ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ლონდონში იუვეს რთული მატჩი ელის:

“გარკვეულწილად ეს ფინალის ტოლფასის დაპირისპირება იქნება, რადგან ჩვენ კონკრეტული შედეგის მიღწევა მოგვიწევს, თუ მართლაც გვსურს მომდევნო ეტაპზე გასვლა. ნამდვილად არ ვიცი როგორ სტილს აირჩევს პოჩეტინო, მაგრამ ჩვენის მხრივ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ტექნიკური კუთხე.. მშვიდად და ტექნიკურად გვმართებს ასპარეზობა..

ჩვენ ვერ ვიასპარეზებთ ისე, როგორც ბაიერნთან ორი წლის უკან.. მაშინ სხვა სტილის ფეხბურთელები გვყავდნენ, რომლებიც უფრო სწრაფად მოქმედებდნენ კონტრიერიშებისას.. ახლა უპირატესობა მიენიჭება ბურთის კონტროლს და საკუთარი შანსების რეალიზებას. ლაციოსთან მატჩი? რომში გამართულ მძიმე შეხვედრასთან შედარებით აქ ვფიქრობ უფრო მეტი თავისუფალი სირვცე იქნება.

ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის თანახმადაც იგუაინი და დიბალა ამ შეხვედრაში ვერ იასპარეზებენ.. გონსალომ ორი ვარჯიში ჩაატარა უკვე გუნდთთან ერთად, ხოლო პაულომ ლაციოსთან დაპირისპირებისას ყველას აჩვენა თუ რა შეუძლია კონკრეტულ ეპიზოდში. ჩვენ დიდი სპექტაკლის მნახველები გავხდებით, სადაც თითოეული მოთამაშე, განურჩევლად იმყოფება თუ არა 100%-ით მომზადებული, მაქსიმუმის დადებას ეცდება.

ტრავმებზე დიდხანს არ ვფიქრობ.. მეორეს მხრივ კარგი იქნება თუ საქმეს დამატებით დრომდე არ მივიყვანთ, რადგან სათადარიგოთა სკამზე ამ მატჩში საკმაოდ მოკლე გვაქვს.

დიბალა, კოშტა და იგუაინი არიან ფორვარდები, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენს განკარგულებაში იმყოფებიან.. შესაძლოა მათ ერთდროულად მოუწიოთ ყოფნა, მატჩის მიმდინარეობისას.. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, სამივე მათგანის სასტარტოში ხილვას”.

355 thoughts on “შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. ხო იმასაც იძახდით ანონიმურო რო სახლში რა გვიქნეს იქ რას გვიაზევენო და კეინი კი გავტენეთ ლიორისის უკანალში.

  2. კაია შემდეგი ეტაპი მარა ვალიდოლები მოიმარაგეთ შემდეგ ეტაპზე დაგჭირდებათ.ტოტენჰემი რო ამას გიშვრება წარმოდგენაც მაშინებს სიტი რას დამართებთ:D:D სხვა გრანდებზე არ ვისაუბრებ:D:D
    თავი გაიმაგრეთ ილაპარაკეთ შემდეგში სხვა რამე იქნებაო,როგორც დღეს უნდა ყოფილიყო სხვა რამე:D სხვა რამე როდის უთამაშია რო იუვეს ან რა სხვა რამე:D:D:D
    P.S ბენატია,პიანიჩი არ იქნებიან და იმდეია კიდე არავინ დაიმტვრევა მანამდე:D

    ალეგრი ყოფილა გენიოსი რო ბარძალი დააყენა მარჯვენა ფლანგზე:D:D:D შეტევაში ხო 0 დატოვა შანსი და ტოტეს გარდა ნებისმიერი გრანდი ესეთი ამაზრზენი ბარძალის შემყურე დიდი ხნით ადრე მოკლავდა თამაშს.

  3. ბეტანკური უნდა ათამაშოს სერიალში ხშირად, თორემ პიანიჩის არყოფნაში დიდი არჩევანი არ გვაქვს.

      1. მარტო ტემპი არაა საკმარისი, თავიც უნდა ჰქონდეს. თორემ ტემპი სტურაროსაც აქვს. :mrgreen:

    1. ფიზიკას კარგად იყენებს და დრიბლინგიც ნორმალური აქ,მაგრამ ჩანით არ ეშველება ჩვენ ნახევარდაცვას

  4. გილოცავთ! ალეგრიმ ზუსტად 5 წუთში მოუყომარა :) ბრავო მაქს! ეს კაცი არის ნომერ პირველი მწვრთნელი!

  5. სონს დიდი სიამოვნებიტ ვიხილავდი იუვეს მარცხენა ფლანგზე, სისიხლი გაგვიშრო მასტმა.

  6. პირველად ვაგინე წინა თამაშზე ალეგრის და ახლაც ვაგინე,არადა მაგის ნომერ 1 დამცველი ვიყავი :lool: ცოტა შეტევას მიხედოს და დალაგებულად ათამაშოს გუნდი თორემ გაგვიჭირდება ძაან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.