლიგაზე და თასსზე ყველაფერი მალე გაირკვევა..

ფლორენციაში იუვეს მწვრთნელის რანგში მე-200 მატჩს გავმართავ.. გასულ წლებს რომ შევხედოთ ნამდვილად კმაყოფილების გრძნობა მეუფლება, რადგან ერთად დიდი გზა გავიარეთ. დარწმუნებული ვარ ეს მრგავლი ციფრი მომავალშიც დაფიქსირდება, რადგან ჩვენ ვიცით რისთვისაც ვისწრაფვით.

ყველა იუვენტინოს გარდა კუადრადოსი, დიბალასი და ჰიოვედესის, შეუძლიათ მოედანზე გასვლა.. ძირითად შემადგენლობაზე ჯერ კიდევ არ ვარ ჩამოყალიბებული.. კარს ბუფონი დაიცავს.. მარკიზიოს შეუძლია შემტევ ნახევარმცველად გამწესება.. ისევე როგორც ბენტანკურს ან სტურაროს..

დაცვაში ლიხტშტაინერსა და დე შილიოს შორის მაქვს არჩევანი.. დღევანდელი მომენტით უპირატესობას პირველს ვანიჭებ.. დუგლას კოშტა განაცხადში არის, მაგრამ პირველივე წუთებიდან მოედანზე არ უნდა ველოდოთ. ბერნარდესკი ბრწყინვალე კონდიციებშია და მისთვის ეს იდეალური შანსი იქნება.

ფედერიკომ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ფლორენციის დატოვება გადაწყვიტა. ფრანკიზე მისთვის ეს კარგი გამოცდა იქნება. თუმცა, იგი მზად არის ნებისმიერ გამოწვევას სათანადო დონეზე შეხვდეს.

შეიძლება თუ არა ტოტენჰემის წინააღმდეგ განაცხადში დიბალა ვიხილოთ? ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.. ნებისმიერ შემთხვევაში რისკზე წასვლას არ ვგეგმავთ.. თუ დავუშვათ და არგენტინელმა გამოჯანმრთელება მოასწრო, მაშინ ბუნებრივია ის განაცხადში იქნება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
მერდა ინტერ
მერდა ინტერ
6 years ago

ყველა იუვენტინოს გარდა კუადრადოსი, დიბალასი და ჰიოვედესის, შეუძლიათ მოედანზე გასვლა………. და მატუიდზე რა ისმის???

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Matuidi 1 tve ver itamashebs minimum

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ალეგრი აბა დღეს როგორ ათამაჰებ გუნდს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

თუ ბაიერნი მოგვყიდის ლევანს,

გუნდის მედროშეს და მის ხერხემალს,

მე მეორე დღეს ჩავალ ტურინში

და სტადიონზე დავკლავ ერკემალს.

თან წავიყოლებ პაატას, ჯემალს,

და ვიქეიფებთ როგორაც ჯერ არს,

თქვენ რომ იცოდეთ, მე ისიც მჯერავს,

რომ ჩემს შოფერად ვიხილავ ჯერარდს.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ყორღანებიდან კონტე აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა,

მოურინიოს ჩაუნისკარტა და მიაყენა ბაყვში იარა.

კაცი ლონდონის “ჩელსი”-ს მწვრთნელია, ვიღაც “მილანი წნორი”-ს კიარა.

გუნდში ფორვარდი რომ აღარ დარჩა ბებიამისი გააპიარა.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x