ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

ტუტოსპორტის მტკიცებით ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ შემდეგ შემადგენლობას დაეყრდნობა:

კარს იტალიელი ჟურნალისტების აზრით ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს და ამაში რაიმე სიურპრიზი ნამდვილად არ არის.. აი რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს..

მარჯვენა ფლანგზე თავდაპირველად ანდრეა ბარძალის კანდიდატურა იხილებოდა.. მას შემდეგ რაც გამოცდილ უკანახაზელს კუნთის ტრავმა დაუფიქსირდა, ბუნებრივია ალტერნატივად სტეფან ლიხტშტაინერი დასახელდა.. თუმცა, შვეიცარიელმა ტრავმა ზუსტად გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და შედეგად ერთადერთ ალტერნატივად მატეა დე შილიო სახელდება.

ცენტრალური ზონა უცვლელია – ბენატია და კიელინი წელს ყველაზე საიმედო დუეტად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ რაც ალეგრი თამაშიდან თამაშამდე გარკვეულ გადანაცვლებებს აკეთებდა. მარცხენა ფლანგზეც კითხვის ნიშნები არ დგას.. ბრაზილიელი ალექს სანდრო მეტოქის იერიშების შეჩერებას და თავის მხრივ, იუვეს მარცხენა ფრთის მობილურობას უზრუნველყოფს.

ნახევარდაცვა.. კი თქვა შეშლილმა მაქსმა სტურაროო მაგრამ სტეფანოს ისეთი საშინელი რეგრესი აქვს, რამდენად მას დაეყრდნობა საკითხავია.. ალტერნატივა? მარკიზიო და ბენტანკური.. და ამ უკანასკნელს უფრო მეტი ხმა აქვს ჟურნალისტების მხრიდან ვიდრე პრინცს.. რატომ? არავინ იცის..

თავდასხმაში მანჯუკიჩი და იგუაინი რომ იქნება 99%-ით გადაწყვეტილია.. სკამზე იქნება ფედერიკო ბერნარდესკი როგორც აღნიშნავენ მასმედიის წარმომადგენლები და აი სასტარტოში რეაქტიულ დუგლას კოშტას უნდა ველოდოთ.. ბრაზილიელმა ფიორესთან შეცვლაზე შემოსულმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მეორეს მხრივ არც ფედერიკოს შეურცხვენია ფრანკიზე თავი.. ერთი სიტყვით სკამზე გაძლიერებაც გვყავს და ძირითადისთვის საჭირო სისწრაფეც..

452 thoughts on “იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

  1. ნეტა ეხლა ტურინში ვიყო და ბილეთი მქონდეს… ეეეჰ, ნეტა თუ მეღირსება ოდესმე… როცა იქაურ ემოციებს ვხედავ თვალებზე ცრემლი მადგება სიხარულისგან. რა ძლიერ მიყვარს იუვე!!! :juvee: :juvee: :juvee:

    1. გეღირსება უნდა გჯეროდეს და ხელი არ უნდა ჩააიქნიო წავალთ იქ სადაც ყველაზე მეტად დაჭირდება ბალეჰიკობა ლიგის ფინალჰი როცა გვეცოდინება რო იუვე 100 პროცენტით მომგება დღეს მე 99 პროცენტს ვაძლევ მომავალ წელს თუ იუვე კიდე გაივიდა ფინალჰი მე წავალ რადგან უკვე მჯერა რო მართლა დადებს ლიგას 100 პროცენტით

  2. მივხვდი ალეგრის ჩანაფიქრს,თუ 4-3-3 არ გამოდგა 4-2-3-1 ზე გადავლენ და იმიტომაა ძირითადში ბერნა. :chuvak: :chuvak:

  3. ეს რა ხდება ბერნა დაუყენებია ნახევარმცველად. ალეგრი ხომ მშვიდობა გაქვს? სკამზე არარავინ ზის შემტევი გამაძლიერებელი

          1. 3-1 დიდი ანგარიშია? :D 2-0 ჯობია მაგას და დიდი ანგარიში თუა 3-0 იყოს :D ჯანდაბას 4-1

    1. აბაა,წარმოიდგინე რომ მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა და ჩაწოდებებზე ააწყო თამაში,ზამენის ნაცვლად მანძუკა ყავს იქვე მოედანზე და იმას გამოიყენებს, რამხელა პლუსია ეს.

  4. ისე ბევრი მანძუკას როლს ვერ ხვდება, გასაგებია რომ რობოტი არაა და არ შეუძლია ყველა თამაშში თავდასხმელიდან დაცვაში ირბინოს,მაგრამ მისი მოედანზე ყოფნა ნიშნავს ტაქტიკის თუ წყობის შეცვლას შეცვლების გარეშე რ მწვრთნელისთვის პლიუსია.

  5. მე საერთოდ დიდი ანგარიშით მოგებას ვფიქრობ გატყდებააა მამლები ასემგონია 2 გოლის მერე

  6. არავის დამცირება არ მინდა და არც მიფიქრია უბრალოდ სურვილი და იდეა მაქვს ისე გააკეთეთ აქ რომ ვისიც არ მინდა იმის კომენტარები არ გამოჩნდეს,როგორც ფეისბუქზეა არ მოგწონს? დაბლოკავ და ვეღარ ნახავ.ნუთუ არ შეიძლება ასე? მეც ბევრი დამბლოკავს არაა პრობლემა.

  7. რა აზრი აქვს ამდენ წინასწარ ვარაუდებს, მოახლოვდება და ვნახავთ. არ მგონია 4-2-3-1 გადაეწყოს, მარკიზა ან ბენტანკური და ეგაა. რა ნელა გადის დრო ბლიააად… :)

  8. Juventus (4-2-3-1): Buffon; De Sciglio, Benatia, Chiellini, Alex Sandro; Khedira, Pjanic; Bernardeschi, Mandzukic, Douglas Costa; Higuain.

    მატუიდის შემცვლელი არ მყავსო და საერთოდ პოზიცია გააუქმა, ანუ მატუიდი მაგრად დამაკლდებაო მარა თუ არავინ ითამაშებს მის ადგილზე ეს უკეთესი იქნებაო :lool:

  9. რეგრესი რაში აქვს? პასი და შეტევა როცა მოვიდა მაშინაც არ ქონია ნორმალური და ფიზიკურ გამძლეობაში მოუკლო თუ სწორ სირბილში? პირიქით პროგრესი აქ ყველა საკითხში, ფიზიკურადაც მეტად გამძლეა და ტაქტიკურადაც უკეთესად მოძრაობს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.