ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რას გეგმავს ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ?

ტოტენჰემთან მატჩი ახლოვდება და ბუნებრივია ყველას გვაინტერესებს თუ როგორი ტაქტიკური სქემით გეგმავს ალეგრი ინგლისელთა წინააღმდეგ ასპარეზობას:

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით მოსალოდნელია, რომ ალეგრი ძირითადათ 3-5-2 ტაქტიკურ მონახაზს დაეყრდნობა.. თუმცა, მეორეს მხრივ თუ მინდორზე ერთდროულად ვიხილავთ ანდრეა ბარძალის, ჯორჯო კიელინის, მეჰდი ბენატიას და ალექს სანდროს ეს მაინც და მაინც 3-5-2-ს არ ნიშნავს..

რატომ? მარტივად.. ბარძალი ხშირ შემთხვევაში ალეგრის მხრიდან გამოიყენება როგორც მარჯვენა მცველად.. შესაბამისად უშუალოდ თამაშის დროს აქვს მწვრთნელს ტაქტიკის შეცვლის საშუალება.. 3-5-2 დან 4-4-2-ზე ან 4-3-3-ზე..

კარგით დაცვაში გასაგებია.. ახლა პრობლემა ცენტრშია და კერძოდ მატუიდის არ ყოფნაში.. მარკიზიომ სასუოლოსთან შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ფლორენციაში აშკარად პრობლემები შეექმნა.. ცენტრი იუვემ იებთან შეხვედრაში ვერ მოიგო.. დიახ ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ძალიან უჭირდათ მოედნის ცენტრში ტურინელებს.. ეს კი ალეგრისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ პრესაში გარკვეული ხმები გავრცელებულიყო..

კერძოდ, შეშლილი მაქსი სასტარტოში დასაყენებლად როდრიგო ბენტანკურის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.. ურუგვაელი მიუხედავად ასაკისა, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ყოველთვის როდესაც მოედანზე იმყოფება.. მისი ცივსისხლიანობა რთულ სიტუაციებში, შესაძლოა მეტად გამოცდილ ფეხბურთელებსაც კი შეშურდეთ.. ამიტომ რატომაც არა? მხარს ხედირა და პიანიჩი გაუმაგრებენ.. თუმცა, ეს ჯერ კიდევ იდეის დონეა და მეტი არაფერი.

წინა ხაზში ერთი რაც 100%-ით ვიცით არის გონსალო იგუაინი.. დიბალასთან დაკავშირებით ახალი არაფერია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია არგენტინელი სასტარტოში ვიხილოთ.. იებთან შეცვლაზე შემოსულმა კოშტამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. ბრაზილიელი საერთოდ, თამაშიდან თამაშამდე უმატებს.. მისი სისწრაფე და ტექნიკა ტოტენჰემთან შეხვედრაში იუვეს ნამდვილად წაადგება. ბერნარდესკი თუ მანჯუკიჩი? 99%-ით მეომარი ხორვატი იქნება ძირითადში.. მანჯუ რომ იუვეს ქომაგებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფიგურაა ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.. მაგრამ ფაქტია ბოლო პერიოდში მარიოს უბრალოდ გადაღლა ეტყობა.. იმედი ვიქონიოთ ამ თამაშის მერე ალეგრი მებრძოლს მცირედით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

32 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ხვალ ასეთი შემადგენლობით მინდა რომ გავიდნენ მინდორზე

—————————-ბუფონი————————–

დე შილიო——–ბენატია————-კიელინი———სანდრო

———-მარკიზიო——–ბენტანკური———პიანიჩი———

————ბერნარდესკი————–კოშტა——————

—————————იგუაინი————————–

დელ პიერო
დელ პიერო
6 years ago

არ გამოვა მასე ძმაო ძალიან სუსტი ცენტრი გამოვა

Di Francesco # 1
6 years ago

მარკიზიო 90 წუთი მზად შეიძლება არ იყოს, რასაც მაგი დარბის რთულია 90 წუთი გაძლო, მარა ხედირასავით თუ დადგა მოედანზე 180 წუთს გადააბამს ჩვეულებრივად :lool:

A.DP
6 years ago

ორივემ მაგრას უნდა ითამაშოს ხვალ :juvee: :juvee:

R24
R24
6 years ago

CONTE # 1 მანჯუკიჩზე მაინტერესებს შენი აზრი, ადრე მაგრად არ გევასებოდა და შეიცვალე მაგის მიმართ დამოკიდებულება ? თავგანწირული ეგ არი და იუვეც მაგრად უყვარს(ფულს არ დახამდა, ჩინელები ერთ ადგილზე გაგზავნა და თურქებიც ზედ მიაყოლა). შარშან წაგებული ფინალის შემდეგ ეგ ამშვიდებდა ყველას, ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით და გავიმარჯვებთო(აქვე აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მაგას ლიგა მოგებული აქვს. შეეძლო მშვიდად გაეგრძელებინა ბურთის გორაობა შორს და ეთვალა მწვანეები). არცერთ პოზიციაზე თამაშს არ თაკილობს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარად ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია… კმარა ეს ყველაფერი იმისთვის რომ მოგწონდეს და მაგასაც უგულშემატკივრო ? თუ მაინც ბონუჩის წარმატებები უფრო გაგახარებს და უფრო დიდი იუვენტინოა შენთვის ვიდრე მანჯუკიჩი…… Read more »

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  R24

მანჯუკიჩი მომწონს, დამოკიდებულება კაი აქ, ნებისმიერ თამაშზე იხარჯება, უბრალოდ მისი მარცხენა მცველობა აღარ ამართლებს, 2-3 თამაშში შეიძლება ერთნაირად ეფექტიანი იყო შეტევაშიც დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც, სამივე სეუძლია მანჯუკიჩს მარა მთელი სეზონი ვერ გაქჩავს რო ყველგან მაგარი იყოს, ბოლო დროს შეტევას ძან მოუკლო, ცუდი არაა უბრალოდ შარშან მისი თამაში იყო ერთერთი გადამწვეტი იუვეს მიღწევსბში და წელს ვეღარაა მთავარ როლში, ამ ეტაპზე კოსტა მირჩევნია მარჯვენა შემტევად

Di Francesco # 1
6 years ago

კოსტა – ბერნა კაი დუეტია, დიბალა რო დაბრუნება მერე რაღაცა უნდა მოიფიქრონ, ძან მაგარი შეტევაა და მემგონი მანჯუკიჩის ცენტრში დაბრუნება პირიქით წაადგება გუნდს

R24
R24
6 years ago

კარგია, ეგ მაინტერესებდა. უფასებ კაცს მონდომებას და ამოგიწერია შავი სიიდან :დ

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  R24

არც მყოლია, კვადრადო – ხედირა – ბენატიას ტრიოს ვერჩი, მარა ბენატია იმედენად კარგად თამაშობს არაფერს ვამბობ, უბრალოდ გრანდებთან მაინც არ მჯერა მაგისი

R24
R24
6 years ago

სუარესი ხო გააქრო, ახლა კეინს მიხედავს და დაიჯერებ მაგისასაც :დ

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  R24

ბონუჩის 9 წელია ვქომაგობ, მანჯუკიჩს ვერ შევადარებ, მანჯუკიჩიც კაი ფეხბურთელია და მისთვის დიდი +ია იუვეს ფეხბურთელის სტატუსი…

R24
R24
6 years ago

ბონუჩი მე როგორ მომწონდა ნეტა ის იცოდეთ, მაგრამ მაგრად გატეხა მაგისმა საქციელმა. ლიდერად გუნდმა უნდა აგირჩიოს, ეს თავისთავად უნდა მოხდეს და არა ვირაცაზე თავში ხელის წამორტყმით და აქ მე ვარ ვინც ვარო. რაღაც ეგეთი რომ ხდებოდა ფაქტია, და ისიც ფაქტია რომ ძაან დიდი ამბიციები გაუჩნდა რასაც ფაქტიურად გადააყოლა თავისი კარიერა. ბოლომდე რომ იუვეში ყოფილიყო იმენა ლეგენდა გახდებოდა და ტეხავს რომ ასეთი პერპექტივა(თან როგორი რეალური) უაზრობებს შეწირა :/

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  R24

ბუფონს და კიელინს ვერ წამოარტყამდა და სხვებს თუ ეუფროსებოდა არაუშავს, ბუფონმა და სხვა ლიდერებმა გააბლატავეს მაგი, ყველაზე პატარა იყო მომავალ ლეგენდებს შორის და რაღაცნაირად თავში აუვარდა, სხვების დახმარებამდა ხელშეწყობამ გაათამამა

Trezeguet
ტრეზეგოლ
6 years ago

რაღაც გაუგებარია ჩემთვის… ყველა გამოცემამ ხედირას დაუწერა ყველაზე დაბალი შეფასება და მარკიზიო რატო ისჯება ვიოლასთან ცენტრის წაგების გამო? რამდენად ცუდადაც არ უნდა ითამაშოს გერმანელმა მაინც ძირითადშია. ბენტანკურის თამაშს ვემხრობი, თუმცა სუსტი რგოლის ნაცვლად

A.dp
A.dp
6 years ago

სტურაროს თამაში არ გვაწყობს, თან ძაღლი გუნდია ტოტენჰემი და წინაც და უკანაც კარგი თამაშია საჭირო. დიბალაზე რა ისმის? ზამენაზე მაინც ხო იქნება?

დელ პიერო
დელ პიერო
6 years ago

თუ მატუიდის თამაში გამორიცხულია მაშინ ხედირა უეჭველას უნდა იყოს თუნდაც იმიტომ რომ მარკიზიოსთან შედარებით ფიზიკურად ბევრად ძლიერია მარკიზიო კარგი იქნება შეცვლაზე

A.DP
6 years ago

მარკიზა უნდა იყოს სასტავში ფორმის და მიუხედავად. ნუ სტურაროზე ზედმეტია ლაპარაკი და ვერც ბენტანკურს ენდობი 90 წუთს ტოტენჰემთან. ჯიჯის კიელოს და მანჯუს იმედი მაქვს პირველ რიგში. :juvee: :juvee:

A.DP
6 years ago

გოლი არ უნდა გაუშვათ ისე უნდა მოვიგოთ. ტოტენჰემი არ არის საღადაო გუნდი და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ტრამვები ხო ჩვენი წყველაა რამდენი წელია უკვე (სხვაგან არ გამიგია ესეთი რაოდენობით ტრამვიანობა).მოკლედ ფორზა ჯუვე

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

როგორც ალეგრის შემთხვევაში მგონია რომ კლუბი ქმნის მას პრესტიჯულ მწვრთნელად ზუსტად ასე გერმანიის ნაკრები და იუვე უფრო მეტს აძლევს ხედირას ვიდრე პირიქით

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ხედირა რომელ კომპონენტშია ძალიან მაგარი თუ ამიხსნის ვინმე გამიხარდება.სტანდარტულებს ვერ ასრულებს.სტანდარტზე თავით იშვიათად მინახავს მისი მოგებული,პოზიციას ვერ არჩევს და ამ სეზონშიც გავუშვით ამისგამო გოლები.ძალიან მაგარი ჩამშლელი არაა რომ მისი ართმეული ბურტებით ვიწყებდეთ შეტევას,გრანდებთან იკარგება,მემგონი არ ვამეტებ ,მართლა თუ არ დაგეზარებათ ამიხსენით რა აქვს გამორჩეული

Di Francesco # 1
6 years ago

ფინალზე იუვეს დაცვიდან ამოგდებულ ბურთზე რაც გააკეთა ხედირამ იქ გამოჩნდა რაცაა, დაცვიდან რო ბურთი ამოვა და მეტოქის საყრდენი რო მშვიდად მიიღებს ბურთს და კარში დაგირტყამს, იმ გუნდს საყრდენი არ ყავს

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

მაინც ცალფეხა ხედირა ჯობია სტურაროს თუნდაც გამოცდილებით. მარკიზიოს კი ტაიმის მეტი თამაში არ შეუძლია.მეტი ნახევარმცველი კი არც გვყავს.

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

მკვდარ სასუოლოსთან თუ რამდენიმე პასი გააკეთა არ ნიშნავს იმას რომ ლიგაზე ტოტენჰემთან უნდა ითამაშოს აუცილებლად. მეც ბენტაკურზე ჩამოვდივარ ფსონს არაა მარკიზა მზად 90 წუთი ითამაშოს. ლიგა კი ისეთი ტურნირია 100% მზად უნდა იყო

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ფიორენტინასთან არცერთი ნახევარმცველი არ ფრინავდა მაგრამ ხედირა უსუსტესი იყო იმათგან,ვერცერტი ორთაბრძოლა ვერ მოიგო და პოზიციას ის ვერასდროს არჩევდა კარგად,მარკიზიოს მარტო გამძლეობით ჯობია და ეს არაა არავისღვის უცხო,ალეგრის გარდა როგორც ჩანს.ბენტანკური კი მართლაც საუცხოო შენაძენია

Di Francesco # 1
6 years ago

90 წუთში 15 ზუსტ პასს რო გააკეთებ ნახევარმცველი, რისპი პრეტენზია უნდა გქონდეს? :lool: 1 ბურთი არ ამოუტანია დაცვიდან, 1 ჩაჭრა არ ქონია და პრესინგზე ერთხელ არ ასულა, რო დაინახავს იუვეში შეტევაში მიდის იგუაინზე წინ გარბის :lool:

6 years ago

ბარძალი ვერ იქნება. ტრავმა აქვს. დე შილო-ბენატია-კიელო-სანდრო იქნება დაცვა. ხედირა-პიანკა-პრინცი (თუ გადაღლილი არაა) ნახევარდაცვა და კოშტა-იგუ-მანჯუ თავდასხმა.

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

უნდა მოვიგოთ უეჭველი თუ გვინდა გავცდეთ ტოტენჰემს

giga beradze
Juve_10
6 years ago

Tlanqi mandzukichioo tlanqma mandzukichma tu relas sezonis sauketeso goli sheutlmqa… da ara ertxel gamwara sxvada sxva gunedibi totenhemi vin chemi kokolaa ro ver sheugdos.. msuqna pipita kide krifas fromas mgoni. Mara bernas akvs bevri sabazroo))) da dayenebs kidevac londonel ymawvilebs….

Di Francesco # 1
6 years ago

ალეგრი 2_ს მიადგა იუვე :chuvak: ლუის ენრიკე

Di Francesco # 1
6 years ago

ბერნას დააყენებს ფლანგზე, დაცვაში ბერნა ჯობია კოსტას, ალეგრი ხო მაგის მიხედვით არჩევს შემტევებს, ვინ უკეთესია დაცვაში :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მკვდარი 0-0 ეს თამაში მსუქანი იგუანი და ტლანქი მანჯუკიჩი არაფრის გამტანები არ არიან,კოშტა თუ გაიბრძოლებს რაღაცას ან შემთხვევით გოლს თუ გავიტანთ კუთხურიდან ან ჯარიმით

Di Francesco # 1
6 years ago

ფიორესთან მარკიზიო ხედირასაც ჯობდა და პიანიჩსაც, 60 წუთში მეტი პასი გააკეთა ვიდრე ხედირამ 90 წუთში, ჩაჭრაზე და პრესინგზე ლაპარაკიც არაა, მაგ კომპონენტები კაი ხანია ამოღებული აქ არსენალიდან ხედირას, მარკიზიო თუ არ დააყენა სასტავში მე არაფერს ვიტყვი, ტოტენჰემი გასცემს საკადრის პასუხს…

| Newsphere by AF themes.
32
0
Would love your thoughts, please comment.x