იგუაინი:”დედის გამო კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი”
გონსალო იგუაინის განცხადებით, იგი საკმაოდ ახლოს იყო კარიერის დასრულებასთან:
“რთული პერიოდი გამოვიარე.. როდესად დედა თავს ცუდად გრძნობდა და მისი დიაგნოზის შესახებ შევიტყვე, მერწმუნეთ ყველაფერი გაშავდა.. დიახ, ნამდვილად ვფიქრობდი ფეხბურთზე უარის თქმას.. მეორე მხრივ ვიცოდი, რომ თავად დედაჩემი ბედნიერი იქნებოდა თუ განვაგრძობდი საყვარელ საქმიანობას.
საბედნიეროდ ახლა თავს უკეთ გრძნობს და შესაბამისად კონცენტრირებული მხოლოდ საქმეზე ვარ.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.. არასოდეს ვნებდები და მსურს საუკეთესო გავხდე! შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პროგრესირებისთვის ნამდვილად საჭიროა.
სიმართლე ითქვას 12 წელი უმაღლეს დონეზე ევროპაში თამაში იოლი არაა.. მითუმეტეს გამორჩეულ კლუბებში, სადაც მუდამ მაქსიმალურად კარგ კონდიციებში ყოფნას ითხოვენ.
არის ეპიზოდი როდესაც თავს გადაღლილად გრძნობ.. ფიქრების კუთხით თავს იდეალურ ვგრძნობ.. არც ფიზიკურ კონდიციებს ვუჩივი რამეს.. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ფეხბურთის მიღმაც გვაქვს ცხოვრება, რომლის თაობაზეც არავინ არაფერი იცის.
ბედნიერი ვარ ნაკრებში დაბრუნებით.. აქაური ატმოსფერო ძალიან მაკლდა. კარიერა წარმატებულად ვითარდება. სხვა რა უნდა დავარქვა იმ ფაქტს, რომ რეალის 10 საუკეთესო თავდამსხმელს შორის მოვხვდი? ახლა იმავე წარმატების მიღწევა ტურინშიც მწყურია”.
რომც იყოს პოზიტიური რეალტან არამგონია იყოს რადგან ამრტო ჯამრთელად ყოფნა არ კმარა ფორმაში ჩადგომას ვეღარ მოასწრებს
იგუ მგელი
ჩემი ფავორიტი იგროკი
მაგარი კაცი
ძმებო ბერნაზე რამე სიახლე არის თუიცით???