ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

ტუტოსპორტის მტკიცებით ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ შემდეგ შემადგენლობას დაეყრდნობა:

კარს იტალიელი ჟურნალისტების აზრით ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს და ამაში რაიმე სიურპრიზი ნამდვილად არ არის.. აი რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს..

მარჯვენა ფლანგზე თავდაპირველად ანდრეა ბარძალის კანდიდატურა იხილებოდა.. მას შემდეგ რაც გამოცდილ უკანახაზელს კუნთის ტრავმა დაუფიქსირდა, ბუნებრივია ალტერნატივად სტეფან ლიხტშტაინერი დასახელდა.. თუმცა, შვეიცარიელმა ტრავმა ზუსტად გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და შედეგად ერთადერთ ალტერნატივად მატეა დე შილიო სახელდება.

ცენტრალური ზონა უცვლელია – ბენატია და კიელინი წელს ყველაზე საიმედო დუეტად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ რაც ალეგრი თამაშიდან თამაშამდე გარკვეულ გადანაცვლებებს აკეთებდა. მარცხენა ფლანგზეც კითხვის ნიშნები არ დგას.. ბრაზილიელი ალექს სანდრო მეტოქის იერიშების შეჩერებას და თავის მხრივ, იუვეს მარცხენა ფრთის მობილურობას უზრუნველყოფს.

ნახევარდაცვა.. კი თქვა შეშლილმა მაქსმა სტურაროო მაგრამ სტეფანოს ისეთი საშინელი რეგრესი აქვს, რამდენად მას დაეყრდნობა საკითხავია.. ალტერნატივა? მარკიზიო და ბენტანკური.. და ამ უკანასკნელს უფრო მეტი ხმა აქვს ჟურნალისტების მხრიდან ვიდრე პრინცს.. რატომ? არავინ იცის..

თავდასხმაში მანჯუკიჩი და იგუაინი რომ იქნება 99%-ით გადაწყვეტილია.. სკამზე იქნება ფედერიკო ბერნარდესკი როგორც აღნიშნავენ მასმედიის წარმომადგენლები და აი სასტარტოში რეაქტიულ დუგლას კოშტას უნდა ველოდოთ.. ბრაზილიელმა ფიორესთან შეცვლაზე შემოსულმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მეორეს მხრივ არც ფედერიკოს შეურცხვენია ფრანკიზე თავი.. ერთი სიტყვით სკამზე გაძლიერებაც გვყავს და ძირითადისთვის საჭირო სისწრაფეც..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

452 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Casalesi
Casalesi
6 years ago

Ori sakvanzo pexburteli aklda gunds da mat gareshe ver ajoba totenxem,ar agmochnda juve totenxemze imdenit zlieri rom am 2fexburtelis gareshe moego.dibalas da matuidis ar yopnit juve sheizguda burtis dacherashi , burtis dacheris shemdeg swraf presingshi , kreativshi win ,zonuri dacvis dros dazgveva da burtiantan ricxobrivi upiratesobis sheqmna ar xerxdeboda da a.sh… Liga imitom aris kargi finalisgan gansxvavebit rom or raundianiania da gitovebs shans shecdomebis gamosworebis. Me mhera alegris da saertod kai mwvrtneli meire taimshi chans da akegris meore taimi londonia.

Casalesi
Casalesi
6 years ago

Buffonma ,,ylapa,, 2 golio ro izaxit , erti ertze bufins ra unda eqna? gamosvla daagviana tu saertod ar unda gamisuliyo???

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ესეიგი რა გამოდის რო 2-1 მერეც ტოტენჰემი გვიტევდა და 2 2 მერც ვერ შეევუტიეთ და აქეთ გვიტებმვდა ტურინში. ამისშემდეგ ალეგრიზე რო იტყვი ძლიერიაო მინიმუმ ტოტენჰემი დიდი კლუბი გგონია იუვეზე

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

1) ჯუვეს გაუმართლა იმ იგუაინის სწრაფ გოლზე (მე აბსსიტად მომეჩვენა)და ტოტენჰემი ცოტა დაიბნა.
2) უარესიც შეიძლებოდა ვაბშე მოეგო დეზებს ეგ რომ არა მაშინ შეიძლება ტოტეს მოეგო Pირველი ტაიმი

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

აი გუშინ რო შესნი ყოფილიყო მაგ 2 გოლიდან არცერთს არ გაუშვებდა დარწმუნებული ვარ. ნუ კეინის თაური შეილება გაეშვა მაგრამ შეილება არც ის გაეშვა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ჯიჯი და იუვე ცალკე თემაა. რეალმა რო მიხდა რაული ვეღარ იყო ის რაც მანამდე, ადგა და ზამენაზე დასვა. იმანაც არისურვა ზამენობა და სხვაგან წავიდა და ამოტომაა რეალი ზე კლასი. რო შეამჩნევს რო ვეღარ ადგება იგროკი უნდა ჩაანაცვლო მიუხედავად იმისა ლეგენდაა თუ არა ის.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

alegria bandzi xo …. cadit biziia da zamtris olimpiadas uyuret.

მილან
მილან
6 years ago

ალეგრიც და იგუაინ ხედირ შილიოებიც

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Bufonma klapa orive goli da kielomm kide rac sheexeba tamasha bolo wutebshi totenhemi gvitevda da dzaan samarcxvinoa ik dagvadugeben samwuxarod

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დარწმუნებული ვარ უემბლიზე ბევრი მომენტი გვექნება +დიბალა მატუიდი კუადრატაც თუ გვეყოლება დარწმუნებული ვარ გავალთ მაგრამ გუშინ კიდე ერთხელ დავრწმუნდი რო ალეგრი ვერასოდეს გახდება ტოპ მწვრთნელი მისი ჩაჯმული მენტალიტეტუს გამო

მილან
მილან
6 years ago

გახსოვთ რო ამბობდით ალეგრის მისტირიან მილანის ფანებიო? დარწმუნდით რო ფარჩაკია? განა რახან წლებია მილანი ასეთ დღეშია აზროვნებაც არ გვაქ მილანის ფანებს სულ რო გგონიათ ჩვენზე მეტი იცით

lasha naxucrishvili
6 years ago

როცა უტევ ეგ ვითომ ხარვეზები ნაკლებად ჩნდება ან საერთოდ არა ანონიმურო

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

ზუსტად

lasha naxucrishvili
6 years ago

ტაქტიკა არ ვარგა.რა გუნდს გადაეკიდეთ ტო მართლა ტყუილად უყურებთ თამაშებს.ლიგაზე ვინც კეტავს თამაშს ყველა გოლს ყლაპავს.არაა ეს შედეგი შემადგენლობის ბრალი არააა! აი ამ კონკრეტულ თამაშზე მაქ საუბარი.სწორი გათვლა და ტაქტიკა და გადაღუნული გვყავდა მაგრამ არა 9ე წუთიდან ლამის ბუფონის უკან დავდექით.მე პირადად თამაშებს რომ ვუყურებ არ ვუყურებ მხოლოდ იმ ფეხბურთელს რომელსაც ბურთი აქ. აქ ზოგს გუშინ იგუაინის თავგადაკლული ფანი ვეგონე არადა არაა ასე.ტიპს იმაშიც კი ადანაშაულებთ რო გოლი რო შეაგდო მეკარის ბრალი იყოვო კაი რა ტრხავს ეგ უკვე მაგრად.თავდასხმა დაგლასამ და იგუაინმა აამოქმედეს და რამდენი მომენტი იყო მარტო გაიჭრებოდნენ და კაციშვილი არ იყო მის გვერდით.გუშინ კიელინიმაც მაგარი ყლაპა ბუფონმაც და… Read more »

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

კიელო რომ თავდასხმაში გაიჭრა და არაფრის გამო წაიქცა აი მაშინ მასზე უბედური ფეხბურთელი არავინ მეგონა,ძალიან შემეცოდა აი უბრალოდ ტიპს არ შეუძლია ბურთით ორი ნაბიჯის გავლა

lasha naxucrishvili
6 years ago

არა ძმა მაგი არ დაიჯერო 2 გოლის ყლაპვა 9ე წუთიდან და 60ე წუთიდან ორი სხვადასვა რამეა ანუ ფსიქოლოგიურად მაგრად გტეხავს.მივეცით მოედანი და ვაპოვნინეთ თავიანთი თავი.შეიძლება მწვრთნელმა უთხრა უკან დახევა და ამათ ვაფშე გადაამლაშეს.ყველაზე მაგრად იცი რა გამიკვირდა პირველი ტაიმი იგივე ტემპში რო არ ჩაამთავრეს ამნაირ უკან დახევებს უფრო მეორე ტაიმიდან ველოდი გუშინ ეს რაღაც აზალი იყო ჩემთვის პირადად.

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

მე უფრო ვფიქრობ ალეგრიმ დაავალა ცოტა სულის მოთქმა ზონების გადაკეტვა ტოტენჰემი რომ დაღლილიო და მერე ისევ იუვეს შეეტია,მაგათმა კი მტლად დაკარგეს თავები.

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

ისე ლაშა შეიძლება დაფიქრებაც რომ იქნებ მაქსს სულაცა რ დაუვალებია დახევა უბრალოდ ტოტემ აიძულა,თან მაგენმა ხომ ბურთის დაჭერა არ იციან ისარგებლეს მაგით.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

კი არ დადგნენ ტოტენჰემმა აიძულა დამდგარიყვნენ, ვის უნდა დაეჭირა აბა ცენტრში ბურთი ხედირას თუ პიანიჩს? ეგაა გუშინ ნახევარდაცვამ მოიგო თამაში, რასაც ქვია შეჭამეს დემბელემ და ერიკსენმა იუვეს ცენტრი

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

ხოდა მაგაშია ძმა საქმე ხედავ მაგ კომპონენტში სუსტი ხარ არ უნდა დატვირთო ეგ ადგილი ,არამედ უნდა ეცადო ტავი აარიდო ისე როგორც სუსტი საბურავი იამკას :)

6 years ago

გაილაღეს ლეშისმჭამელებმა? :)

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago
Reply to 

ისე რამდენი გამოჩნდა უცხო მარა იუვეს გულისტკივილი არავის ეტყობა რატომრაც. :0

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

აი რატომ ვამბობ ბოლო 5 წელია რომ ერიკსენი დაალაგებს ნახევარ დაცვის ცენტრს მეთქი გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ხედირა და ბენატია ათრია რაც შეეხება თამაშს 1. ეს თამაში ყველას აქტივშია მაგრამ მე მაინც ცოტა ალეგრის ცოტა იგუანს და ცოტა ტრავმებს დავაბრალებ 2. ისეთ გუნდთან როგორიც ტოტენჰემია (ალი, კეინი, დემბელე, ერიკსენი) ცენტრის დათმობა ფაქტიურად ნიშნავს ომის წაგებას როცა გუნდი 3 შემტევით და ერთი ნომინალური ჩამშლელით უპირისპირდები მოძრავ და ფიზიკურად ძლიერ გუნდს 3. აღარ არის სტურაროს, ბენატიას, ხედირას, ასამოას, ლიხშტაინერის და შეიძლება კიდევ მანძუკიჩის და ბარძალის დამატებაც 4. ალეგრიმ უნდა შეცვალოს ტაქტიკა და მანძუკიჩის პატივისცემიდა მიუხედავად მარცხენა ფლანგზე დააწინაუროს კოშტა 5. აუცილებლად… Read more »

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

ერიქსენი დაალაგებს მაშინ თუ იუვე იტამაშებს ტანამედროვე შემტევ ფეხბურთს , ახლა კი ერიქსენს რა უნდა დაავალო მოედანზე 10 წუთის მერე დაცვაში იდექიო?

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

კროოოს 70 ად ლანგრით მოგართმევს პერესი

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

იუვეს პრობლემა არის თავად იუვე და მისი მოძველებულ-მომპალი სტილი სხვა არაფერი და არავინ გავიგოთ ეს რა. 21 ე საუკუნეა შეიცვალა ფეხბურთი იუვეს სტილი კი დარჩა 60 იან წლებში,

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

ლექსო ძმაო ალეგრის არ დაუნერგია ეგ სტილი იუვეში ,ეს სტილი მოყვება ოდითგანვე იუვეს ლამის დაარსების დღიდან,ეგ არის ზუსტად პირველ რიგში შესაცვლელი უფრო თანამედროვე ფილოსოფიით და არა გოლის მერე დაჯექით დაცვაშიო. ალეგრი უბრალოდ აგრძელებს ტრადიციას,და ამიტომ მინდა მე გვარდიოლა მხოლოდ ეგ შეცვლის ამ მომპალ სტილს სხვა ვერცერთი იტალიელი მწვრთნელი ვერ ურალატებს კატენაჩოს.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მოკლედ და კონკრეტულად წინა ფინალი იუვემ წააგო ნახევრდაცვის გამო. რით ვერ მიხვდა ხელმძღვანელობა რომ ნახევარდაცვა უნა გააძლიერონ. გუშინაც ცენტრის სუსტი თამაშის გამო დააჯდა ტოტენჰემი თავზე. სანამ ერთ ნორმალურ ნახევარმცველს არ იყიდის მანამდე ეგეთი სიტუაცია იქნება გინდა მესი მოიყვანონ ლიგას მაინც ვერ მოიგებენ

Di Francesco # 1
6 years ago

ალეგრის რაღაცა ეშლება, ყოველ წელს მონაკო და დაშლილი დორტმუნი ვერ სეგვხვდებაო ეს უნდა ეთქვა, ძლიერი გუნდი ერთადერთხელ გააგდო ალეგრის იუვემ, ისიც მორატამ პირადად გააგდო რეალი

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ვაიმეეე ალეგრის ინტერვიუ დადეთ ადმინ. ყოველ წელს იუვე ვერ გავა ფინალშიო ვისაც ეგონა რო 4-0 მოვიგებდითო ჩვენ თამაშებს ნუღარ უყურებსო. დათმო უკვე ეს მერვედფინალი წაეთრიე ალეგრიიიი

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

იუვე უფრო კარგად დაკომპლექტებული არ ყოფილა ბოლო 15 წელი.და ეს მწვრთნელი ვერაა იუვეს დონის.იუვე მარტო ტოპ მწვრთნელის ხელმძღვანელობით აღწევს მწვერვალს

| Newsphere by AF themes.
452
0
Would love your thoughts, please comment.x