ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”ბიჭებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს”

მორიგი გამარჯვება.. მორიგი შეცვლილი სქემა და ნაყოფიერი მოქმედებები:

მილანი კარგი გუნდია! ამაში ეჭვის შეპარვა სრული სისულელეა.. ბონუჩის გოლი გამიხარდა, მაგრამ უფრო ბედნიერი იმ ფაქტის გამო ვარ, რომ ჩემმა შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გატანილი გოლის შემდეგ, რატომღაც შევჩერდით, მაგრამ მეორე ნახევარში ჩემმა შეგირდებმა ყველაფერი გააკეთეს სატუნირო ცხრილში სხვაობის გასაზრდელად. მერწმუნეთ ასეთი სახის გამარჯვებები მკაფიო შეტყობინებას აგზავნის კონკურენტების მისამართით.

ხედირა მსოფლიო მაშტაბის ფეხბურთელია, რომელმაც მშვენივრად იცის თუ როგორ უნდა იმოქმედოს კრიტიკულ სიტუაციაში.. ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელიც მინდორზე ტაქტიკური კუთხით ვარირების სრულ სპექტრს მაძლევს. შესაძლოა პერიოდულად ის გადაღლილი, ნელი ან ჭარბი შეცდომების მატარებელი მოგვეჩვენოს, თუმცა იშვიათია ფეხბურთელი რომელიც ასევე კითხულობს თამაშის სცენარს.

კუადრადომ უდაოდ გამაკვირვა კარგი კუთხით! ადრე, იყო დრო როდესაც იგი სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა თამაში, ხანდახან ახორციელებდა ასეთ ბრძოლისუნარიანობას.. მაგრამ ახლა.. სწორედ კუადრადომ შეცვალა მატჩის სურათი.

99 ქულა სკუდეტოს გარანტია? მთავარია გამარჯვებები ერთი-მეორეს მიყოლებით მოვიპოვოთ. იუვენტუსის მიზანი ნათელია.. დარჩენილ თითოეულ შეხვედრაში მეტოქის ყველა მეტოქის დამარცხება”.

17 thoughts on “შეშლილი მაქსი:”ბიჭებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს”

    1. არა დავით ჩემი აზრით არ ცდები რადგან მაქსი კონტეს ოდნავ კი არა აი ძალიან ბევრით აღემატება ანტონიო არის მხოლოდ კარგი მოტივატორი და ვსიო მანდ მთავრდება მაგის კარგი მწვრთნელობა ვერასოდეს ვერ გადააწყო გუნდი როცა დაჭირდა

  1. ჩელსი არ გაყიდის იაფად არავის. ტრენერს გააგდებენ და ეგაა. ეგრე არ უჭირთ რო რადგან ლიგაზე ვერ მოხვდებიან სასტავი გაექცეთ. რა ვიცი აქ კი ყავს კონტეს თავისი პერსოფანები, მარა 61-ე წუთიდან რო აგებ და 5 მცველით თამაშობ და პირველ შეცვლას 81-ე წუთზე აკეთებ, გასაგდები ხარ აბა რა ხარ. თან ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ქონდათ საკუთარ მოედანზე და გაფარჩაკდნენ.

  2. იუვე-მილანი 2-0 რატომ წერია მთავარზე? ბონუჩის გოლი გავაუქმეთ კაი გასაგებია :chuvak: მარა ჩვენებიდან რომელი არ მოგეწონათ :lool:

  3. ალეგრის ყოველთვის მოზომილი და დიპლომატიური კომენტარები აქ, ამის გამო ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს, არ მევასება უზრდელი და ბრექია ტიპები, თამაშამდე რომ იბრიქებიან და წაგების მერე ყველაფერს აბრალებენ

  4. კონტეს ბოლო შანსი ქონდა ლიგაზე მოხვედრის და ტოტესთან აგებს ისევ. უეჭველი გააპანღურებენ მაგ “იუვენტინოს” რა ესაქმება ჩელსიში ჰაა? :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.