ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი:”დიბალამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს”

იგუაინი დიბალას თაობაზე საუბრობს, რომელიც არ იქნა გამოძახებული არგენტინის ეროვნულ ნაკრებში:

“დიბალას იუვეში გადმოსვლამდეც ვიცნობდი, როდესაც ნაპოლის რიგებში ვიყავი, ხოლო ის პალერმოში.. ტურინელთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩემმა ახალგაზრდა თანამემამულემ გოლების რაოდენობას არ მოუკლო, რითაც დაამტკიცა რომ შეუძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა.

პაულო ჩემი კარგი მეგობარია და ვცდილობ თვალი მუდმივად მივადევნო.. საჭირო რჩევები მივცე, რომ აღებული ტემპი შეინარჩუნოს.. იგი სულ რაღაც 24 წლისაა და ფანტასტიური თვისებებით არის დაჯილდოებული.

მის ასაკში მნიშვნელოვანია ვნებათაღელვას არ აყვეს.. მიიღოს კარგად აწონილი გადაწყვეტილებები.. მერწმუნეთ ეს პერიოდი თავადაც გამოვიარე და ვიცი რასაც ვამბობ..

თუ შენ არ ხარ ფსიქოლოგიურად ძლიერი, მაშინ პრობლემებს ელოდე.. წარმოიდგინეთ ერთ მშვენიერ დღეს შენ ყველა გაქებს და კომპლიმენტებს არ იშურებს.. მეორე დღეს ცდილობენ მიწაზე დაგანარცხონ სხვადასხვა სახის კრიტიკით.. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნო და გზა განაგრძო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x