ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი:”რეალი? ჩვენ მზად ვართ”

ბიანკონერის ვიცე პრეზიდენტი წილისყრას ესწრებოდა და ბუნებრივია ჟურნალისტებსაც გაესაუბრა:

“ორი დიდებული და ბუნებრივია მძიმე მატჩი გველის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.. ვუყურე მათ ასპარეზობას პსჟ-ს წინააღმდეგ და ჩემზე ესპანელები საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს.. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება რომ პირველ შეხვედრას სამეფო კლუბი ტურინში გამართავს და მათ ჩვენთან თბილი დახვედრა ნამდვილად არ ელოდებათ.

არამგონია ჩვენმა გუნდმა კარდიფის მსგავსი პრობლემები განიცადოს.. მიდგომა რადიკალურად განსხვავებული იქნება და საერთოდაც, ვფიქრობ რეალი ერთ მატჩიანი რაუნდისთვის უფრო მზად არის ვიდრე ორისთვის.. ჩვენ ეს ადრე უკვე ვნახეთ, სადაც ჯამში საგოლე ეპიზოდები უფრო მეტი ჩვენ გვქონდა, ვიდრე მათ. ბენატიას და პიანიჩის გარეშე გაგვიჭირდება, მაგრამ ალეგრის არაერთხელ დაუმტკიცებია რომ მწირი რესურსითაც შესაძლებელია მაქსიმუმის მიღწევა.

ფაქტია, რომ სეზონის ამ კონკრეტულ ეპიზოდში ჩინებულ ფორმაში ვიმყოფებით.. ზუსტად იქ ვართ სადაც გვინდოდა ყოფნა და ვიბრძვით სამივე ფრონტზე წარმატებისთვის. მეორეს მხრივ რეალი გამოთიშულია შინაურ ასპარეზზე ბრძოლას და ახლა ლიგაზე მაქსიმალურ ენერგიას ჩართავს.. მაგრამ მერწმუნეთ იუვენტუსი ყველაფრისთვის მზად არის.

დიბალა და იგუაინი ორი გამორჩეული ფენომენია, რომლებიც საოცრად ირჯებიან.. აი დიბალა კი ვფიქრობ უნდა თამაშობდეს საოცრად, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მისი გვარი ოქროს ასოებით იწერებოდეს.. ბოლო პერიოდში მის ვარჯიშს თვალყურს აქტიურად ვადევნებ და უდაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.”

64 thoughts on “ნედვედი:”რეალი? ჩვენ მზად ვართ”

  1. ტაქტიკის ვარირებას ექნება მატჩის დროს ადგილი.. თუ საჭირო გახდა შეიძლება 3-5-2 ზეც გადააწყოს ) მაქსმა ყველაზე კარგად იცის ახლა როგორ უნდა მიუდგეს რეალს ორ მატჩიან რაუნდში..

    1. ჩემი აზრით მნიშვნელობა არ აქვს როგორ დაიწყებს, შეცედავს და თუ საჭირო გახდა გადააწყობს. სამივე ტაქტიკა დამუღამებული აქვს გუნდს და თამაშის მიხედვით მოიქცევა, შარშან უბრალოდ რესურსი არ ქონდა რომ გადაეწყო

  2. არანაირ ახალ ველოსიპედს არ მოიგონებს ალეგრი.მიაწვება ნაცად 4-3-2-1 ს ცენტრში მარკიზიო იქნება ალბათ თუ ვერ გაამართლა გადააწყობს სხვაზე და ა.შ. ახლა კი წერთ 4-2-3-1 იო და რო რამე მეტე აგინებთ რატომ დააყენე ეს ხომ ოცოდი არ ჭრიდაო ))

    1. სხვა არ ვიცი მაგრამ პირადად მე ალეგრის გამო არაერთი დღე გამიტარებია აქ კამათში )) ჩემთვის ტოპ 3 მწვრთნელს შორის შედის.. უფრო შორსაც წავალ და ვიტყვი რომ გუარდიოლას შემდეგ საუკეთესოა და უკონკურენტოა

      1. გეთანხმები ნამდვილად შედის მაქსი ტოპ 3 მწვრთნელში შეიძლება ბევრს გაგეცინოთ მაგრამ ჩემი აზრით მაქსი პეპზე უფრო მრავალმხრივი მწვრთნელია გვარდიოლას თავისი სტილი აქვს და ყოველთვის იმას აწვება ალეგრი კი მოწინააღმდეგის მიხედვით ირჩევს ტაქტიკას კაციშვილი ვერ მიხვდება რა სტილს აირჩევს ალეგრი ეს ძალიან მომწონს :forza:

          1. იგუ კია, მაგრამ ეგ ტრავმას ვერ ღებულობს :) ისე იკარდის მეხოტბეები სად არიან? იკარდის ნაცვლად ხო არაა იგუ შემთხვევით :lool:

  3. ხედირა – მაწუიდი რო დააყენოს ბურთის დაჭერა ვის უნდა დაავალოს თქვენი აზრით?
    თუ იმდენად დაბალი წარმოდგენის ხართ ალეგრიზე რო ფიქრობთ ფეხბურთელებს ინდივიდოალურ დავალებებს არ აძლევს, რო გაჭირდეს ბენტუკურს დააყენებს და ხედირა – მაწუიდს მარტო არ დააყენებს

  4. მეც 4-2-3-1 მგონია, მანძუ დაეხმარება ცენტრს, დიბალა კი ნახევარდაცავა თავდასხმას შეაერთებს, კოშტამ უნდა იჯჯიგროს და მარსელო აფორთხიალოს

  5. ხედირა – მაწუიდი გამორიცხულია, 3 ნახევარმცველი იქნება და მესამე მარკიზიო, ხედირა ან იქნება ან არა, სტურაროს დააყენებს, 70 თამაში ჩააგდო ვითომ ფორმაში მყოფმა ხედირამ და მაგას ჯობია ფორმაში არ მყოფმა მარკიზიომ ჩააგდო თამაში, მარკიზიოა და ვერ გაბედავს ალეგრი მის მიმართ მსგავს უსამართლობას

  6. ვაი ვიუ აღარ უნდა გასგებია რო ყველაზე მაგარ გუნდს შევხვდით, ეს გუნდი ლიგისთვისა დაბადებული მარა არაფერია გადაწყვეტილი და ჩემი აზრით რეალის გამოგდება აქ ჯობდა თუ ჩემპიონობაზე გვაქ პრეტენზია, ფინალს როგორც თამაშობს რეალი კი ვიცით, ხო ბენატია – შევცვლით ასე თუ ისე მარა პიანჩი არ ყოფნა ძან დაგვაკლდება. მარა მარკიზიო დროა ერთი გაიბრწყინოს და ერთი მაგარი თამაში ითამაშოს მოკლედ ვნახოთ მე მჯერა ამ გუნდისა. იმედეა ბერნანდესკი დაგვიბრუნდება. :juvee: :juvee:

  7. კაი რა კიდე თუ 2 ნახევარმცველით ითამაშა ალეგრიმ რეალთან და აღარ ყოფილა მაგის საშველი,თან ხედირა და მატუიდი,2 მეტრაში ზუსტი პასის გაკეთება არ იციან,ჩათვალეთ საჯარიმოდან ვერ ამოვალთ

  8. ისე რეალი არ მინდოდა ყველაზე მეტად და მაინცდამაინც ეგ დაჯდა… მაგრამ როდესღაც ხო უნდა გამოვარდეს ეს რეალი და ისევ ჩვენ თუ გავაგდებთ აბა სხვას სადააქ მაგის ###კი

    ეს საძულველი ბაიერნი როგორ მიათრიეს ნახევარფინალამდე ნახე რა…
    ნუ ბარსა ოდითგანვე უეფალონა იყო :chuvak:

  9. დიბალა ჩაატარებს ) უბრალოდ აი პიანიჩის არ ყოფნაა პრობლემატური ცენტრში.. ალბათ 4-2-3-1 ვითამაშებთ..

    1. აღარ ჭრის ეგ 2 ნახევარმცველი მითუმეტეს თუ ზოზინა ხედირაა მოედანზე და, ისევ 4-3-3 ს უნდა მიაწვეს პიას ნაცვლად ან მარკიზა ან ბენტაკური მანამდე ბევრი უნდა ათამაშოს ფორმაში რომ შეხვდეს

      1. მარკიზიოს იმედი არ მაქვს.. ვერა და ვერ შევიდა ფორმაში.. ბენტანკურიც მეეჭვება გარისკოს.. ატალანტასთან რაც იყო 4-2-3-1 ჩათვალე რომ ტესტ მატჩი გამართეს..

  10. ყველაზე ცუდი ვარიანტი ბაიერნი იქნებოდა, ცუდი ისაა რომ ბენატია და პიანიცი არ იქნება ორივე შეუცვლელ მოთამაშრდ ჩამოყალიბდა, იმედია იგუ დიბალა და კოშტა კარგ ფორმაში იქნებიან

  11. ძალიან კარგია ავტორიზაციის აღდგენა :up: დიდი ხანი ვითხოვდით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :chuvak: :forza: მართლა ვერ გავუძლებდით თინეიჯერი ექსპერტების შემოსევას

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.