შეშლილი მაქსი:”რეალს არაფრით არ ჩამოვუვარდებით”
მეტოქის მიმართ ყოველთვის პატივისცემით სავსეა, თუმცა არც საკუთარი გუნდის შექება ავიწყდება:
“ვიცი რა კითხვასაც დამისმევთ ახლა და უმჯობესია ყველას დაგასწროთ.. პიანიჩის ნაცვლად მინდორზე ბენტანკური ან მარკიზიო გამოვა, ხოლო ბენატიას ბარძალი ან რუგანი შეცვლის.. ამაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ ნამდვილად არ ვარ და ყველაფერი თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.
კარდიფის ფინალის ჩანაწერს არაერთხელ ვუყურე.. მარცხის მიზეზი? ვფიქრობ კონცენტრირების დაკარგვა.. ვიცით, რომ ევროპის საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, მაგრამ თუ წარმატება გვწყურია მაშინ მთელი 180 წუთის მანძილზე თამაში უნდა ვიყოთ ჩართულები.
ფანები განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს იმსახურებენ.. ვფიქრობ, ეს დღე მათთვის ნამდვილი ზეიმი გახდება! ისინი უნდა ამაყობდნენ იმ ფაქტით, რომ მათი უსაყვარლესი გუნდი ბოლო სამ წელიწადში ორჯერ გავიდა ლიგის ფინალში. მათი მხარდაჭერა ახლა არნახულად გვჭირდება.
ბეილი? ვფიქრობ იგი სასტარტოში იქნება, მაგრამ თუ ამ კითხვაზე უფრო ამომწურავი და დაზუსტებული პასუხი გაინტერესებთ, მაშინ კარგი იქნება იგი თავად ზიდანს დაუსვათ.. რონალდუსთვის სპეციალური ტაქტიკა? უბრალოდ საჭიროა კარგი მცველების ყოლა და ბიანკონერის შეუძლია ამ რესურსის უზრუნველყოფა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კრიშტიანუს მივულოცო მისი გარდასახვა.. რთულია 30 წლის შემდეგ ასე ძირეულად შეიცვალო სტილი და შეინარჩუნო მსგავსი ფორმა.
დიახ, რეალი 12-ჯერ გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი.. ეს ფენომენალური შედეგია.. მაგრამ იუვენტუსი ამ დღეს ზუსტად იმავე სათამაშო დონეზე იქნება. ჩვენ არაფრით არ ჩამოვუვარდებით სამეფო კლუბს! დიბალა? არგენტინელი შესანიშნავ კონდიციებშია და დარწმუნებული ვარ იგი გამორჩეულ მატჩს ჩაატარებს”.
რაიქნება ლიგაზე მაინც ვარჯიშების ვიდეო პრესკოფერენციები და მსგავსი რაღაცები რო იყოს მარტო განაცხადი ალეგრი და ისიც რასაც იტყვის ყველაფერი წინასწარ ვიცი შეხედეთ სხვა საიტებს გაგისწორდება კაცს ბარსამაიაზე რო შეხვალ ვიდეო რამდენი გინდა
აუ ჯენარო მაგარი კაციაააა :))) იტალიური „მილანის“ და „სკუადრა აძურას“ ყოფილმა ვარსკვლავმა ჯენარო გატუზომ მკვეთრად გააკრიტიკა სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხუან კუადრადოსთან მომხდარი ინციდენტის გამო „უეჭველი სედეგის მისაღწევად დღეს ისინი ღირსებას ყიდიან და ხვალ რას იზამენ? დედას გაყიდიან, ცოლს თუ მეგობარ გოგონას?“ – კითხულობს ჯენარო. „მე როცა ვთამაშობდი, ჩემს დროს ვინც ასე იკლაკნებოდა და სახეზე ენითაუწერელი ტკივილი ეხატა ხოლმე, მერე ერთი კვირა თვალებში ვერ გვიყურებდა. „რეალს“ შეუძლია ყოველ წელს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სანამ მის რიგებში ისეთი კლოუნები თამაშობენ, როგორიც სერხიო რამოსია, ძნელია რომ ნეიტრალური გულშემატკივრის პატივისცემა დაიმსახურონ. ერთი მაინტერესებს კიდევ – ზეიმის და ერთმანეთის შამპანურით გაწუწვის მერე რამდენ… Read more »
sagol magari kacia…
ამას ტექნიკურად დაჯმაც აღარ ქვია, პირდაპირ მიაწუწა
მაგარი კაცია ჯენარო. პირდაპირია და მიკიბვმოკიბვა არ ჩვევია. სულ მევასებოდა თავისი ემოციით. გამიხარდება თუ კარგი ტრენერი დადგება.
გატუზო არის კაცი!!!!
კი მართლაც და ესეთი იგროკი დღეს აკლია ნაკრებს მაგრად. მისნაირი იგროკი იტალიას უხდება და კლუბებსაც. ეს იტალიური ემოცია მაგარია რა ვაფრენ ამ ხალხზე.
ბარძალი კრაიზე არ წამოჭიმოს
ჩვენც დიდი იმედი გვაქვს დადებითი შედეგის , მთავარია დიბალა არ გვაკლია , კოსტა და კუადრადო რეაქტიულები გვყავს , კარვახალს და მარსელოს ააქოთებენ , მაგრამ ძირითადში დიდი ალბათობით ორივეს არ მოახვედრებს , ეგეც დიდი პლიუსია ძლიერი ზამენა რო ეყოლება სკამზე .
2-0 ზე შევთანხმდეთ :))
პს: 5 წელია შემოვდივარ და კომენტარებს ვკითხულობ და აი გადავწყვიტე მეც დავწერო :დ თესლა განხილვებს დავდებ :დდ
ესე ბლატაობდა ეს ფინალში და რაც მივიღეთ ნახა ყველამ. ესეთი თამაშით ბევრჯერ არ გაგვიმართლებს
ამისას რას გაიგებ, შეიძლება რუგანი და ბარხალი ორივე გააძროს :))) უბრალოდ არცერთ ვარიანტში არ ვარგა, არც 3-5-2 გვაწყობს და არც ფლანფზე ბარკალი, მით უმეტეს რონალდოს კრაიზე
Aba midi maqsi
როგორც იქნა ხმა ამოიღო რა
აბა შენ იცი მაქს