ლორენტე იუვე ტიფოზერიას:”მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!”
ფერნანდო ლორენტე ტურინში ბრუნდება.. ესპანელი ფორვარდი ამ ეტაპზე ტოტენჰემის ღირსებას იცავს, თუმცა არ ავიწყდება ის პერიოდი როდესაც შავ-თეთრებისთვის უტევდა:
“იუვენტუსში ორი დიდებული წელი გავატარე! მე ხომ იტალიის ყველაზე გამორჩეულ კლუბში ვთამაშობდი და ბუნებრივია იგი მუდამ ჩემს გულში იქნება!
სხვა კლუბის მაისურში გამოწყობილმაც კი თამამად შემიძლია ბიანკონერის ტიფოზებს ვუთხრა, რომ მე ისინი ძალიან მიყვარს! ერთი სული მაქვს, როდის გნახავთ! თუ გოლი გავიტანე, ფანების პატივისცემის ნიშნად მას არ აღვნიშნავ.
ვფიქრობ, შანსები თანაბარია.. ორივე კლუბის რიგებში გამორჩეული ფიგურები ასპარეზობენ.. წილისყრის შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს ბედისწერა იყო.. სევილიას რიგებში ბიანკონერის წინააღმდეგ უკვე მომიწია მინდორზე გამოსვლა, თუმცა ტურინში რიგი მიზეზების გამო ჩასვლა ვერ მოვახერხა. ვფიქრობ, ახლა წინ ემოციური დაბრუნება მიდგას..
ალეგრი და პოჩეტინო? ორ გამორჩეულ სპეციალისტზე ვსაუბრობთ.. მაურისიომ ტოტენჰემის შიდა სამზარეულოში ყველა პრობლემა მოაგვარა და ახლა თავადაც ხედავთ თუ რა სიმაღლეზე იმყოფება.. აუცილებელია მუშაობის ამ კურსით გაგრძელება, რათა ტიტულებს დავეუფლოთ.
სკუდეტო? ნაპოლი გრანდიოზულ სეზონს ატარებს, მაგრამ საბოლოო ჯამში იუვენტუსი გამოცდილების ხარჯზე მორიგ სკუდეტოს დაეუფლება”.
ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს თორე გოლის აღნიშვნაში ცუდი არაფერია
რა *ირია ტიპი გრანდში მოუნდა ხო თამაში? რას არ აღნიშნავს. სევილიაში მე გავუტანე იუვეს და მე ავღნიშნე? თუ იქ მოსულა რახან ესპანეთში იყო თამაში?
მაგის თქმა მინდოდა და არ დავწერე
თამაშის მერე გასახდელში ჩავიდა და ბიჭებს მოუბოდიშა გოლის გატანა გამიხარდა მაგრამ რომ გავაანალიზე აღნიშნვა შევწყვიტეო ნამდვილად მაგარი კაცია იუვეზე ყოველთვის დადებითად საუბრობს
ესპანეთში იყო თამაში და ჩემი აზრით უნდა აღენიშნა კიდეც იქაური ფანებისთვის.
მაგრად მევასება ეს კაცი ძალიან მინდა ისე დაბრუნდეს იუვეში
ტოტენჰემს რო ვერ მოუგოთ არ ვიცი რა სასწაული უნდა მოხდეს ალბათ მაგრად არ უნდა გაგვიმართლოს
მაგარი კაცი ხარ
მეფე ლომი
მაგარი კაცია
Sheni pativiscemis miuxedavad xval gatrevt knutivit