ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

ტუტოსპორტის მტკიცებით ალეგრი ტოტენჰემის წინააღმდეგ შემდეგ შემადგენლობას დაეყრდნობა:

კარს იტალიელი ჟურნალისტების აზრით ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს და ამაში რაიმე სიურპრიზი ნამდვილად არ არის.. აი რაც შეეხება დანარჩენ პოზიციებს..

მარჯვენა ფლანგზე თავდაპირველად ანდრეა ბარძალის კანდიდატურა იხილებოდა.. მას შემდეგ რაც გამოცდილ უკანახაზელს კუნთის ტრავმა დაუფიქსირდა, ბუნებრივია ალტერნატივად სტეფან ლიხტშტაინერი დასახელდა.. თუმცა, შვეიცარიელმა ტრავმა ზუსტად გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო და შედეგად ერთადერთ ალტერნატივად მატეა დე შილიო სახელდება.

ცენტრალური ზონა უცვლელია – ბენატია და კიელინი წელს ყველაზე საიმედო დუეტად ჩამოყალიბდნენ მას შემდეგ რაც ალეგრი თამაშიდან თამაშამდე გარკვეულ გადანაცვლებებს აკეთებდა. მარცხენა ფლანგზეც კითხვის ნიშნები არ დგას.. ბრაზილიელი ალექს სანდრო მეტოქის იერიშების შეჩერებას და თავის მხრივ, იუვეს მარცხენა ფრთის მობილურობას უზრუნველყოფს.

ნახევარდაცვა.. კი თქვა შეშლილმა მაქსმა სტურაროო მაგრამ სტეფანოს ისეთი საშინელი რეგრესი აქვს, რამდენად მას დაეყრდნობა საკითხავია.. ალტერნატივა? მარკიზიო და ბენტანკური.. და ამ უკანასკნელს უფრო მეტი ხმა აქვს ჟურნალისტების მხრიდან ვიდრე პრინცს.. რატომ? არავინ იცის..

თავდასხმაში მანჯუკიჩი და იგუაინი რომ იქნება 99%-ით გადაწყვეტილია.. სკამზე იქნება ფედერიკო ბერნარდესკი როგორც აღნიშნავენ მასმედიის წარმომადგენლები და აი სასტარტოში რეაქტიულ დუგლას კოშტას უნდა ველოდოთ.. ბრაზილიელმა ფიორესთან შეცვლაზე შემოსულმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.. მეორეს მხრივ არც ფედერიკოს შეურცხვენია ფრანკიზე თავი.. ერთი სიტყვით სკამზე გაძლიერებაც გვყავს და ძირითადისთვის საჭირო სისწრაფეც..

452 thoughts on “იტალიური მასმედია შემდეგ შემადგენლობას ასახელებს

  1. სულ ვიცავდი ალეგრის ამ სეზონამდე მაგრამ იმდენად გაფუჭდა თამაშის ხარისხი,რომ თამაშის ყურების კი არა გულშემატკივრობის მუღამსაც მიკარგავენ

  2. )) გუშინ ვწერდი აქ და გადაუვლით ტოტელჰემსო დამიწერა თითქმის ყველამ ) თქვენ არ უყურებთ თამაშებს და ისე წერთ ალბათ :D ) 4 წლის წინ რო იყო ის ტოტელჰემი არაა ეგ გუნდი ) აბსოლიტურად ყველა ხაზში ძლიერები არიან, დემბელე, დაიერი, ერიკსენი ცენტრი უძლიერესია ) ვერაფერი გააკეთა იუვემ ცენტრში ფაქტიურად ტიკი ტაკას უყურებდა გუნდი ) დელე ალიც ძაან კლასნია ) რა მოგწნონდათ ამ იუვეს წელს ? ყველა საშუალოზე მაღალი დონის გუნდთან ყრუ დაცვას თამაშობს ალეგრი , ზუსტად მაგას ვწერდი რო თუ დაცვაზე ითამაშეს შედეგს ვერ მიაღწევენ ) უემბლიზე იუვე არაა მომგები )) გავარდა გუნდი და ეგ არისს ) 80 ათასიან უემბლიზე ეგეთ ტოტელჰემთან ათრევენ ალეგრის და მეტი არაფერი _) ფაქტიურად ტოტელჰემის ყველა კომბინაცია რაღაც შედეგამდე მიდიოდა ) იუვეს პირველი 10 წუთის გარდა არაფერი გამოუვიდა ) იგუანს კიდე რატო დაარტყმევინეს ეგ პენალი ვერ ვხვდები მითუმეტეს კოშტამ აიკიდა და დაერთყა უნდა კოშტას რომელიც მშვენივრად ასრულებდა შახტარში და ბაიერნშიც 11 მეტრიანებს ) იგუაინს არეული აქვს , ვერ არის ეგ ფსიქოლოგიურად დალაგებული ) მაგაზე 2 პენალის ნდობა არ შეილებოდა მითუმეტეს მაშინ როცა პირველი პენალიც არადამაჯერებელი იყო თა თავჩაღუნული დაარტყა ტიპმა ) გააქვს ძნელად გასატანი ბურთები 100 % კიდე თან გადამწყვეთ მონეტში არის იგუაინის აქილევსის ქუსლი ) ალეგრის არაფერს ვამბობ , აშკარად იგივე თამაში ითამაშა რაც ნაპოლისთან ფეორენტინასთან და იგივე რომასთან ) არანაირი განსხვავება ) მოკლედ მე არ მჯერა რო უემბლიზე იუვე მომგებია )

    1. გავარდა არა კვახი :lool: ძირითადის სასტავი დაგვიბრუნდება და სულ სხვა იუვეს ვიხილავთ განმეორებითს ვაბშე სხვანაირას ითამაშებს იუვე სხვა ფეხბურთელებზე რომ არაფერი ვთქვათ დიბალა დაგვიბრუნდება

  3. 3 საყრდენით რომ არ გამოვიდა ეგ უკვე ორმაგი შეცდომა იყო.

    1. რომ ცენტრში გაგვიჭრდებოდა და შეჩვეულ-შეთამაშებულ სქემას გადაუხვია.

    2. ბერნარდესკი ან კოშტა ზამენაზე უნდა ჰყოლოდა, რომ მეორე ტაიმში შეტევის გაძლიერების საშუალება ჰქონოდა.

    პრაქტიკულად 25 წუთი ითამაშა გუნდმა.

    მეორე ტამის მწვრთნელი იგებსო ნათქვამია …

    იტოგში უნდა მართლა გააჟვას ალეგრიმ, მე ასე ვფიქრობ.

    1. ტოტეს თუ ვერ გაცდა მეც მასე ვიფიქრებ. ყველა ლიგის წიმ რატომ იმტვრევა და ყველა ლიგაზე რატომ ურევს? იგივე კიელო რომლის ბურთის შეხება და ჩემი წნევის აწევა ერთია

  4. ალეგრის მაგივრად ცოტა უშიშარი ტრენერი რომ ყოფილიყო პირველი 9 წუთის მერე კიდევ 2 გოლს ისე გაუტანდა ტოტენჰემს როგორც არაფერი

    1. მის გარდა ყველამ გაიგო რომ გამარჯვება თუ გინდა უნდა შეუტიო. აბა პსჟ ნეიმარს კი არა რამოსს იყიდიდა მაშინ

  5. ასამოას გამოყვანა 30 წამით 2–2 ზე რა იყო?!!! სულ გამოსირდა ალეგრი თუ რა დაემართა? გვაწყობდა ეს ანგარიში და დრო გაიყვანა? ან იქნებ ჩაწყობილი თამაში იყო?!!! არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ!

  6. არა რა გუნდში გყავდეს სანდრო კოშტა პიანიჩი დიბალა ბერნა ანუ ტექნიკურები და ბურთს ვერ იჭერდე ან არ იჭერდე ესეიგი უკვე პრობლემა გაქვს რაღაც. გვარდიოლას ვინც უნდა მოყავთო.ეს სასტავი რომ დაახვედრო სხვაგან არც გაიხედავს.

  7. პირველ რიგში ფიზიკურად მოსპეს იუვე. და სწრაფი სტილნი გუნდია. ალეგრი კიარა ხედირა პიანიჩებით ლიგა არ იგება ალეგრი ღმერთი კიარაა

  8. ალეგრის ერთი ის შეეშალა რომ გოლების მერე დაცვაზე ითამაშა…

    პირველ ტაიმში იგუაინს ყველა მომენტი რომ გამოეყენებინა 4-0 გავიდოდა რაძივალკაში.

    ჯიჯის რას ერჩით მკვდარი ბურთები გამოაძრო მაგრამ ლონდონში ძალიან გაუჭირდება თუ არ მოუმატა.

    ნუ მაინც გახვალთ. ალეგრის შეუძლია ჩავიდეს ლონდონში და იქ 2-0 მოიგოს ოღონდაც გუნდს დაცვაში ჩადგომას ნუ დაავალებს.

    ტიპმა მილიონჯერ დაამტკიცა რომ შეუძლია გოლი დაგეგმოს გინდ ბარსელონასთან გინდ ბაიერნთან რავი რა ტიპს შეუძლია მთელი თამაში გოლებით აჯდეს მეორე გუნდს მარა არ შვება და იმედია ლონდონში იზამს. უეჭველია რო ალეგრის შერჩეული სწორი ტაქტიკა ათჯერ დაჯაბნის პოჩეს შერჩეულ სწორ ტაქტიკას

    კაროჩე არ უნდა ორი აზრი გასულები ხართ უბრალოდ ალეგრიმ უნდა იკაცოს ეხლა.

  9. Totenhems gavcdebit da didi albatobis naxevar finalamde mainc mivlen xalxic dabrundeba bazari arari, mara aseti qveshajvia iuve ar maxsovs , katenachoc ae qvia amas , katenacho ar ari sul daxvashi jdoma es ari anri fexburti radac alegri atamashebs funds

  10. ფიორესთან მარკიზიო ხედირასაც ჯობდა და პიანიჩსაც, 60 წუთში მეტი პასი გააკეთა ვიდრე ხედირამ 90 წუთში, ჩაჭრაზე და პრესინგზე ლაპარაკიც არაა, მაგ კომპონენტები კაი ხანია ამოღებული აქ არსენალიდან ხედირას, მარკიზიო თუ არ დააყენა სასტავში მე არაფერს ვიტყვი, ტოტენჰემი გასცემს საკადრის პასუხს…
    _________________
    გასცა?

  11. ისე მართლა როდის უნდა მიხვდნენ რო უკან დახევა უდრის გოლს განსაკუთრებით ლიგაზე და განსაკუთრებით მაშინ როდესაც ამას აკეთებ პირველივე ტაიმში.ყველაზე დიდი შეცდომა 2-0 შემდეგ უკან დახევა იყო ეგრე უნდა ეთამაშათ მეორე ტაიმში! სხვანაირი სცენარით რო მორჩენილიყო 2 2 კიდე ხო! ძალით ვაჩუქეთ მოედანი ბლიად რა. 9 წუთში 2-0 არის დიდი კატასტროფა მოწინააღმდეგესთვის გასვლაზე თან.აუ არ მჯერა პადარკა რასაც ქვია :blin:

  12. სამწუხაროდ ალეგრის სინდისზეა ეს თამაში.
    1. მთავარი კოზირი ტოტენჰემის ცენტრია და არ შეილებოდა ამ ტაქტიკით თამაში.
    2. 2-0ზე რო უკან დადგა გუნდი თან უკან დადგომაცაა და დადგომაც.

    ყოველთვის ვაფასებ ხედირას მარა დღეს ალბათ მენთეშაშვილზე ცუდად ითამაშა. არ ვარგოდა არაფრად არც დეშილიო არც ბერნარდესკი და არც დაცვის ცენტრი. ვინმემ რამე თუ გააკეთა დუგლასა და იგუაინი იყვნენ.

    ეჰ ჯიჯი ჯიჯი :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.