ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი:”ალეგრი 100%-ით მართალია”

მარჩელო ლიპის მოსაზრებით ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი აბსოლუტურად სწორია.. შეუძლებელია ყოველ წელს ელოდებოდე, რომ შენი გუნდი ლიგის ფინალში იასპარეზებს:

“მაქსი 100%-ით მართალია! ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება გარანტირებული არავის არა აქვს.. რაც შეეხება ტოტენჰემს.. დიდებული კლუბია, რომელმაც ქამბექის დამსახურებით საპასუხო მატჩის წინ სულ სხვაგვარი ატმოსფერო შეიქმნა.

არის მეორე მატჩი, თუმცა უემბლიზე მათ შეცდომის დაშვების უფლება არ ექნებათ.. თუმცა, გამარჯვებაც არ იქნება საჭირო.

შესაძლებელია 2-2 დასრულდეს მატჩი და შემდეგ დამატებით დროში გადაწყდეს ყველაფერი.. სხვათაშორის ამ მხრივ მახსენდება მატჩი 2003 წელს ბარსას წინააღმდეგ.. ნედვედის გოლი, შემდგომ გათანაბრება ხავის მიერ.. დამატებით დროში ბირინდელის ფლანგზე გაქცევა, გადაცემა და ძალაიეტას თავის გამოჩენა..

საერთოდ იმ წელს ესპანელები გავანადგურეთ.. ჯერ იყო დეპორტივო, შემდეგ ბარსელონა და ბოლოს რეალი..

ერიქსენის გოლი? მან ნახევარი ნაბიჯი გადადგა მარჯვნივ, რადგან ფიქრობდა, რომ ერიქსენი კედელს გადააცელდა ბურთს.. ეს მოძრაობა რომ არ შეემჩნია საჯარიმოსთან ჰყოფ დანიელს, შესაძლოა მას მართლაც ასე გაეკეთებინა, ხოლო შემდეგ ბუფონს გააკრიტიკებდნენ ერთ ადგილზე დგომისთვის.”

7 thoughts on “ლიპი:”ალეგრი 100%-ით მართალია”

  1. ამის გაკრიტიკებული კაცი არ მინახავს მე ))) ჩირო ფერარა საერთოდ გენიოსიაო ამბობდა _

  2. უნივერსალური კრიტიკა იქთ და მართლა უნდა მოეგო იუვეს, ორ გოლს სახლში არავისგან არ უნდა უშვებდეს.

  3. ეს ვიცოდი რო დაიწერებოდა აქ, 3 დღის უკან კამორანეზიმ თქვა ხედირა იუვეს ნახევარდაცვის ლიდერიაო და მეგონა ისიც დაიწერებოდა :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.