შეშლილი მაქსი:”მოხარულნი ვართ რეალთან დაპირისპირებით”
ალეგრი სპალთან მატჩზე და რეალთან მოახლოებულ სუპერ დაპირისპირებაზე:
“არ ვაპირებთ იმ უპირატესობის განიავებას, რომელიც მოვიპოვეთ.. სპალთან შეხვედრაში ერთადერთი მიზანი არის გამარჯვება.
ფერარიში დაპირისპირებას, როგორც ნამდვილ დღესასწაულს ისე ელიან და შესაბამისად აუცილებლად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ..
არაერთხელ ვთქვი უკვე, რომ რეალი მთავარი ფავორიტია ჩემპიონთა ლიგაზე.. მოხარულნი ვართ რომ სწორედ ასეთ დიდებულ მეტოქესთან გვიწევს ასპარეზობა. იუვენტუსი რეალთან მოედანზე მაღლა აწეული თავით გავა და მერწმუნეთ ამ ორ დაპირისპირებაში ჩვენ მათ წინააღმდეგ წარმატებისთვის არაფერს დავიშურებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ შარშან იმავე სტადიაზე ბარსელონა დავამარცხეთ.
კუადრადო და ბერნარდესკი კვლავინდებურად სარეაბილიტაციო კურსს გადიან.. ხედირას ვირუსი აქვს და რაც შეეხება დანარჩენ იუვენტინოებს, ისინი განაცხადში იქნებიან.
რეალთან დაპირისპირებას პიანიჩი გამოტოვებს, თუმცა ჩვენ ხომ მარკიზიო და ბენტანკური გვყავს.. ამ ორ მოთამაშეს შეუძლია ბოსნიელის მახასიათებლების შეთავსება.. მაგრამ უმჯობესია მოვლენებს წინ არ გავუსწროთ”.
შენი იმედი მაქვს მაქს ყველაზე მეტად ცოტათი მეტი შანსი აქვს რეალს ობიექტურები რომ ვიყოთ მაგრამ თუ შენებურ ფოკუზებს ჩაუტარებ გავალთ
აი რეალის გამოგდება კიდე ფსიქოლოგიურად იმხელა პლიუსი იქნება რომ მერე ლიგა რო ვერ მოიგო მართლა უნდა წახვიდე და სხვას მისცე შანსი
მგონი მარკიზათი და ბენტანკურით აპირებს პიანიცას შეცვლას და კარგია :) პრინცი მთლიან მატჩს ვერ თამაშობს და ალბათ ორივეს ვნახავთ