ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი:”რეალი? ჩვენ მზად ვართ”

ბიანკონერის ვიცე პრეზიდენტი წილისყრას ესწრებოდა და ბუნებრივია ჟურნალისტებსაც გაესაუბრა:

“ორი დიდებული და ბუნებრივია მძიმე მატჩი გველის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.. ვუყურე მათ ასპარეზობას პსჟ-ს წინააღმდეგ და ჩემზე ესპანელები საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს.. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება რომ პირველ შეხვედრას სამეფო კლუბი ტურინში გამართავს და მათ ჩვენთან თბილი დახვედრა ნამდვილად არ ელოდებათ.

არამგონია ჩვენმა გუნდმა კარდიფის მსგავსი პრობლემები განიცადოს.. მიდგომა რადიკალურად განსხვავებული იქნება და საერთოდაც, ვფიქრობ რეალი ერთ მატჩიანი რაუნდისთვის უფრო მზად არის ვიდრე ორისთვის.. ჩვენ ეს ადრე უკვე ვნახეთ, სადაც ჯამში საგოლე ეპიზოდები უფრო მეტი ჩვენ გვქონდა, ვიდრე მათ. ბენატიას და პიანიჩის გარეშე გაგვიჭირდება, მაგრამ ალეგრის არაერთხელ დაუმტკიცებია რომ მწირი რესურსითაც შესაძლებელია მაქსიმუმის მიღწევა.

ფაქტია, რომ სეზონის ამ კონკრეტულ ეპიზოდში ჩინებულ ფორმაში ვიმყოფებით.. ზუსტად იქ ვართ სადაც გვინდოდა ყოფნა და ვიბრძვით სამივე ფრონტზე წარმატებისთვის. მეორეს მხრივ რეალი გამოთიშულია შინაურ ასპარეზზე ბრძოლას და ახლა ლიგაზე მაქსიმალურ ენერგიას ჩართავს.. მაგრამ მერწმუნეთ იუვენტუსი ყველაფრისთვის მზად არის.

დიბალა და იგუაინი ორი გამორჩეული ფენომენია, რომლებიც საოცრად ირჯებიან.. აი დიბალა კი ვფიქრობ უნდა თამაშობდეს საოცრად, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მისი გვარი ოქროს ასოებით იწერებოდეს.. ბოლო პერიოდში მის ვარჯიშს თვალყურს აქტიურად ვადევნებ და უდაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

64 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
6 years ago

აუ ისევ სანაკრებო იწყება :blin: დეპრესია მაქ დამართული ამ ნაკრებების ხელში ტფუ ამის რა :no როგორ ვერ ვიტან.

forza bianconeri
6 years ago

2 ნახევარმცველით თამაშს თუ აპირებს ალეგრი, მაშინ ბრაზილიელები მინდა ვინგერებად, კოშტა და სანდრო.
კვადვო დაცვაში
სავარაუდოდ ასეც იქნება

koba del piero giorgadze

დავით ფოტო როგორ მოგაწოდო ძმაო

koba del piero giorgadze
Reply to  Dutch
koba del piero giorgadze
Reply to  Dutch

მადლობა ძმაო <3 :forza:

Samtrediel90
6 years ago
Reply to  Dutch

რა თქმა უნდა,არც ტრამვები არც ყვითლები,დ დ შ ვ ც

ალეგრიშე მოიფიქრებს რამეს

ამ #ლე მაროტამ კიდე ვითომ ხალხი იყიდა ამ ზაფხულს და მაინც არავინ არ გვყავს სკამზე

რა უიღბლო გუნდი ვართ

Samtrediel90
6 years ago

ნეტა კვადრადო და ბერნა თუ მოასწრებენ გამოსვლას?

Di Francesco # 1
6 years ago

სახლში ჯობია, მეორე თამაში რო გასვლაზეა სახლში თუ მანდამაინც 30 გოლი არ გაქ გაშვებული, სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა სენს მხარეზეა, გაუშვი სახლში 1 გოლი, რაზეც მეტოქ თანახმაა და მერე შეაგდე 2 და თავი ქუდში გაქ, იუვე რო ხარ 2 გოლის გატანა პრობლემა არაა, 0-0იც რო იყოს სახლში გასვლაზე ყველა ფრე შენია, ფსიქოლოგიური წნეხი ნეტოქეზე მეტია ასეთ შემთხვევაში, მაურინიომაც მაგიტო წააგო, პირველი თამაში სახლში რო ეთამაშა ალბათ გავიდოდა

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ადრე ვითომ პირველი გასვლაზე თამაში ჯობდა,ახლაც კი თვლის ზოგი მასე მარა ჩემი აზრით საერთოდ სულერთია მთავარია რომელი როგორ ფორმაში შეხვდება იმ მატჩს

koba del piero giorgadze

რეალისტ დავითას ფოტო როგორ მიაწოდე მასწავლე რ ძმურად

Samtrediel90
6 years ago

კიელინის და სანდროს ქონიათ 2-2 ყვიტელი და ფრთხილად უნდა იყვნენ ეგენი,იქედან რამოსს აქვს 2…
ისე მიდის საქმე მემგონი რამოსი-კიელო არ იქნებიან მეორე თამაშში :givi:

Di Francesco # 1
6 years ago

სახლში რო ვთამაშობთ პირველს დიდი +ია, გასვლაზე მყოფი გუნდი მეტნაკლებად თავშეკავებით თამაშობს პირველ თამშში და მაქსიმუმს არ ამჟღავნებს, სალხში ჩამოვლენ და იქ მოვუგებთო ამის იმედი აქვთ, იუვეს კიდე უყვარს ასეთ გუნდებთან თამაში, ფსიქოლოგიურად უკეთეს მდგომარეობაშია ის გუნდი რომელიც პირველ თამაშს სახლში თამაშობს

aragveli
6 years ago

პრივილეგიად ჯერ გასვლითი თამაში ითვლება საერყოდ და მაგიტოა ჯგუფიდან 1ზე გასული რომ გასვლას თამაშობს ჯერ, მაგრამ მერვედფინალების შემდეგ მე რაც მახსოვს იუვეს სულ სახლში უწევს პირცელად თამაში ძლიერ გუნდებთან მით უმეტეს და სულ გაბდივართ

| Newsphere by AF themes.
64
0
Would love your thoughts, please comment.x