ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი: “ყველას არ ხვდება წილად ბედნიერება ითამაშო “იუვენტუსში”

Juventus-1

ბლეზ მატუიდის ინტერვიუ  L’Equipe-თან:

“ბავშვობაში დიდ ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი, ბევრი მათგანი თამაშობდა “იუვენტუსში”: ბაჯო, დელ პიერო, ბუფონი, ტურამი, დავიდსი… ედგარ დავიდსი, ის ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო! “იუვენტუსი” მაღალი კლასის დემონსტრირებას ახდენდა. მახსოვს “იუვენტუსის” და პსჟ-ს შეხვედრა (1997 წლის ევროპის სუპერთასი). მე პარიზში გავიზარდე და რა თქმა უნდა, პსჟ-ს ვქომაგობდი. ის თამაში “იუვემ” 6-1 მოიგო, მაშინ გავიფიქრე – აი, გუნდიც ეგ არის!

აქ გადმოსვლამდე პოგბასთან ვსაუბრობდი. მან ბევრი კარგი რამ მიამბო “იუვენტუსზე”, თუ როგორ ისწრაფვიან გამარჯვებისკენ, დისციპლინაზე, მუშაობის მეთოდებზე, მაღალი სტანდარტზე. ასევე ვესაუბრე ევრას და დეშამს. პირველ დღეს სამედიცინო შტაბში მოვხვდი და შოკირებული გავხდი! რამდენი მანქანა, რამდენი მედიკოსი… არის აბსოლუტურად ყველაფერი, ეს დაუჯერებელია. მე ვნახე ბევრი ექიმი, თითოეული მათგანი სხეულის გარკვეული ნაწილის სპეციალისტია, თუ ხელი გტკივა პრობლემა არაა – ხელის სპეციალისტი მოგხედავს.

აბსოლუტურად ყველაფერი შეამოწმეს. პერსონალურად მაკვირდებოდნენ. როდესაც გუნდში მოვედი, სატრენაჟორო დარბაზში ვმუშაობდი, სიმართლე უნდა ვთქვა – ჩვენ, ფრანგებს, არ გვიყვარს ტრენაჟორებზე გულდასმით ვარჯიში. მე აქ მივხვდი რას ნიშნავს გულდასმით მუშაობა, სხეულის ზედა და ქვედა ნაწილის ძალა, თვითპოზიციონერების მეთოდი… რამდენიმე თვის მერე შევამჩნიე, რომ ძალიან შევიცვალე დადებითი კუთხით. ისეთი შერძნებაა, თითქოს რაღაც კურსები გავიარე. თამაშის შემდეგ უკვე არ მაქვს კრუნჩხვები, რომელიც ადრე მემართებოდა. ადრე ხალხთან მხარდამხარ სიარული მიჭირდა, ახლა ამ მხრივაც უკეთ ვარ, დროის მცირე მონაკვეთში. ყველაფერი იმ მუშაობის დამსახურებით, რასაც ვარჯიშების შემდეგ ვაკეთებ.

საქმე მუდმივ მოთხოვნებშია. ჩვენი მწვრთნელი ყოველთვის უფრო მეტს ითხოვს. თუ შენ მწვრთნელი გეუბნება – ყველაფერი კარგადაა, მაშინ შენ მოდუნდები. ალეგრი გვეუბნება – ბიჭებო ეს არასაკმარისად კარგი იყო, რაც ჩვენ ზრდაში გვეხმარება. ის ბევრ დროს უთმობს ტაქტიკურ სწავლებას. ამ მხრივ ის ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება. გუნდში არის დევიზი “vincere” (გამარჯვება), თამაშის დაწყებამდე ჩვენ გვესმის თუ როგორ მღერიან ქომაგები მას ისევ და ისევ. ეს განსაკუთრებულ განწყობას იწვევს. თქვენ შეიძლება სიამოვნება განიცადოთ მაშინაც, თუ ვერ იმარჯვებთ, მაგრამ გამარჯვებისას ეს გრძნობა უზომოდ იზრდება. ყველაზე მეტად აქაური ორგანიზაციის დონე მაკვირვებს. აცნობიერებ, რომ კლუბი დიდი ხანია არსებობს, ამიტომ მას უნდა შეესაბამებოდე და ემსახურო.

ორგანიზაცია უფრო ძლიერია, ვიდრე ფეხბურთელები – ეს ყველა დიდი კლუბის არსია. მახსოვს ევრა მეუბნებოდა, როცა უნდოდა “იუვენტუსში” გადმოვსულიყავი: “ბლეზ, “იუვენტუსი” ის გუნდია, რაც შენ გჭირდება”.  და ის მართალი იყო. ეს კლუბი საჭირო იყო ჩემი პროგრესისთვის საკლუბო და ეროვნულ დონეზე. ახლა მეორე ახალგაზრდობას განვიცდი… მიიღო ასეთი გამოცდილება – არაჩვეულებრივია! ყველას არ ხვდება წილად ბედნიერება ითამაშო “იუვენტუსში”.

მე მოვხვდი გუნდის გასახდელში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და ექვსი სკუდეტო მოიგო ზედიზედ. აქ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ასევე ჯიჯი ბუფონი… მიუხედავად იმისა, რომ მე დიდი საერთაშორისო გამოცდილება მაქვს და ბევრს მივაღწიე ნაკრებში და პარიზში, გასახდელში თითქმის ფეხის წვერებზე შევდიოდი. ჩემდა საბედნიეროდ, თანაგუნდელები სტუმართმოყვარე და ძალიან გამოცდილი მოთამაშეები არიან. 

ძალიან დამეხმარნენ პიანიჩი  და ბენატია, რომლებიც ფრანგულად ლაპარაკობენ. ასევე ჯიჯი. მე ვიცნობდი მას როგორც მოთამაშეს, მაგრამ არა როგორც პიროვნებას, ის მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა. დიდი, უზარმაზარი პატივისცემა! პირველი კონტაქტი ის იყო, რომ მან მაკოცა! ღმერთო ჩემო, ჯიჯიმ მე მაკოცა! გაოცებული დავრჩი, ეს მივიღე ისე, თითქოს მან მითხრა: “ჩვენ აქ ერთი ოჯახი ვართ”. უბრალოდ მშვენიერია, ჩემთვის ეს დიდი პატივია.

ჯიჯი ვეებერთელა პროფესიონალია, მე მას ვაკვირდები ვარჯიშებზე. ამ დონეს რომ მიაღწიო, მარტო შრომა არ კმარა. დამიჯერეთ, ის დიდი ტალანტია!

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ მოახდინა ვარჯიშებზე? თუ ორი უნდა ავარჩიო, დიბალას და პიანიჩს დავასახელებდი. პაულო უფრო ახალგაზრდაა და მე ვხედავ, თუ როგორ ხდება ის ძალიან, ძალიან მაგარი! ის ნამდვილი გენიოსია ბურთთან. მირალემმა უკვე აჩვენა თავისი დონე, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს განვითარებისთვის. მხოლოდ მის გვერდით ხვდები, თუ როგორი უნიკალურია. მან იცის ყველაფერი, როგორ გაიტანოს, როგორ მოატყუოს, როგორ დაბლოკოს დარტყმები. ამავე დროს ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია (“ჭკვიანიჩი” :) )… ამ ორმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ არაფერი ვთქვათ ჯიჯიზე. არც სხვებს დავივიწყებ.

რასიზმი იტალიაში? ყველა ასეთი ხომ არ არის? ბევრი თამაში ჩავატარეთ და მხოლოდ ორჯერ შემხვდა ინციდენტი. სტადიონებზეც კი ეს იშვიათობაა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია და ტკივილს მაყენებს, მაგრამ გულშემატკივრები დიდ თანადგომას მიცხადებენ სოციალურ ქსელებში. კლუბიც გვერდში მიდგას. არც ვიცი რა უნდა გავაკეთო, თუ ისევ განმეორდა. იმ მომენტში თამაშის მიტოვება მინდოდა, მაგრამ უცებ თანაგუნდელებზე დავფიქრდი, რომ უფლება არ მქონდა მეღალატა, მათ ხომ მხოლოდ კარგი უნდათ ჩემთვის. მე “იუვენტუსის” მაისურს ვატარებ და ჩემი ამოცანაა დავეხმარო გუნდს ჩემი თამაშით. უკეთესი იქნება თუ იგნორირებას გავუკეთებთ ყველაფერს და ფეხბურთზე ვიქნებით კონცენტრირებული.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bugitto
6 years ago

ეს ალვეში რა იდიოტი ყოფილა რეეები ილაპარაკა გული ამერია. ეს იუვეში კი არა საგიჟიდან არ უნდა გამოუშვა :blin:

bugitto
6 years ago

ეხლა ვკითხულობდი ფეხბურთელების გამოსათხოვარ წერილებს საცოდავი ასტორისადმი :loool: და უეფა ყველა ფეხბურთელი ყველა მწვრთნელი უსამძიმრებს ოჯახს და გუნდს მხოლოდ ალესანდრო დელ პიერომ მიუსამძიმრა ოჯახთან და გუნდთან ერთად ფიორეს გულშემატკივრებს აი რატომ არის ალე განუმეორებელი.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ევრო თასებზე იუვე და მილანი ცეცხლს დაანთებენ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დიბალაზე გაიგეთ? სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა მინდორს((

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

სად დაიწერა? დამთავრებულა მაშინ გუნდისთვისაც სეზონი

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

ჩვენი ბელაზა მაგარი კაცია, ამის იმედი მაქ ლონდონში

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

:forza:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

:up:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ბრავო ბლეზ

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

გაიხრე აბა ჰენ იცი გააგრძელე კარგად თამაჰი

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ს გ

არაანონიმური
არაანონიმური
6 years ago

ვა საღოლ ბლეიზ

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x