ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”იუვე მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენას ეცდება”

იტალიური მედიის მტკიცებით იუვე ეცდება მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებას:

ზაფხულში მაროტა/პარატიჩის დუეტი მზად არის მძიმე მოლაპარაკებებში ჩაერთოს, თუმცა წარმატების მიღწევა საკმაოდ რთული იქნება..

სავიჩის შეძენა ტურინელთა გარდა მთელ რიგ ევროპულ გრანდებს სურთ.. პსჟ, რეალი, იუნაიტედი და სიტი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან..

კულუარული ინფორმაციით ლოტიტო აუქციონზე 120 მილიონი ევროდან დაიწყებს.

13 thoughts on “იტალიური მედია:”იუვე მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენას ეცდება”

  1. ამ სავიჩში ისეთს ვერაფერ ვამჩნევ რომ აუცილებლობას წაროადგენდეს მისი გუნდში მოსვლა თან ძირითადის მოთამაშედ რომ მოიაზრებოდეს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ჩემი აზრით ერიკსენის მოსვლა იქნება გამართლებული რადგან ბურთსაც მაგრად იჭერს პასიც კარგი აქვს მოედნის ხედვასაც ვერ დაუწუნებ + ტოტენჰემი ის გუნდი რომელსაც შეუძლია მოლაპარაკებები ჩიხში არ შეიყვანოს მთავარია ანიელიმ და კომპანიამ ამისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგან და მე დარწმუნებული ვარ რომ ამას 70-80 ლიმონად თავისუფლად მოვიყვანთ არ ხელფასზე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი მოითხოვოს თავისუფლად შეიძლება სერიოზულ პროეკტთან ერთად 10-12 ლიმონი ცუდი არ იქნება და მინიმუმ 4-5 წელი ამ პოზიციის მოთამაშის დამატება აღარ იქნება საჭირო.

    1. ერიქსენი დაახტეს ამას ხელებგაშლილი, რასი ერიქსენი მასეთი სტილი გვყავს პიანიჩი

    2. დრო შეიცვალა 80 მილიონი კი არა საერთოდ თუ განიხილა ტოტემ ერიქსენზე შეთავაზება,წარმოდგენაც მეზარება რამხელა კუშს დაახეთქებს ლევი 75 მილიონ ფუნტად დეიკი გაიყიდა 80 მილიონი ევრო ერიქსენი?
      არავის გიკვირთ აქამდე რატო არავინ უკეთებს შეთავაზებას ტოტეს სადაც ამდენი ახალგზრდა ტალანტია.
      იმიტო რო ლევი ტოტეს პრეზიდენტი მაგარი მიწუწლია რეალს ისეთები უკეთა ბეილზე იმის მიუხედავათ რო ბეილს ბოიკტი ქონდა მოწყობილი აღარ ვითამაშებო მაინც ბოლომდე გაწურა პრესი
      ერთადერთი შანსია თვითონ ერიქსენმა მოაწყოს ბოიკოტი და მაგ შემთხვევაშიც არ მგონია გაუშვას კონტრაქტის ბოლომდე დატოვებს ხერხემალია ტიპი კეინს გაყიდის და ერიქსენს არა,მითუმეტეს ერიქსენიც სხვანაირი ტიპაჟია ბარსას,მანიუს და რავი კიდე უამრავი გუნდის შეთავაზებებს ბლოკავს ამდენი წელია,ტოტე რო გაიმართა ამ წელს ერიქსენიც უკეთესად გამოჩნდა გაპიარდა თორე ტოტეს და ეპლს ვინც ადევნებს თვალს ერთი 3-4 წელია ერიქსენი ტოპ დონეს დებს და მსურველებიც სულ ყავდა თან გრანდები

  2. ბერნანდესკიში გადავიხადოთ 40 მილიონი დაა ეს რატო უნდა ღირდეს 120 სასაცილოა როცა ბერნანდესკის დონის ფეხბურთიც არუჩვენებია იმისდამიუხედავად რო სხვადასხვა პოზიციებია…

  3. 120 მილიონი ეს კიარაა ზიდანი როდააბრუნა ამ ასაკში იმაში არუნდა გადაიხადო…რა ფასებია ბაზარზეეე რაუბედურება,,,დააწესოს უეფამ ლიმიტიი მაქსიმუმ 100 მილიონი ფეხბურთელში,ძაან იჩაგრება მერე ისეთი გუნდები ვისაც ჭაბურღილი არუდგას ეზოში…ფაქტიაა უკან მიექანება ფეხბურთი იმიტომცაა ვარსკვლავების ნაკლებობა

  4. სად წერია ეს იუვეს ვალზე? რისი ვალი გვაქვს ღადაობთ? გუნდი პლიუსისკენ მიდის.. ახლა 4-5 თვის ფინანსური თემა დაიდო და 50 მილიონიან სუფთა მოგებაზე გავიდნენ ))) აგერ ანდრეა ანიელი ვაფშე 2 მილიარდის გადახდას აპირებს ელკანისთვის რომ საკონტროლო პაკეტი გამოისყიდოს )) ვალი არა ჯიგრის ყაურმა )

    1. მაგათ აქვთ თუ არ აქვთ ეგენი ხარჯავენ და ესენი კიდე თავისუფალ აგენტებს დასდევენ დარმიანი მოვა ამ ზაფხულს

      1. კარგი თავისუფალი ვინც მოვიდა რომელმა არ გაამართლა
        პირლო, ხედირა, პოგბა, ლორენტე.

  5. კარგია მაგრამ სიტი პსჟ რეალი და იუნაიტედს იუვე ვერ აყვება აუქციონში. თან ვალებმაც იჩინა თვი ამ ბოლოდროს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.