რას გეგმავს ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ?
ტოტენჰემთან მატჩი ახლოვდება და ბუნებრივია ყველას გვაინტერესებს თუ როგორი ტაქტიკური სქემით გეგმავს ალეგრი ინგლისელთა წინააღმდეგ ასპარეზობას:
სხვადასხვა წყაროს მტკიცებით მოსალოდნელია, რომ ალეგრი ძირითადათ 3-5-2 ტაქტიკურ მონახაზს დაეყრდნობა.. თუმცა, მეორეს მხრივ თუ მინდორზე ერთდროულად ვიხილავთ ანდრეა ბარძალის, ჯორჯო კიელინის, მეჰდი ბენატიას და ალექს სანდროს ეს მაინც და მაინც 3-5-2-ს არ ნიშნავს..
რატომ? მარტივად.. ბარძალი ხშირ შემთხვევაში ალეგრის მხრიდან გამოიყენება როგორც მარჯვენა მცველად.. შესაბამისად უშუალოდ თამაშის დროს აქვს მწვრთნელს ტაქტიკის შეცვლის საშუალება.. 3-5-2 დან 4-4-2-ზე ან 4-3-3-ზე..
კარგით დაცვაში გასაგებია.. ახლა პრობლემა ცენტრშია და კერძოდ მატუიდის არ ყოფნაში.. მარკიზიომ სასუოლოსთან შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ფლორენციაში აშკარად პრობლემები შეექმნა.. ცენტრი იუვემ იებთან შეხვედრაში ვერ მოიგო.. დიახ ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ძალიან უჭირდათ მოედნის ცენტრში ტურინელებს.. ეს კი ალეგრისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ პრესაში გარკვეული ხმები გავრცელებულიყო..
კერძოდ, შეშლილი მაქსი სასტარტოში დასაყენებლად როდრიგო ბენტანკურის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.. ურუგვაელი მიუხედავად ასაკისა, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ყოველთვის როდესაც მოედანზე იმყოფება.. მისი ცივსისხლიანობა რთულ სიტუაციებში, შესაძლოა მეტად გამოცდილ ფეხბურთელებსაც კი შეშურდეთ.. ამიტომ რატომაც არა? მხარს ხედირა და პიანიჩი გაუმაგრებენ.. თუმცა, ეს ჯერ კიდევ იდეის დონეა და მეტი არაფერი.
წინა ხაზში ერთი რაც 100%-ით ვიცით არის გონსალო იგუაინი.. დიბალასთან დაკავშირებით ახალი არაფერია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია არგენტინელი სასტარტოში ვიხილოთ.. იებთან შეცვლაზე შემოსულმა კოშტამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. ბრაზილიელი საერთოდ, თამაშიდან თამაშამდე უმატებს.. მისი სისწრაფე და ტექნიკა ტოტენჰემთან შეხვედრაში იუვეს ნამდვილად წაადგება. ბერნარდესკი თუ მანჯუკიჩი? 99%-ით მეომარი ხორვატი იქნება ძირითადში.. მანჯუ რომ იუვეს ქომაგებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფიგურაა ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.. მაგრამ ფაქტია ბოლო პერიოდში მარიოს უბრალოდ გადაღლა ეტყობა.. იმედი ვიქონიოთ ამ თამაშის მერე ალეგრი მებრძოლს მცირედით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს..
ხვალ ასეთი შემადგენლობით მინდა რომ გავიდნენ მინდორზე
—————————-ბუფონი————————–
დე შილიო——–ბენატია————-კიელინი———სანდრო
———-მარკიზიო——–ბენტანკური———პიანიჩი———
————ბერნარდესკი————–კოშტა——————
—————————იგუაინი————————–
არ გამოვა მასე ძმაო ძალიან სუსტი ცენტრი გამოვა
მარკიზიო 90 წუთი მზად შეიძლება არ იყოს, რასაც მაგი დარბის რთულია 90 წუთი გაძლო, მარა ხედირასავით თუ დადგა მოედანზე 180 წუთს გადააბამს ჩვეულებრივად
ორივემ მაგრას უნდა ითამაშოს ხვალ

CONTE # 1 მანჯუკიჩზე მაინტერესებს შენი აზრი, ადრე მაგრად არ გევასებოდა და შეიცვალე მაგის მიმართ დამოკიდებულება ? თავგანწირული ეგ არი და იუვეც მაგრად უყვარს(ფულს არ დახამდა, ჩინელები ერთ ადგილზე გაგზავნა და თურქებიც ზედ მიაყოლა). შარშან წაგებული ფინალის შემდეგ ეგ ამშვიდებდა ყველას, ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით და გავიმარჯვებთო(აქვე აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მაგას ლიგა მოგებული აქვს. შეეძლო მშვიდად გაეგრძელებინა ბურთის გორაობა შორს და ეთვალა მწვანეები). არცერთ პოზიციაზე თამაშს არ თაკილობს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარად ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია… კმარა ეს ყველაფერი იმისთვის რომ მოგწონდეს და მაგასაც უგულშემატკივრო ? თუ მაინც ბონუჩის წარმატებები უფრო გაგახარებს და უფრო დიდი იუვენტინოა შენთვის ვიდრე მანჯუკიჩი…… Read more »
მანჯუკიჩი მომწონს, დამოკიდებულება კაი აქ, ნებისმიერ თამაშზე იხარჯება, უბრალოდ მისი მარცხენა მცველობა აღარ ამართლებს, 2-3 თამაშში შეიძლება ერთნაირად ეფექტიანი იყო შეტევაშიც დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც, სამივე სეუძლია მანჯუკიჩს მარა მთელი სეზონი ვერ გაქჩავს რო ყველგან მაგარი იყოს, ბოლო დროს შეტევას ძან მოუკლო, ცუდი არაა უბრალოდ შარშან მისი თამაში იყო ერთერთი გადამწვეტი იუვეს მიღწევსბში და წელს ვეღარაა მთავარ როლში, ამ ეტაპზე კოსტა მირჩევნია მარჯვენა შემტევად
კოსტა – ბერნა კაი დუეტია, დიბალა რო დაბრუნება მერე რაღაცა უნდა მოიფიქრონ, ძან მაგარი შეტევაა და მემგონი მანჯუკიჩის ცენტრში დაბრუნება პირიქით წაადგება გუნდს
კარგია, ეგ მაინტერესებდა. უფასებ კაცს მონდომებას და ამოგიწერია შავი სიიდან :დ
არც მყოლია, კვადრადო – ხედირა – ბენატიას ტრიოს ვერჩი, მარა ბენატია იმედენად კარგად თამაშობს არაფერს ვამბობ, უბრალოდ გრანდებთან მაინც არ მჯერა მაგისი
სუარესი ხო გააქრო, ახლა კეინს მიხედავს და დაიჯერებ მაგისასაც :დ
ბონუჩის 9 წელია ვქომაგობ, მანჯუკიჩს ვერ შევადარებ, მანჯუკიჩიც კაი ფეხბურთელია და მისთვის დიდი +ია იუვეს ფეხბურთელის სტატუსი…
ბონუჩი მე როგორ მომწონდა ნეტა ის იცოდეთ, მაგრამ მაგრად გატეხა მაგისმა საქციელმა. ლიდერად გუნდმა უნდა აგირჩიოს, ეს თავისთავად უნდა მოხდეს და არა ვირაცაზე თავში ხელის წამორტყმით და აქ მე ვარ ვინც ვარო. რაღაც ეგეთი რომ ხდებოდა ფაქტია, და ისიც ფაქტია რომ ძაან დიდი ამბიციები გაუჩნდა რასაც ფაქტიურად გადააყოლა თავისი კარიერა. ბოლომდე რომ იუვეში ყოფილიყო იმენა ლეგენდა გახდებოდა და ტეხავს რომ ასეთი პერპექტივა(თან როგორი რეალური) უაზრობებს შეწირა :/
ბუფონს და კიელინს ვერ წამოარტყამდა და სხვებს თუ ეუფროსებოდა არაუშავს, ბუფონმა და სხვა ლიდერებმა გააბლატავეს მაგი, ყველაზე პატარა იყო მომავალ ლეგენდებს შორის და რაღაცნაირად თავში აუვარდა, სხვების დახმარებამდა ხელშეწყობამ გაათამამა
რაღაც გაუგებარია ჩემთვის… ყველა გამოცემამ ხედირას დაუწერა ყველაზე დაბალი შეფასება და მარკიზიო რატო ისჯება ვიოლასთან ცენტრის წაგების გამო? რამდენად ცუდადაც არ უნდა ითამაშოს გერმანელმა მაინც ძირითადშია. ბენტანკურის თამაშს ვემხრობი, თუმცა სუსტი რგოლის ნაცვლად
სტურაროს თამაში არ გვაწყობს, თან ძაღლი გუნდია ტოტენჰემი და წინაც და უკანაც კარგი თამაშია საჭირო. დიბალაზე რა ისმის? ზამენაზე მაინც ხო იქნება?
თუ მატუიდის თამაში გამორიცხულია მაშინ ხედირა უეჭველას უნდა იყოს თუნდაც იმიტომ რომ მარკიზიოსთან შედარებით ფიზიკურად ბევრად ძლიერია მარკიზიო კარგი იქნება შეცვლაზე
მარკიზა უნდა იყოს სასტავში ფორმის და მიუხედავად. ნუ სტურაროზე ზედმეტია ლაპარაკი და ვერც ბენტანკურს ენდობი 90 წუთს ტოტენჰემთან. ჯიჯის კიელოს და მანჯუს იმედი მაქვს პირველ რიგში.

გოლი არ უნდა გაუშვათ ისე უნდა მოვიგოთ. ტოტენჰემი არ არის საღადაო გუნდი და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ტრამვები ხო ჩვენი წყველაა რამდენი წელია უკვე (სხვაგან არ გამიგია ესეთი რაოდენობით ტრამვიანობა).მოკლედ ფორზა ჯუვე
როგორც ალეგრის შემთხვევაში მგონია რომ კლუბი ქმნის მას პრესტიჯულ მწვრთნელად ზუსტად ასე გერმანიის ნაკრები და იუვე უფრო მეტს აძლევს ხედირას ვიდრე პირიქით
ხედირა რომელ კომპონენტშია ძალიან მაგარი თუ ამიხსნის ვინმე გამიხარდება.სტანდარტულებს ვერ ასრულებს.სტანდარტზე თავით იშვიათად მინახავს მისი მოგებული,პოზიციას ვერ არჩევს და ამ სეზონშიც გავუშვით ამისგამო გოლები.ძალიან მაგარი ჩამშლელი არაა რომ მისი ართმეული ბურტებით ვიწყებდეთ შეტევას,გრანდებთან იკარგება,მემგონი არ ვამეტებ ,მართლა თუ არ დაგეზარებათ ამიხსენით რა აქვს გამორჩეული
ფინალზე იუვეს დაცვიდან ამოგდებულ ბურთზე რაც გააკეთა ხედირამ იქ გამოჩნდა რაცაა, დაცვიდან რო ბურთი ამოვა და მეტოქის საყრდენი რო მშვიდად მიიღებს ბურთს და კარში დაგირტყამს, იმ გუნდს საყრდენი არ ყავს
მაინც ცალფეხა ხედირა ჯობია სტურაროს თუნდაც გამოცდილებით. მარკიზიოს კი ტაიმის მეტი თამაში არ შეუძლია.მეტი ნახევარმცველი კი არც გვყავს.
მკვდარ სასუოლოსთან თუ რამდენიმე პასი გააკეთა არ ნიშნავს იმას რომ ლიგაზე ტოტენჰემთან უნდა ითამაშოს აუცილებლად. მეც ბენტაკურზე ჩამოვდივარ ფსონს არაა მარკიზა მზად 90 წუთი ითამაშოს. ლიგა კი ისეთი ტურნირია 100% მზად უნდა იყო
ფიორენტინასთან არცერთი ნახევარმცველი არ ფრინავდა მაგრამ ხედირა უსუსტესი იყო იმათგან,ვერცერტი ორთაბრძოლა ვერ მოიგო და პოზიციას ის ვერასდროს არჩევდა კარგად,მარკიზიოს მარტო გამძლეობით ჯობია და ეს არაა არავისღვის უცხო,ალეგრის გარდა როგორც ჩანს.ბენტანკური კი მართლაც საუცხოო შენაძენია
90 წუთში 15 ზუსტ პასს რო გააკეთებ ნახევარმცველი, რისპი პრეტენზია უნდა გქონდეს?
1 ბურთი არ ამოუტანია დაცვიდან, 1 ჩაჭრა არ ქონია და პრესინგზე ერთხელ არ ასულა, რო დაინახავს იუვეში შეტევაში მიდის იგუაინზე წინ გარბის 
ბარძალი ვერ იქნება. ტრავმა აქვს. დე შილო-ბენატია-კიელო-სანდრო იქნება დაცვა. ხედირა-პიანკა-პრინცი (თუ გადაღლილი არაა) ნახევარდაცვა და კოშტა-იგუ-მანჯუ თავდასხმა.
უნდა მოვიგოთ უეჭველი თუ გვინდა გავცდეთ ტოტენჰემს
Tlanqi mandzukichioo tlanqma mandzukichma tu relas sezonis sauketeso goli sheutlmqa… da ara ertxel gamwara sxvada sxva gunedibi totenhemi vin chemi kokolaa ro ver sheugdos.. msuqna pipita kide krifas fromas mgoni. Mara bernas akvs bevri sabazroo))) da dayenebs kidevac londonel ymawvilebs….
ალეგრი 2_ს მიადგა იუვე
ლუის ენრიკე
ბერნას დააყენებს ფლანგზე, დაცვაში ბერნა ჯობია კოსტას, ალეგრი ხო მაგის მიხედვით არჩევს შემტევებს, ვინ უკეთესია დაცვაში
მკვდარი 0-0 ეს თამაში მსუქანი იგუანი და ტლანქი მანჯუკიჩი არაფრის გამტანები არ არიან,კოშტა თუ გაიბრძოლებს რაღაცას ან შემთხვევით გოლს თუ გავიტანთ კუთხურიდან ან ჯარიმით
ფიორესთან მარკიზიო ხედირასაც ჯობდა და პიანიჩსაც, 60 წუთში მეტი პასი გააკეთა ვიდრე ხედირამ 90 წუთში, ჩაჭრაზე და პრესინგზე ლაპარაკიც არაა, მაგ კომპონენტები კაი ხანია ამოღებული აქ არსენალიდან ხედირას, მარკიზიო თუ არ დააყენა სასტავში მე არაფერს ვიტყვი, ტოტენჰემი გასცემს საკადრის პასუხს…