ალეგრი:”შანსი მცირეა, მაგრამ მის გამოყენებას უკანასკნელ წამამდე ვეცდებით”
ალეგრი გუნდს პირველი მატჩის შედეგის დავიწყებას თხოვს:
“ჩვენია ვალია დავივიწყოთ 3-0, რომელიც ვფიქრობ არ არის რეალური ანგარიში თამაშის სცენარიდან გამომდინარე, თუმცა მივიღოთ იგი როგორც ფაქტი.
უნდა შევხედოთ ყველაფერს როგორც ერთი ცალკეული დაპირისპირება.. მაქსიმუმი გავიღოთ საკუთარი წარმატებისთვის.. არავინ იცის რა მოხდება ბერნაბეუზე.. ვინ წარმოიდგენდა რომ შინ 3-0 დავმარცხდებოდით? ამიტომაც არაა გამორიცხული უკვე მესამე წუთზევე დავწინაურდეთ.
გუნდმა კარგად ივარჯიშა და ამ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში ხვდება.. ვიცით, რომ მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ მის გამოყენებას უკანასკნელ წამამდე ვეცდებით. ფაქტია, რომ ამ საღამოს მცირეოდენი იღბალიც უნდა დაგვეხმაროს.
სამი შემტევით ვიასპარეზებთ.. იგუაინი ბუნებრივია სასტარტოში იქნება.. აი დანარჩენი ორი კი შემდეგი სამეულიდან შეირჩევა: მანჯუკიჩი, კოშტა, კუადრადო..
ზიდანს დიდი გამოცდილება დაუგროვდა და დარწმუნებული ვარ მისი შეგირდები კონცენტრირებულნი იქნებიან.. მაგრამ საქმე არა მათში, არამედ ჩვენშია.. რას მოვიმოქმედებთ და როგორ რეაგირებას მოვახდენთ ცალკეულ ეპიზოდებზე. თამაშის შედეგი მერწმუნეთ საწყისი 20 წუთის მერე ნამდვილად არ გადაწყდება. მთავარია მოთმინება ვიქონიოთ და შევხედოთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
დიახ, ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ პირველ თამაში დაფიქსირებული შედეგის გამო.. ეს იყო სრული უიღბლობა და ბედის ირონია..”
მარკიზიო და დე როსი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ტოიოტა პრიუსი და ფორდ მუსტანგი
ფორმაში არც დე როსი არ იყო მარა როცა დასჭირდა გუნდს, ლიდერიც იყო და გაპიარებულ ნაინგოლანზე 2 თავით მაღლა იდგა
დღეს გამოჩნდება რა ჯანდაბაც ხარ! ახლა უნდა მისცეს შანსი მარკიზიოს და ბოლო ბოლო ყველა ნახავს არის თუ არა ეს კაცი ფორმაში და ღირსი ძირითადის. აქ გამოჩნდება რა ფორმაშიცააა მაგრამ მე დარწმუნებული ვარ სწორედ ეგ არ უნდა რაღაც პირადულია იგივე ხდება რაცას პირლოსთან შვრებოდა.
ბერნამ უნდა დაიწყოს ძირითადში. ასევე რუგანი ძირითადში და არა ბარძო. ცენტრი მატუიდი მარკიზიო პიანიჩი . მატუიდი შავ სამუშაოს შეასრულებს იდეალურად და სხვა დანარჩენს მარკიზა და პიანიჩი გაუძღვებიან. ბერნა იგუ კოშტა წინ
პირადულია თუ არა ისე მისი ცოლი არ იტყოდა არაფერს
3 ნახევარცმეველი თუ დააყენა და ამ 3_ში მარკიზიო არ მოხვდა დანაშაული იქნება, დე როსის მაგივრად გუშინ რომას მოდრიჩი რო ყოლოდა ვერ გააგდებდნენ ბარსას, ზუსტად მარკიზიოსნაირი ფეხბურთელი თუ შეძლებს იუვესთვის შეუძლებელს…
iasna brat calusa derosize naklebi arafritaaaa
აქ ასე ჩანს რომ ამოჩემებული მყავს ალეგრი, არადა რეალთან წაგებას მე ნაღდად არ ვაბრალებ მას,უბრალოდ მისი თამაშის სტილი არ მომწონს მითუმეტეს წელს და მითუმეტეს ამ ფეხბურთელებით. და კიდევ 4 წელია იუვეს მწვრთნელია და თითქოს ფეხბურთელებმა გუშინ გაიცნეს პირველად ერთმანეთიო,აკლიათ ურთიერთგაგება, 5 მეტრაში ისეთ პასს აკეთებენ ხოლმე სრულიად უწყინარ სიტუაციაში რომ მთელი თავდადება ჭირდებათ ბურთის ფეხებში ჩასაგდებათ. არ ეტყობა ამ გუნდს რომ მწვრტნელი ყავს და რა ვქნა?