ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი იუვეზე და პსჟ-დან წასვლაზე..

ბლაზ მატუიდი პსჟ-დან წამოსვლის მიზეზზე და არამარტო:

“არის პერიოდი, როდესაც პრობლემებს განიცდი.. მეტოქე გოლს იტანს და ანგარიშში წინ გადის, თუმცა ამ დროს ჩვენ შემდეგ სიტყვებს ვიმეორებთ fino alla fine! ჩვენი საიდუმლო სწორედ ამაშია – ბრძოლა ბოლო წამამდე! იუვენტუსის სლოგანი არის გამარჯვება, შესაბამისად ლამაზად თამაში საკმარისი არ არის.

შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, როგორც მაგალითად ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ტოტენჰემის წინააღმდეგ, რომ გუნდ სირთულეებს განიცდიდა.. მაგრამ სწორედ ასეთი სირთულეების დროს შეგვიძლია დამტკიცება, თუ რას ნიშნავს იუვენტუსის ბოლომდე ბრძოლა! ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ “ბოლო სიტყვის უფლებას!”

ჩვენი სეზონი პოზიტიურად ვითარდება.. სხვათაშორის იუვეში კარიერის ადრეულ პერიოდშივე მეუბნებოდნენ, რომ შედეგები კონკრეტული პერიოდით არ გამომეტანა. აუცილებელია ამ ტემპით გავაგრძელოთ მოძრაობა, რადგან ნაპოლი შესანიშნავად გამოიყურება. ჩემპიონატში ინტრიგა გაჩნდა და ეს საინტერესოა როგორც ტიფოზერიისთვის, ასევე ჩვენთვისაც.. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

სიმართლე გითხრათ პსჟ-დან წასვლა საკუთარი სურვილიდან გამომდინარე მოხდა.. აუცილებელი იყო გარემოს გამოცვლა 6 ბრწყინვალე წელიწადის შემდეგ. ახლა მაქვს რეალური შანსი იტალიის ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო და შესაძლოა უფრო შორსაც წავიდეთ.. ეს უდაოდ საამაყოა ჩემთვის.. წლების შემდეგ შვილებს თამამად ვეტყვი, რომ მამა წარმატებას აღწევდა როგორც საფრანგეთში, ასევე იტალიაშიც!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

რეალთან მთელი გუნდი განადგურდა და ეს კი არა მესიც კი ვერაფერს შეცვლიდა

McCa1N
6 years ago

პიანიჩს ტრამვა არ მიეღო და განადგურება მერე გენახა …

McCa1N
6 years ago

ეს რო შარშან რეალთან გვყოლოდა … ანიელის და მაროტას რა ვუთხარი 10 ლიმონის მოჟოშკვის გამო …

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x