ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია
შეშლილი მაქსი უდინეზესთან წინასამატჩო პრესსკონფერენციისას ბევრ საინტერესო თემას შეეხო.. მათ შორის კუადრადოს და ბერნარდესკის ჯანმრთელობის მდგომარეობებს:
“ერთადერთი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში არის გამარჯვება. უდინეზე ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც კალჩოში მესამე პოზიციაზეა წესების დამრღვევ გუნდებს შორის.
მძიმე გრაფიკის გათვალისწინებით, ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ.. იმისათვის რომ სამი ქულა შინ დავიტოვოთ, აუცილებელია ყურადღება და მშვიდად თამაში.
ფაქტიურად ყველა იუვენტინო ჩემს განკარგულებაშია.. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ლიხტშტაინერი და ალექს სანდრო დააკლდებიან.. კუადრადო ხვალ გერმანიაში გაივლის სამედიცინო შემოწმებას და საბოლოოდ დადგინდება მისი დაბრუნების პერიოდი. ბერნარდესკი განმეორებით სამედიცინო ტესტებს ორშაბათს გაივლის.. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დაჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.
უდინეზესთან კარს შესნი დაიცავს, ხოლო დაცვის ფლანგებზე ასამოას და დე შილიოს ვიხილავთ. ჰიოვედესი გამოჯანმრთელდა და კარგ კონდიციებში იმყოფება, თუმცა მთელი 90 წუთისთვის ჯერ მზად არ არის”.
barsadan erti eqimi mainc
moiyvanon am dalocvilebma
რა უსაშველო ტრავმები ააქვთ ამ ბერნას და კვადრადას ან რა ვეღარ დაადგინეს რა ჭირთ ამისთანა
დაიმსახურეს დასვენება ბიჭებმა მარა ნამეტანი როტაციაც სარისკოა
კარგია როტაცია მარა იმედია ეს ჰედეგზე არ იმოქმედებს