ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი დერბი დელა მოლაზე საუბრობს

შეშლილი მაქსი ტორინოსთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე საუბრობს:

“შემადგენლობასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ მანჯუკიჩი განაცხადში არ იქნება. ხორვატი გაციებულია და ამ ეტაპზე 38 გრადუსით შინ იმყოფება. ბუფონი ასევე გამოტოვებს დერბის და გუნდს სასტარტოში ატალანტასთან 1/2 ფინალში დაუბრუნდება. ბერნარდესკიმ უკანასკნელი ვარჯიშის მიწურულს გადაღლა იგრძნო.. ამიტომაც უნდა გადავწყვიტოთ იქნება თუ არა იგი ტოროსთან სასტარტოში..

ტრავმირებულებზე რა უნდა ითქვას.. კუადრადომ სირბილი დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს. დიბალა სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ 90 წუთისთვის მზად ნაკლებად არის.. აი დაახლოებით 30 წუთს თავისუფლად იასპარეზებს. მატუიდი გუნდს მომავალი კვირის დასაწყისში დაუბრუნდება.. შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით ორ კვირაში გუნდს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ეყოლება.. მათ შორის ლიხტშტაინერი და ბარძალიც.

ტორინო ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება. გუნდმა დაძლია კრიზისი ახალი მთავარი მწვრთნელის ხელში.. მაცარი რაოდენ კარგია ეს ვფიქრობ ყველამ იცის.. გუნდი კომპაქტურად ათამაშდა და შესაბამისად მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხარებთან მძიმე თამაში გველის.

ტოტენჰემთან შეხვედრა ფატალური უიღბლობა იყო.. წარმოიდგინეთ ჩვენს მიერ გაკეთებული გადაცემების მხოლოდ 54 % იყო ზუსტი.. როცა საშუალოდ თამაში ეს მაჩვენებელი 75 – 80 %-ს შეადგენს.. გვქონდა არაერთი კარგი ეპიზოდი, სადაც შეგვეძლო კიდევ უფრო წინ გასვლა.. ამაში ბუნებრივია პენალტის ეპიზოდსაც ვგულისხმობ. მეორეს მხრივ.. ნუ დაგვავიწყდება რა გუნდია ტოტენჰემი.. ფაქტია ინგლისელებმა დიდებულად იმუშავას ამ შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად.. შესათამაშებლად.. მობილური ნახევარდაცვა და ფანტასტიური ფორვარდი, რომელიც არაფრისგან იტანს გოლებს..

ტოტენჰემთან რა შეცდომებიც დავუშვით ეს კარგად ვიცით და მათ აღმოსაფხვრელად ყველაფერს მოვიმოქმედებთ.. თუმცა, წინ ტორინოსთან მატჩია და ჩვენთვის მოახლოებული 90 წუთი ფრიად მნიშვენლოვანია..”

231 thoughts on “შეშლილი მაქსი დერბი დელა მოლაზე საუბრობს

  1. თუ გავალთ ჩვენ გაგვიხარდება, თუ ვერა და გაგვიტყდება, მაგრამ მაგით შენ რა? რა ხეირი ან რატომ შემოდიხარ და წერ ასე თუ იუვეს გულშემატკივარი არ ხარ. შემოდი და სხვა რამ დაწერე როგორც ბევრი აკეთებს და პროვოკაციებს შეეშვი. უბრალოდ შენ რა ხეირი აქედან მაგას ვერ ვიგებ

  2. ტოტენჰემის სასტავს გადახედეთ და მერე იუვეს ბაზარი არა იუვეს უკეთესი დაცვა ყავს აი დალშე რომელი იუვეს რგოლი ჯობს ტოტენჰემისას დაღლილი იუგიაინი ჯობს ალბათ გოლების მანქანა კეინს :forza:

  3. დიბალას ტყუილა აქებთ წავა ამ ზაფხულს და იგუაინზე კიდე საერთოდ არაა მოთხოვნა იმიტო რო მარტო თქვენ გევასებათ. ხალხს ტოპ ფეხბურთელზე ოცნებაც არ შეგიძლიათ

  4. ახლა ბერნასაც მიუღია ტრამვა 1 თვე სავარაუდოდ, ესღა გვაკლდა ახლა რა, სასწაულია ამათი ამბავი ამდენი ტრამვები რაც ფეხბურთი არსებობს ერთად რო შეაჯამო არ იქნება, თან როგორი იგროკები იღებენ რომლებიც აუცილებელია გუნდისთვის. ამ ხედირას ჯადოსნური წყალი ხო არ აქვს დანალევი არაფერი რო ემართება ამ სახედარს, ალბათ ალეგრის ერთი ადგილი ლოცავს :))))

    ბერნას ტრამვა ნამდვილად არ იყო საჭირო ამ ეტაპზე გარემოს ეჩვევა ტიპი და ახლა 1 თვე უნდა იყოს მასე. იმედია არაფერია საშიში და ღმერთმა ქნას მალე დადგეს ფეხზე. ფორცა ბერნა ფორზა იუვე :forza: :forza: :forza:

    1. უკვე ყოველი თამაში საშიშია ვინმე არ გაიტრამვოს. ვაბშე არ ითამაშონ ამ სერიალში დაიკიდონ ერთი მაგ სერიალის.

  5. მილანმა ძაან სტილნად მოკლე პასებში და იმენა კომბინაციებით და კედლის გათამაშებებით მოიგო გუშინ

  6. ტუპოი გატუზოა? ტიპმა პირველ შეხვედრაში მოკლა თამაში ევროპაზე. და ხუტშაბათს დააასვებებს ყველას და ეხა რომას მოტყნსვს რომში

  7. ამ პროვოკატორ მილანის ფანებს რატო ყვებით საერთოდ დისკუსიაში. სილვას, კალინიჩის და კესის ფანი რო დიბოს, იგუს და ხედოს ლანძღავს ან არაადეკვატურია და ან დაბოღმილი. სხვა გუნდის ისეთ ფანს შეიძლება ელაპარაკო აქ, რომელსაც იუვეს წარმატება უხარია და იუვეს პატივს სცემს. შურით გასიებულ სასტავს რას უმტკიცებთ. მილანს ყოველ თამაშში რო პენალტი აჩუქოს სუდიამ წელს მაინც ვერ შევლენ ოთხეულში. მარტო ჟილკით დიდხანს ვერ გაქაჩავს ტუპოი გატუზო. დიბოს და იგუს დონის იგროკებზე იოცნებონ მინიმუმ 5 წელი კიდე. :)

      1. ყველას ნუ ეხები მილანოს გულშემატკივარს ძმაა, არიან ადამიანები ვინც ეგრე არ ფიქრობს და დაუკვირდეთ რას დავწერთ..ფორზა მილან!!

  8. მარკიზიოც ცოლმა რაღაცა დაწერაო ალეგრიზიეო და მაგის გამო არ აამაშა მარკიზიოო :lool:
    ერთი უნაი ემერის ლანძღავენ ფეხბურთელების ცოლები და მეორე ალეგრის :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.