ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მე ვამაყობ ჩემი იუვენტუსით!

უკანასკნელი რამდენიმე საათის მანძილზე არაერთი კომენტარი წავიკითხე.. ზოგი კარგი, ზოგი ცუდი:

რეალობა ისაა, რომ ბრაზი არის ყელში გაჩხერილი და აი ვერაფრით ვერ ხდება მისი მონელება.. 93 წუთზე პენალტის დადება ეპიზოდში, როდესაც გუნდი საოცარ და ნამდვილად ეპოქალურ ქამბექს აკეთებს, უბრალოდ დანაშაულია და მეტი არაფერი! ბუფონის რეაქცია და სიტყვები რეალობას გვაჩვენებს.. ფეხბურთი გვიყვარს ისეთი როგორიც იყო რეალი იუვენტუსი 90 წუთამდე და არა ის რაც მერე მოხდა.. როდესაც ბერნაბეუზე პენალტს უდებ სამეფო კლუბს! არა 100%-იანს ერთი შეხედვით! იგივეს ხომ არ დადებდა რეალის კარში? რატომ ცდებიან ყოველთვის მათ სასარგებლოთ? რატომ არ დადებს პენალტი კუადრადოზე ტურინულ მატჩში? ასე უეფა ფეხბურთს გვაზიზღებს.. ეს არ არის სამართლიანი სპორტი! ეს არის სირცხვილი და მე ვამაყობ ჩემი იუვენტუსით!

რეალობა ასეთია.. იუვენტუსი ჩავიდა სამი ბურთის აღმოსაფხვრელად.. ალეგრიმ ტაქტიკურად ზიდანს მასტერკლასი ჩაუტარა! ეს მათ გასაგონად ვისაც ალეგრის გაგდება უნდა იუვედან! ამ კაცმა გვაჩვენა რას წარმოადგენს, როგორ შიფრავს თამაშს და რა შედეგს აღწევს არსებული რესურსით! შეშლილი არის უკონკურენტო დღევანდელ დღეს საკუთარ საქმიანობაში! ის რომ რეალის მწვრთნელი ყოფილი გუშინ და ზიდანი პირიქით ჩვენსკენ, დარწმუნებული ვარ მშვიდად და წყნარად მოუგებდა იუვეს 4-0!

ჩვენ უნდა ვიამაყოთ ბევრი ფაქტორით! გუნდმა მოუგო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს, მისსავე მოედანზე 1-3! და მხოლოდ იმიტომ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, რომ ინგლისელ არბიტრს “დაეზარა” დამატებითი 30 წუთის განსჯა.. თურმე(ბევრ კრიტიკოსს ფანს მივმართავ) იუვესა და რეალს შორის განსხვავება ისეთი დიდი არაა როგორც გეჩვენებათ.. ან მეჩვენებოდა.. თურმე, ჩვენ არაჩვეულებრივი ფეხბურთელები გვყოლია.. ყველა! არამარტო იტალიელები! ყველა ლეგიონერი ვინც გუნდია არის ნამდვილი მამაკაცი!

დიახ, თუ წიგნს და წესებს გადავიკითხავთ ფაქტია რომ პენალტი ყველაფერზე იდება.. ანუ ვგულისხმობ კონტაქტს საჯარიმოს ფარგლებში.. მაისურზე დაქაჩვა, შეხება მხარზე და ასე შემდეგ.. მაგრამ ამ შემთხვევაში ვტყუი როცა ვიძახი, რომ უფრო უხეშზეც რიგ ეპიზოდებში თვალები დაუხუჭავთ? რატომ? იმიტომ რომ მსაჯი არის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდში იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ეპიზოდის სცენარიდან გამომდინარე.. ადამიანის კონკრეტული ქმედებიდან გამომდინარე.. დიახ, მექნება საფუძველი ვთქვა რომ იყო მიკერძოებული მსაჯობა.. შეიძლება მთელი მატჩის მანძილზე არა, მაგრამ ეს ხომ საჭირო არ იყო იდეაში? 3-0 რომ გუნდი მარცხდება თავიდანვე სულში ვერ ჩააფურთხებ.. ბოლოსაც შეიძლებოდა და ასეც გააკეთეს სამწუხაროდ.. აქ მარტო იუვე კი არა იტალიას ჩააფურთხეს, რაზეც ანიელიმაც ისაუბრა მატჩის ბოლოს..

იცით რა გამიხარდა? ბევრმა ისეთმა მომწერა რომლებიც ფეხბურთს არ უყურებენ.. მითხრეს, რომ იუვეს თამაშს უყურეს და ეს იყო ნამდვილი მამაკაცებისთან დაკომპლექტებული გუნდი! სევდიანი იყო ეპიზოდი როდესაც მეკარე გააძევეს.. ეს იყო საცოდაობა, რაც იუვენტუსს დამართეს.. მეამაყება რომ ამ გუნდის ქომაგი ვარ! 1 000-ით მოზარდი უყურებდა გუშინ თამაშს და მწამს ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ, თუ რომელ გუნდს უნდა უქომაგონ მომავალში!

ეს ნახა ყველამ.. მთელმა იტალიამ! დაე ყოფილიყოს იტალიური ფეხბურთის საერთაშორისო დაბრუნების საწყისი! ამოვიდა ყელში იტალიური კლუბების ჩაგვრა! დაე გვენახოს სუპერთასსზე რომაული ფინალი! იტალია დაბრუნდება და ძალიან მალე! იუვენტუსი კი ლიგის თასს აღმართავს ახლა უკვე გაასმაგებული სპორტული აგრესიით!

94 thoughts on “მე ვამაყობ ჩემი იუვენტუსით!

  1. დავით გააკეთე სიკეთე და როგორმე დი ფრანჩესკო 1 მოგვარიდე თვალებიდან ნუთუ არ შეიძლება დავბლოკოთ ისე რომ არ ვნახოთ მისი ბოდვები? თვითონ წეროს რამდენიც უნდა და იკითხოს

  2. საშინლად ვარ! ასე ცუდად არცერთი წაგებული ფინალის შემდეგ არ ვყოფილვარ.. ეს აგრესია მომავალ სეზონამდე გამყვება სანამ მაგათ არ შევხვდებით სადმე.. აი მტერია ჩვეუელბრივი ეგ გუნდი ჩემთვის.. ყველას ვქომაგობ მათ წინააღმდეგ მაგათ სულით ხორცამდე დედას შევეცი!

    1. ან რა ჯანდაბამ ეტაკათ და რითი ვერ გაძლეს ეს 30 წამი. შემოეგდო ეს კვადრატა ამასაც, ბურთს ათრევდა დროს გაიყვანდა ვინმეს ყვითელს აჰკიდებდა….

      ნახეთ ვიდალის სახე https://youtu.be/SE7ZULgTffw?t=11

  3. შენ მკვლევარიც ყოფილხარ :lool: არავარ მე მილანის საიტზე, გამოაკელი მაგ ხაზი შენს კვლევებს, არ გადაგეწვას აზროვნება, ამდენი საიტის კვლევით :lool:

  4. გეყოფათ დაწყნარდით მეგობრებო. მათზე ბევრად წინ ვდგავართ ყველანაირად! მიმიფურთხებია მასეთი გამარჯვებებისთვის. ვისაც ეს საამაყოდ მიაჩნია მაგარი სკვაზნიაკი აქვს ტვინში. ეს იუვეა და იმ კლოუნების კოლტს ნამდვილად არ მიეკუთვნება.

    მხოლოდ ზიზუა მანდ კაცი. ტიპი პენალტის დროს სისხლგამშრალი იდგა არც განძრეულა და ისე უყურებდა ალეგრი რო მიუვარდა მსაჯდა ბრიგადას.

    შეგვეძლო ამ … ის დამარცხება და ეგ ტეხავს.

    ფორცა იუვე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  5. დელპომ თქა ბუფონისფან ამას არ ველოდი რადგან ძალზე გაწონასწორებული პიროვნებააო. აქვე დაამატა არაფერში ვამტყუვნებო. პირიქით საჭიროც იყოვო

  6. რ ე ა ლ ი ს ტ ი
    აზრი არ აქ შენთან ლაპარაკს მარა გეტყვი კიდე ერთხელ :lool:
    რას ვამტკიცებ, საერთოდ დავწერე რამე? ადამიანმა მკითხა ალეგრიზე რას იტყვიო და მეც ვუპასუხე ჩემი აზრი, დავაძალე ვინმეს შენც ასე იფიქრეთქვა?
    სასულოდან გაგდებული სანამ გეგონება დი ფრანჩესკო მანამდე ჩათვალე რო ფეხბურთის აზრზე არ ხარ, როცა მიხვდები რო დი ფრანჩესკო სასუოლოდან თავის ნებით წავიდა და კარიერულად მაღალ საფეხურზე აინაცვლა, მაშინ შენც შეგიძლია იფიქრო რო ფეხბურთის ცოდნის საკითხში პროგრესი გაქვს :lool:

    1. ჰაჰაჰაჰა შუა სეზონში რომ გააგდეს და უკან დააბრუნეს მალევე არა მე ვიყავი შე წელსქვემოდან მოაზროვნე ერთი შენი გესმის ფეხბურთი და მეორე ბალახის ჰოკეი

      1. მაგი ახლა შენი სტილი როა აზროვნების ყველა ხვდება, უბრალოდ ასეთი სტილის მაოზროვნესთან მე რატო ვკმათობ ფეხბურთზე, ამას უკვე მე ვეღარ ვხვდები :lool:
        კაი წადი დეიძინე, შენ იცი ფეხბურთი ვაღიარებ, სეტანტას კომენტატორეს უნდა მივწერო, რეპორტაჟებს საკის ფრაზებით რო იწყებს ცდება, შენი ციტირება უნდა მოახდინოს მომავალში :lool:

        1. 2014 წლის 28 იანვარს იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა შედეგების ცუდი შედეგების შემდეგ, მხოლოდ 3 მარტს გამოქვეყნებულ პოსტზე ხელახლა დაინიშნა , რის შედეგადაც მისი არყოფნის შედეგები არ გაუმჯობესებულა.

          ეს წაიკითხე ცუნცულ <3

          1. გაგხარდა ხო? :lool: გაგდება გახსოვს და სასუოლო ევროპა ლიგაზე რო გაიყვანა და ისტორია დაწერა მაგას რას დაიმახსოვრებ შენ ხო აზროვნების შენეული მეტოდი გაქ შემუშავებული :lool:

          1. ხოდა რო გააჩემპიონა მიტო მოათრიეს იუვეში თუარა კალიარიდან გაგდებას და ბერლუსკონის პანჩურს კი არ მოუხიბლია ანიელი

  7. რ ე ა ლ ი ს ტ ი
    შენ შეგეკითხო ვის რა ვუპასუხო? რა ამბიციური ყოფილხარ :lool:

    რა გინდათ მანდამაინც ჩემგან უნდა გაიგოთ ალეგრის ქება, სხვანაირად ეჭვი გეპარებათ რო მაგარია? :lool:
    ათასჯერ მაქ ნათქვაი რო არი კარგი მწვრთვნელი თავის +, -ებით, არი პერიოდი როცა ძან მაგარია, არი პერიოდი როცა ჩავარდნა აქ როგორც ყველას, როგორც ბავარია არ მომწონს კლუბებში და ძან იშვიათად რო მაგ კლუბს ვუქომაგო, ის არ მომწონს მწვრთვნელებში ალეგრი, თუმცა ეს არ ნიშნავს რო ან ერთი იყოს ცუდი ან მეორე.

    1. და თუ მხოლოდ შენი აზრია ეგ რატომრა ცდილობ ყოველი მატჩის შემდეგ რაღაცეები ამტკიცო,მიწასტან გაასწორო ალეგრიც და იუვეც,და რომ გკითხავენ თავს იმართლებ არაფერს ვამტკიცებო და ასე მეორდება სულ.

  8. Dato777
    ეგ ისეთი ნათქვამია ძმა რო ბევრი რამე შეიძლება რო იფიქროს კაცმა ანუ რას გულისხმობდა სინამდვილეში :) მარა რატო უნდა გაუკვირდეს ვინმეს კაცი ამთავრებს ფეხბურთს ლიგა არ აქ მოგებული ასეთი მოტრიალ;ებული თამაშის შემდეგ ბოლო წამებზე და ასეთი შეცდომა ნუ რავი მგონი ყველა გაჭედავდა.

  9. მე ძალიან ზუსტად გადავთარგმნე შენ თუ გულისხმობ იმ საიტს სადაც მე წავიკითხე მაშინ შეიძლება ეგრე იყოს :) მარა რაც დავწერე 100% ასე ეწერა .

  10. რაში დარწმუნდი 70 კომენტარი რო არ დავწერე და ჩემი საფეხბურთო ცოდნა რო არ წარმოვაჩინე, მსაჯის არაკომპეტენტურობის თუ მადრიდელების უნამუსობის ხაზგასმით, იმ თამაშში რომელშიც შეიძლება მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი უდიდესი ფეხბურტელის ისტორია დამთავრდეს, ამითი დაინახე? :lool:
    მაგრად არ მაინტერესებს არც იუვეს ფანობა და არც ვინმე მთვლის თუ არა ფანად, ფანობა ზოგადად ცუდი რამეა და ადამიანების მიმართ პატივისცმე, მათი ღირსების შორიდან შემჩნევა და დაფასება, ესაა ფეხბურთის მთავარი არსი.

    იმ ხალხმა ვისაც მე ვქომაგობ და ვისაც არ ვქომაგობ, გუშინ იმ კლუბისთვის ვისაც სხვა კლუბებთან შედარებით ყველაზე მეტად ვქომაგობ, თავი დადეს მოედანზე და ბოლომდე ღირსეულად იბრძოლეს, ამხელა პატივისცემას რო გამოიჩენენ ფეხბურთელები, კლუბის, გულშემატკივრების და თავიანთი თავების მიმართ, მერე ნამდვილ გულშემატკივრას დრო რანაირად უნდა დარჩეს ვინმეს საკრიტიკოდ? არც მსაჯი მაინტერესებს და არც სხვა გარე ფაქტორი და საერთოდ არ ვაპირებდი არაფრის დაწერა რო არ გეკითხა, რა უნდა დავწერო იმაზე მეტი რაც გუშინ ნამდვილმა ფანებმა მოედანზე ნახეს…

  11. ეს დელ პიერო მგონი სულ გაგიჟდა ვბერ ვხვდები რატო ქონდა ბუფონს ასეთი რეაქცია მსაჯის მიმართო. გავა დრო და აზრს შეიცვლისო :lool: ასეა ფეხბურთიო wtf ბიჭო კაცი მიდის და თან როგორ ჩემპიონთა ლიგიდან :blin:

  12. ფორცა იუვე მგლები ხართ ეს წაგება დარწმუნებული ვარ ბევრად მოტივირებულს და აგრესიულს გახდის ყველას ალეგრისაც მათ შორის და მომავალ წელს დაფლითავენ ნებისმიერს თავის მსაჯებიანად ..
    არავის გაშვება წამყვანი ხალხის და აქეთ პლიუს 2_3 ტოპ ტრანსფერი და ეგაა

  13. ესაა ზუსტად განსხვავება, ჩემს იუვესი ნამდვილი მამაკაცები თამაშობენ!!!!! ეს არის გუნდი რომელიც მთელი სულით და გულით მიყვარს

  14. Dato777
    არაფერს, იმ თამაშის მერე ჩემთვის მსაჯიც მეორე ხარისხოვანია და ალეგრიც, რის გამოც ვქომაგობ იუვეს ღირსეულ წევრებს, ის თამაში აჩვენეს და მაგათ გარდა სხვა რამეზე ყურადღების გამახვილება არ იქნება სამართლიანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.