ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ატალანტა”

maxresdefault (2)

ალეგრის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბერნარდესკის მდგომარეობას 20 დღის შემდეგ შევაფასებთ. მიმდინარე პროცედურებმა შედეგი თუ გამოიღო კარგი იქნება, თუ არა და ოპერაციის ვარიანტი უნდა განვიხილოთ. იგუაინს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, ამიტომ ამ თამაშზე არ უნდა ველოდოთ. მატუიდი და მანჯუკიჩი სრულ მზადყოფნაში არიან. დე შილიოს კუნთი აწუხებს, მის მდგომარეობას შემდეგ კვირაში შევაფასებთ. ბარძალი კარგადაა. კუადრადო მუშაობს, მაგრამ დაბრუნებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

დიბალას ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვავრჯიშებდით, მაგრამ ჯერ სიტუაცია უნდა შევაფასოთ. წინ ზედიზედ ოთხი თამაშია და არასერიოზული იქნება იმის თქმა, რომ ყველა თამაშს 90 წუთი ჩაატარებს. მისთვის ახლა მთავარია თავისი თამაში იპოვოს, რადგან ჩვენ სეზონის გადამწყვეტ ფაზაში გადავდივართ და ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით დიბალა.

მატუიდი და პიანიჩი ითამაშებენ, მსამეს კი სტურაროს, მარკიზიოს და ბენტანკურს შორის ავარჩევ. ბუფონი და ლიხშტაინერიც ასევე სასტარტოში იქნებიან. დაცვაში ბენატია-რუგანიდან ერთერთი ითამაშებს.

“ატალანტა” კომპლიმენტებს იმსახურებს ევროპალიგაზე ნაჩვენები თამაშების გამო. სამწუხაროა, რომ გამოვარდნენ, ისევე როგორც “ნაპოლი”. იტალიურმა გუნდებმა უნდა ეცადონ, რაც შეძლება შორს გავიდნენ ევროპაში. “ატალანტა” ახლა კომპენსირებას ჩვენთან ეცდება ორივე თამაშში. ისინი, როგორც ჩვენ, ეცდებიან იტალიის თასის ფინალში გავიდნენ. “ატალანტა” ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ. დიდი ძალისხმევა მოგვიწევს მათ შესაჩერებლად. ჩვენ გველის პირველი თამაში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში.”

 

23 thoughts on ““იუვენტუსი” – “ატალანტა”

  1. გალათასარაი – იუვე გამახსენდა. გემახსოვრებათ ალბათ რა უსამართლოდ გამოაგდეს იუვე. გადათხარეს მოედანი სელჩუკებმა. ერთადერთი შანსი იყო ეგ მათი გამარჯვების.

      1. კონტემ მანამდე ჩაისვარა სახლში რო ვერ მოიგო, მაგრამ ეგ მატჩი მოედნის ბრალი იყო 95%-ით. ეტყობა არ გახსოვს რა ტალახში თამაშობდნენ ან არ გინდა რო გახსოვდეს

          1. როგორც მახსოვ ნახევარი სტადიონი იყო გადათხრილი და იუვე მხარეს იყო თამაში გალათასარაის მხარეს ვერც გადაქონდათ ბურთ, პოლიგონივით იყო ამტრიალებული

    1. ისე მანჯუ მარცხენა მცველად თქო მაგასაც ვწერდი :chuvak: მაგრამ არ უნდა იყოს ცუდი. აბა გოლებს ვეღარ იტანს. დღეს მაინც შეაგდოს

  2. 1.6 აქვს იუვეს.ატალანტამ 3 დღის ითამაშა დაღლილი იქნება.ნაჩუქარია ეს კუში.მე პრინციპულად არ ვდებ იუვეს შედეგზე თორემ ამას გავმაზავდი?

  3. ატალანტას გამოვარდნა მართლა ტეხავს რა. აი ნაპოლი რო გამოვარდა 2 0 მოიგო გასვლაზე და ვერ გავიგე შინ რამდენით წააგო?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.