ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი დერბი დელა მოლაზე საუბრობს

შეშლილი მაქსი ტორინოსთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე საუბრობს:

“შემადგენლობასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ მანჯუკიჩი განაცხადში არ იქნება. ხორვატი გაციებულია და ამ ეტაპზე 38 გრადუსით შინ იმყოფება. ბუფონი ასევე გამოტოვებს დერბის და გუნდს სასტარტოში ატალანტასთან 1/2 ფინალში დაუბრუნდება. ბერნარდესკიმ უკანასკნელი ვარჯიშის მიწურულს გადაღლა იგრძნო.. ამიტომაც უნდა გადავწყვიტოთ იქნება თუ არა იგი ტოროსთან სასტარტოში..

ტრავმირებულებზე რა უნდა ითქვას.. კუადრადომ სირბილი დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს. დიბალა სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ 90 წუთისთვის მზად ნაკლებად არის.. აი დაახლოებით 30 წუთს თავისუფლად იასპარეზებს. მატუიდი გუნდს მომავალი კვირის დასაწყისში დაუბრუნდება.. შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით ორ კვირაში გუნდს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ეყოლება.. მათ შორის ლიხტშტაინერი და ბარძალიც.

ტორინო ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება. გუნდმა დაძლია კრიზისი ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში.. მაცარი რაოდენ კარგია ეს ვფიქრობ ყველამ იცის.. გუნდი კომპაქტურად ათამაშდა და შესაბამისად მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხარებთან მძიმე თამაში გველის.

ტოტენჰემთან შეხვედრა ფატალური უიღბლობა იყო.. წარმოიდგინეთ ჩვენს მიერ გაკეთებული გადაცემების მხოლოდ 54 % იყო ზუსტი.. როცა საშუალოდ თამაში ეს მაჩვენებელი 75 – 80 %-ს შეადგენს.. გვქონდა არაერთი კარგი ეპიზოდი, სადაც შეგვეძლო კიდევ უფრო წინ გასვლა.. ამაში ბუნებრივია პენალტის ეპიზოდსაც ვგულისხმობ. მეორეს მხრივ.. ნუ დაგვავიწყდება რა გუნდია ტოტენჰემი.. ფაქტია ინგლისელებმა დიდებულად იმუშავას ამ შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად.. შესათამაშებლად.. მობილური ნახევარდაცვა და ფანტასტიური ფორვარდი, რომელიც არაფრისგან იტანს გოლებს..

ტოტენჰემთან რა შეცდომებიც დავუშვით ეს კარგად ვიცით და მათ აღმოსაფხვრელად ყველაფერს მოვიმოქმედებთ.. თუმცა, წინ ტორინოსთან მატჩია და ჩვენთვის მოახლოებული 90 წუთი ფრიად მნიშვენლოვანია..”

231 thoughts on “შეშლილი მაქსი დერბი დელა მოლაზე საუბრობს

  1. ვუყურებ თამაშს და მიკვირს ამატ გოლი როგორ გააქვთ საერთოდ :blin: მერე ვხვდები რო სერია ა უკვე პორტუგალიის ჩემპიონატის დონეზეა და აღრ მიკვირს :lool:

  2. უფრო მეტი დრო რო მიეცათ მარკიზას და პიანიჩის დუეტს დღეს მკვლელი ცენტრი გვეყოლებოდა. მაგრამ ეს სირგო რა სირგო იქნება თუ არ ი****

  3. ტორინო საერთოდ რა სტილის ფეხბურთს გვეთამაშება ?
    ჩვენი ცენტრალური მცველები რაღაც ძალიან ხშირად ადიან ზემოთ რაც ძალიან არ მომწონს.

  4. იუვენტუსსზე მიწერია მოგება 5000 ლარს ვიგებ ეგ დამრჩა მარტო ესე თქვენი გუნდისთვის არასოდეს მიბალეშიკია იმედია მოიგებენ მეორე ბურთიც მინდა რო ცოტა დავწყნარდე

  5. სანდროოოოოო.ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია დღეს იუვეში.ყველას ჩანაცვლებაა შესაძლებელი მის გარდა.

      1. ეხლა სულ რომ 5 პენალტი მოიგონოს და 3 ისე გაიტანოს იუვემ მაინც მსაჯს დააბრალებ და რეალურად არ აფასებ. მსაჯების გარეშე ვერ მოიგებს შენი აზრით? ან რომელი გუნდი აჯობებს იტალიაში, მით უმეტეს სრულად არ იყენებს რესურსს ალეგრი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.