ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”რეალს არაფრით არ ჩამოვუვარდებით”

მეტოქის მიმართ ყოველთვის პატივისცემით სავსეა, თუმცა არც საკუთარი გუნდის შექება ავიწყდება:

“ვიცი რა კითხვასაც დამისმევთ ახლა და უმჯობესია ყველას დაგასწროთ.. პიანიჩის ნაცვლად მინდორზე ბენტანკური ან მარკიზიო გამოვა, ხოლო ბენატიას ბარძალი ან რუგანი შეცვლის.. ამაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ ნამდვილად არ ვარ და ყველაფერი თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.

კარდიფის ფინალის ჩანაწერს არაერთხელ ვუყურე.. მარცხის მიზეზი? ვფიქრობ კონცენტრირების დაკარგვა.. ვიცით, რომ ევროპის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, მაგრამ თუ წარმატება გვწყურია მაშინ მთელი 180 წუთის მანძილზე თამაში უნდა ვიყოთ ჩართულები.

ფანები განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს იმსახურებენ.. ვფიქრობ, ეს დღე მათთვის ნამდვილი ზეიმი გახდება! ისინი უნდა ამაყობდნენ იმ ფაქტით, რომ მათი უსაყვარლესი გუნდი ბოლო სამ წელიწადში ორჯერ გავიდა ლიგის ფინალში. მათი მხარდაჭერა ახლა არნახულად გვჭირდება.

ბეილი? ვფიქრობ იგი სასტარტოში იქნება, მაგრამ თუ ამ კითხვაზე უფრო ამომწურავი და დაზუსტებული პასუხი გაინტერესებთ, მაშინ კარგი იქნება იგი თავად ზიდანს დაუსვათ.. რონალდუსთვის სპეციალური ტაქტიკა? უბრალოდ საჭიროა კარგი მცველების ყოლა და ბიანკონერის შეუძლია ამ რესურსის უზრუნველყოფა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კრიშტიანუს მივულოცო მისი გარდასახვა.. რთულია 30 წლის შემდეგ ასე ძირეულად შეიცვალო სტილი და შეინარჩუნო მსგავსი ფორმა.

დიახ, რეალი 12-ჯერ გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი.. ეს ფენომენალური შედეგია.. მაგრამ იუვენტუსი ამ დღეს ზუსტად იმავე სათამაშო დონეზე იქნება. ჩვენ არაფრით არ ჩამოვუვარდებით სამეფო კლუბს! დიბალა? არგენტინელი შესანიშნავ კონდიციებშია და დარწმუნებული ვარ იგი გამორჩეულ მატჩს ჩაატარებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gela kulikovi
6 years ago

რაიქნება ლიგაზე მაინც ვარჯიშების ვიდეო პრესკოფერენციები და მსგავსი რაღაცები რო იყოს მარტო განაცხადი ალეგრი და ისიც რასაც იტყვის ყველაფერი წინასწარ ვიცი შეხედეთ სხვა საიტებს გაგისწორდება კაცს ბარსამაიაზე რო შეხვალ ვიდეო რამდენი გინდა

Vega
6 years ago

აუ ჯენარო მაგარი კაციაააა :))) იტალიური „მილანის“ და „სკუადრა აძურას“ ყოფილმა ვარსკვლავმა ჯენარო გატუზომ მკვეთრად გააკრიტიკა სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხუან კუადრადოსთან მომხდარი ინციდენტის გამო „უეჭველი სედეგის მისაღწევად დღეს ისინი ღირსებას ყიდიან და ხვალ რას იზამენ? დედას გაყიდიან, ცოლს თუ მეგობარ გოგონას?“ – კითხულობს ჯენარო. „მე როცა ვთამაშობდი, ჩემს დროს ვინც ასე იკლაკნებოდა და სახეზე ენითაუწერელი ტკივილი ეხატა ხოლმე, მერე ერთი კვირა თვალებში ვერ გვიყურებდა. „რეალს“ შეუძლია ყოველ წელს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სანამ მის რიგებში ისეთი კლოუნები თამაშობენ, როგორიც სერხიო რამოსია, ძნელია რომ ნეიტრალური გულშემატკივრის პატივისცემა დაიმსახურონ. ერთი მაინტერესებს კიდევ – ზეიმის და ერთმანეთის შამპანურით გაწუწვის მერე რამდენ… Read more »

nexus
6 years ago
Reply to  Vega

sagol magari kacia… :up: :up: :up:

aragveli
6 years ago
Reply to  Vega

:up: :up: :up: ამას ტექნიკურად დაჯმაც აღარ ქვია, პირდაპირ მიაწუწა :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

:juvee: :juvee: :juventus: :juventus:

Vega
6 years ago
Reply to  aragveli

მაგარი კაცია ჯენარო. პირდაპირია და მიკიბვმოკიბვა არ ჩვევია. სულ მევასებოდა თავისი ემოციით. გამიხარდება თუ კარგი ტრენერი დადგება.

Forzaitalia
6 years ago
Reply to  Vega

გატუზო არის კაცი!!!!

Vega
6 years ago
Reply to  Forzaitalia

კი მართლაც და ესეთი იგროკი დღეს აკლია ნაკრებს მაგრად. მისნაირი იგროკი იტალიას უხდება და კლუბებსაც. ეს იტალიური ემოცია მაგარია რა ვაფრენ ამ ხალხზე.

Vega
6 years ago

ბარძალი კრაიზე არ წამოჭიმოს

Trotsky13
6 years ago

ჩვენც დიდი იმედი გვაქვს დადებითი შედეგის , მთავარია დიბალა არ გვაკლია , კოსტა და კუადრადო რეაქტიულები გვყავს , კარვახალს და მარსელოს ააქოთებენ , მაგრამ ძირითადში დიდი ალბათობით ორივეს არ მოახვედრებს , ეგეც დიდი პლიუსია ძლიერი ზამენა რო ეყოლება სკამზე .
2-0 ზე შევთანხმდეთ :))
პს: 5 წელია შემოვდივარ და კომენტარებს ვკითხულობ და აი გადავწყვიტე მეც დავწერო :დ თესლა განხილვებს დავდებ :დდ

valojuve77
6 years ago

ესე ბლატაობდა ეს ფინალში და რაც მივიღეთ ნახა ყველამ. ესეთი თამაშით ბევრჯერ არ გაგვიმართლებს

aragveli
6 years ago

ამისას რას გაიგებ, შეიძლება რუგანი და ბარხალი ორივე გააძროს :))) უბრალოდ არცერთ ვარიანტში არ ვარგა, არც 3-5-2 გვაწყობს და არც ფლანფზე ბარკალი, მით უმეტეს რონალდოს კრაიზე

Dato777
6 years ago

Aba midi maqsi

lasha naxucrishvili
6 years ago

როგორც იქნა ხმა ამოიღო რა :wow:

agznebuli matuidi (asamoas brati)

აბა შენ იცი მაქს :forza:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x