ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”მოხარულნი ვართ რეალთან დაპირისპირებით”

ალეგრი სპალთან მატჩზე და რეალთან მოახლოებულ სუპერ დაპირისპირებაზე:

“არ ვაპირებთ იმ უპირატესობის განიავებას, რომელიც მოვიპოვეთ.. სპალთან შეხვედრაში ერთადერთი მიზანი არის გამარჯვება.

ფერარიში დაპირისპირებას, როგორც ნამდვილ დღესასწაულს ისე ელიან და შესაბამისად აუცილებლად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ..

არაერთხელ ვთქვი უკვე, რომ რეალი მთავარი ფავორიტია ჩემპიონთა ლიგაზე.. მოხარულნი ვართ რომ სწორედ ასეთ დიდებულ მეტოქესთან გვიწევს ასპარეზობა. იუვენტუსი რეალთან მოედანზე მაღლა აწეული თავით გავა და მერწმუნეთ ამ ორ დაპირისპირებაში ჩვენ მათ წინააღმდეგ წარმატებისთვის არაფერს დავიშურებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ შარშან იმავე სტადიაზე ბარსელონა დავამარცხეთ.

კუადრადო და ბერნარდესკი კვლავინდებურად სარეაბილიტაციო კურსს გადიან.. ხედირას ვირუსი აქვს და რაც შეეხება დანარჩენ იუვენტინოებს, ისინი განაცხადში იქნებიან.

რეალთან დაპირისპირებას პიანიჩი გამოტოვებს, თუმცა ჩვენ ხომ მარკიზიო და ბენტანკური გვყავს.. ამ ორ მოთამაშეს შეუძლია ბოსნიელის მახასიათებლების შეთავსება.. მაგრამ უმჯობესია მოვლენებს წინ არ გავუსწროთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
6 years ago

შენი იმედი მაქვს მაქს ყველაზე მეტად ცოტათი მეტი შანსი აქვს რეალს ობიექტურები რომ ვიყოთ მაგრამ თუ შენებურ ფოკუზებს ჩაუტარებ გავალთ :modee: აი რეალის გამოგდება კიდე ფსიქოლოგიურად იმხელა პლიუსი იქნება რომ მერე ლიგა რო ვერ მოიგო მართლა უნდა წახვიდე და სხვას მისცე შანსი

aragveli
6 years ago

მგონი მარკიზათი და ბენტანკურით აპირებს პიანიცას შეცვლას და კარგია :) პრინცი მთლიან მატჩს ვერ თამაშობს და ალბათ ორივეს ვნახავთ

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x