ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ღირსების საქმე!

ლუჩანო მოჯიმ მაინც იპოვა სიმართლე და დაამტკიცა, რომ კალჩოპოლი მორატიმ მოაწყო, ხოლო ყველაზე დიდი დამნაშავე ამ საქმეში “ინტერი” იყო! მართალია, ამით არაფერი შეიცვლება, კალჩიოპოლის საქმეს ვადა გაუვიდა და ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელი დარჩებიან, მაგრამ ეს ღირსების საქმე იყო…

ლუჩანო მოჯი არასოდეს ნებდება.

კალჩოპოლის დროს მოჯიმ მოითხოვა მოესმინათ ყველა სატელეფონო ჩანაწერი – 100 ათასზე მეტი. მას ჰქონდა არგუმენტი: მსაჯების გამანაწილებელმა – პაოლო ბერგამომ განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად მას “ინტერის” ბოსები უკავშირდებოდნენ. მოსამართლემ არ მიიღო მოჯის წინადადება იმ არგუმენტით, რომ ყველა ჩანაწერის მოსმენას სამი წელი მოუნდებოდა. ჩანაწერები სიმართლის დასადგენად უჩვეულო მიდგომით – შერჩევით მოისმინეს.

საქმე კი ასე დაიწყო…

2006 წლის 22 აპრილს La Gazzetta dello Sport-მა მოჯის სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა, სადაც ის იტალიის მსაჯთა ასოციაციის ბოსებთან საუბრობდა. ერთთვიანი საბრალდებო პუბლიკაციები იმით დამთავრდა, რომ კალჩოპოლის გახმაურებული საქმე აგორდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტი ფრანკო კარარო გადადგა, ხოლო სკანდალში გახვეული აღმოჩნდნენ “იუვენტუსი”, “ლაციო”, “მილანი” და “ფიორენტინა”.

FIGC მეთაურად დროებით გვიდო როსი დაინიშნა. ივლისში კომისარმა ნაჩქარევი სასჯელი გამოიტანა, აპელაციის შემდეგ კი “მილანს”, “ლაციოს”, “ფიორენტინას” და “რეჯინას” სასჯელი შეუმსუბუქეს და რამდენიმექულიანი დეფიციტით სერია ა-ში დატოვეს.

მთავარი დამნაშავე კი “იუვენტუსი” აღმოჩნდა: ტურინელებს ორი სკუდეტო წაართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს…

ახლა ვნახოთ ვინ გამოიტანა სასჯელი: კლუბების ბოსების მოსმენების ორგანიზება  Telecom Italia-მ მოაწყო, რომლის დირექტორთა საბჭოში მაშინ იმყოფებოდა “ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი. კომპანიის შეფი მარკო ტრონკეტი პროვერა Pirelli-ს უმსხვილესი აქციონერი იყო (შეგახსენებთ, რომ Pirelli “ინტერის” უცვლელი სპონსორია). FIGC-ის კომისარი გვიდო როსი “ინტერის” აქციონერი იყო და ერთ დროს დირექტორთა საბჭოშიც შედიოდა, კალჩოპოლის შემდეგ კი  Telecom Italia-ში მაღალ პოსტზე დაინიშნა!

2007 წელს  Telecom Italia უკანონო მოსმენებში დაადანაშაულეს. ბობო ვიერიმ მილიონი ევროც კი მოუგო.  Telecom Italia-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჯულიანო ტავაროლიმ თქვა, რომ “იუვენტუსის” მოსმენის განკარგულება მორატიმ გასცა. გამოძიებას კომპანიის რამდენომე წევრი აწარმოებდა, ერთერთი მათგანი შემდეგ ნეაპოლის ხიდიდან გადახტა, ხოლო ორი მათგანი დაიჭირეს, რომლებიც ხელმძღვანელების წინააღმდეგ წავიდნენ, მათ განაცხადეს, რომ უფროსობამ არასასურველი ჩანაწერების განადგურება დაავალეს.

მიუხედავად ამისა “იუვეს” სერია ბ-ში დაქვეითება არ ემუქრებოდა, ერთადერთი რაც დაქვეითებას ითვალისწინებდა რეგლამენტის მე-6 პუნქტი იყო, რომელიც თამაშების ჩაწყობას ეხებოდა. “იუვეს” ეს პუნქტი არ დაურღვევია, რაც მოსამართლემაც დაადასტურა. მოჯის საუბარს ბერგამოსთან მსაჯების დანიშვნაზე ზეგავლენა არ ჰქონია. მოჯის დარღვევები მხოლოდ ჯარიმებს ითვალისწინებდა. “თამაშებზე ზეგავლენის” დამადასტურებლად “იუვეს” პირველი ადგილი მოიყვანეს! ეს საკმარისი არ იყო, როსიმ მაშინ რეგლამენტში სტრუქტურული დარღვევები შეიტანა.

ჩვენ  უფრო დიდხანს უნდა გამოგვეძია მოჯის საქმე. ფედერალურ სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება, რომ “იუვენტუსისთვის” სკუდეტო წაერთვათ. მაგრამ გვიდო როსიმ თავისი მეგობრები შეყარა და სკუდეტო “ინტერს” გადასცა” – ფედერალურმა მოსამართლემ კარლო პორჩედუმ მხოლოდ შარშან აღიარა!!!

მოჯიმ ბრძოლა გააგრძელა. 2010 წელს სასამართლომ 75 ჩანაწერი მიიღო, სადაც “ინტერი” ფიგურირებდა. “ეს ჩანაწერები 2006 წელს რომ გვქონოდა, “ინტერი” დაისჯებოდა” – აღნიშნა მოსამართლემ.

ჩანაწერებში “ინტერის” პრეზიდენტი ფაკეტი მსაჯთა გამანაწილებელს ბერგამოს ესაუბრება და “ინტერი” – “კალიარის” მატჩის მსაჯის ბერტინის “აზრზე მოყვანას” სთხოვს, რაზეც ბერგამო პასუხობს, რომ ის უკვე მიხვდა ყველაფერს და სასურველი შედეგი დაიდება… ბერტინიმ “ინტერს” გოლი ჩაუთვალა სადაც პასი ხელით იყო გაკეთებული და არ გააძევა კარინი განზრახ ხელით თამაშისთვის…

2011 წელს პროკურორმა სტეფანო პალაციმ გამოძიების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. “ინტერი”, მორატი და ფაკეტი დაადანაშაულეს სპორტულ მაქინაციებში და მსაჯების საქმიანობაში დანაშაულებრივ ჩარევაში. ისინი მსაჯების შეფებს ურეკავდნენ უშუალოდ მატჩის წინ და იმ მსაჯებზე ზემოქმედებდნენ, რომლებიც მათ თამაშზე იყო დანიშნული.

“ინტერმა” დაარღვია სწორედ ის ერთადერთი მე-6 პუნქტი, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითებას ითვალისწინებდა!!!

ხმამაღალმა დოკუმენტმა შედეგი ვერ გამოიღო, “ინტერს” ტიტული არ წაართვეს. საქმე დაიხურა ვადის გასვლის გამო, რომელიც 4 წელს ითვალისწინებდა. ისე დაემთხვა, რომ პალაციმ “ინტერი” კალჩოპოლიდან 5 წლის შემდეგ დაადანაშაულა…

მოჯიმ პირდაპირ ეთერში რამდენიმეჯერ დაადანაშაულა “ინტერი” და ჯაჩინტო ფაკეტი მსაჯების მოსყიდვაში, რაზეც ფაკეტის შვილი ჯანფელიჩე წამოეგო და მოჯის სასამართლოში უჩივლა ცრუ ბრალდებების გამო. მოჯისაც ეს უნდოდა – სინამდვილეში რასაც მოჯი ამტკიცებდა უკვე დადასტურებული იყო პროკურორ პალაცის მიერ, მაგრამ ვადის გასვლის გამო საქმე სასამართლომდე არ მიდიოდა. აქ კი უმცროსმა ფაკეტიმ უნებურად საქმე სასამართლოს დაუბრუნა. ჯანფელიჩეს სჯეროდა, რომ შავლურჯები საქმეში არ იყვნენ, ხოლო პროკურორის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ შეცდა – სანამ მოსამართლე დასკვნას გამოიტანდა, უნდა გაერკვია სინამდვილეში ლობირებდა თუ არა “ინტერი” მსაჯებს…

ახლა ყველაფერი დამთავრდა. კალჩოპოლის საქმე დაიხურა. მოჯიმ გაიმარჯვა, პროკურორის დოკუმენტი სასამართლომ აღიარა – ყველაზე მეტად კორუფციულ სისტემაში “ინტერი” იყო დამნაშავე.

და რა მოხდება შემდეგ? არც არაფერი. წართმეული სკუდეტო “ინტერს” შერჩება, არავინ დაისჯება, რადგან კლუბის ყოფილი ბოსები ჩამოშორდნენ ფეხბურთს, ხოლო მოჯი არ დაუბრუნდება სამუშაოს. შეიძლება “იუვენტუსმა” ისევ მოითხოვოს უიმედოდ 400-500 მილიონი, რადგან FIGC-ს ფული არა აქვს.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დამტკიცებულია სასამართლოს გარეშეც. ჩემპიონი დაბრუნდა. სწორად აღნიშნა დონ ლუჩანომ მოგებული საქმის საბოლოო სიტყვაში: “კალჩოპლოლი დიდი ხანია დამთავრდა, მუშაობს ვიდეოგანმეორებები, ხოლო “ინტერი” ისევ 22 ქულით ჩამორჩება “იუვენტუსს”…

მოჯიმ ღირსება აღიდგინა და აღუდგინა ის “იუვეს”!

 

 

 

78 thoughts on “ღირსების საქმე!

  1. და მიაყოლონ ალეგრის მაროტა და მოიყვანონ მოჯი.წიხლით გააგდებს იგუაინებს ასამოებს და ბევრ სხვა ბალასტს :))

  2. ai rogor megona ro dges itamashebda mogebaze imena gundi romelic ligidan gamovarda da dzalian kargi gakvetilic unda eswavla… itamashe ra rs deda naqachi fexburti 90 wutshi napoli ro ver gaitanda ar icoda mag burakma… mica burti da moedani rogorc yoveltvis… realtanac mase qna tan vifiqre axla tu meotxeze ar wavida dagverxrva tqo da masec moxda… gegoneba tviton tamashobs moedanzeo da ezarebodes sirbili qinzi supta…

  3. ყ..ა ეს ალეგრი ყ… ! გამომიხტება ახლა ვიღაც ფეხბურთის გურუ და ან დიბალას დააბრალებს,ან კიელინის ან სააკაშვილს ,კაროჩე ალეგრის გარდა ყველას :)) დაცვიდან ათამაშო გუნდი და კოსტა გაიყვანო და მანჯუკიჩი შემოიყვანო,რომ კონტრშეტევაზე გაიქცეს, არვიცი რავიცი.ახლა დიბალას გაყიდიან,ბერნარდესკის იმდენი ხანი არ ათამაშებს რომ თამაში დაავიწყდება.კაროჩე ტიტულის დაკარგვა როგორ ვინატრო მაგრამ მართლა მიღირს უკვე ამას თუ გაუშვებენ.წელს რა სვარკასაც ვუყურებ მთელი წელია მეყო :))

  4. რო გახდეს ნაპოლი ჩემპიონი დიდად არც გამიტყდება) მაგრად გატრუხდა ეს სკუდეტო)) პროსტა ძაან ტეხავს რო საკუთარ მოედანზე ფრეზე თამაშობ რაა. მე ლიჩნად ზოგადად ძაან მესიმპატიურება ნაპოლი და ცოტა მეტი რესურსი რო ქონდეთ სერიოზული ძალა იქნება დაჟე ევროპაშიც, მარა მიუხედავად იმისა რო მართლა კარგი გუნდია, დღეს იუვენტუსმა წააგო და არა ნაპოლიმ მოიგო. უფრო სწორედ ალეგრიმ წააგო!

  5. კულიბალის გოლზე იმხელა ვიღრიალე გავაღვიძე მეზობლები,გამიხარდა მაგრა და სულ ცალ ყ ვერზე მკიდია ვინ რას იფიქრებს. მაგათ თუ ფეხებზე ვკიდივართ და ფრეზე თამაშს და ბურთის მოშორებას გვაყურებინებენ მე რატო ვიშალო ნერვები და ვუბალეშიკო. მაგათ არ მოუტ ყან ჩაჯმული დე დის ტ რაკი

  6. მოიყვანონ ისეთი მწვრთვნელი რომელიც ფეხბურთს ითამაშებს )) 11 კაცით დაცვაში დგომა არის ფეხბურთი?? კროტონესთან რო დაცვას ითამაშებ :DD: გააგორე ეს დედა მოტყ%%ნული ბურთი )) სამი პასი ვერ გააკეთეს გადაბმული )) ვინ წაააგო ეს თამაში სად ხართ ალეგრის ფანებო ?? )) ვინ წაააგო დღეს თამაში ? მადრიდმა შე დედა ნაქაჩო მოგცა მაგალითი რო გუნდს შეუძლია შეტევაზე თამაში )) რა ისწავლე მაგ მადრიდიდან ?? კროტონესთამ ანტი ფეხბურთი ??

  7. ტიბემბა კუთხურიდან გაუშვეს )) ნაპოლის ჯუჯები ყავს )) კულიბალი და ალბიოლია ერთი ვისაც თავით თამაში შეუძლია ))) დამთავრდა იუვეს სკუდეტო )))) 100 % ნაპოლი გახდება ჩემპიონი )) ინტერი და რომა დედას მოი%%%ტყნავენ სახლში იუვესთან )))) სარი ყოფილა გლეხი და ალეგრი მწვრთვნელი :D:D ამ იუვენტუსით სარი მართლა ორი თვის წინ მოიგებდა სკუდეტოს ))

        1. გაუკეთონ კარგი შეთავაზება და წამოვა კიარა გამოფრინდება. ბოლო ბოლო იუვეში მოვა. ყოველ წელს ტიტულებისთვის ბრძოლა მოუწევს

  8. უთავმოყვარეო გუნდის ფანების გარდა არავის გაუხარდება ნაპოლის ჩემპიონობა, ცუდი ისაა რო ალეგრიც ამ უთავმოყვარეო გუნდების ფანთა წარმომადგენელია.
    ყველა თავმოყვარე გუნდს თვითონ უნდა იუვეს მეტე ჩემპიონობა

  9. ალეგრი ყოველის იმას თამაშობს რის საშუალებასაც მეტოქე აძლევს, მკერნახებელი მაგი არასდროს ყოფილა ტოლსწორ გუნდებთან, კრუტუნებს კიდე ამისი კარნახი არ სჭირდება ისედაც დგებიან 11 კაცით დაცვაში, ალეგრი არი ჩვეულებრივი პარაზიტი, იუვეს ხარჯზე იქმნის ავტორიტეტს და დროზე თუ არ გაასწრებს აქვე დაინგრევს :lool:

  10. თამაშის დაწყებამდე ვამბობდი რო ალეგრი ათამაშებდა ჩაჯ%%მულ ფეხბურთს )) თუმცა მაინც იმედი მქონდა რო ასეთი შემადგენლობა ყავს ამ კვერ,.,ცხს და მაინც მოვიგებდით )) მოკლედ ალეგრის დედას შევ$#$#ეცი რაა ეგ არაა ტრენერი , ამოწორა თავისი თავი )) იუვემ გახადა ეგ კაცი და მძღნე$$რიდან ამოიყვანა ) :D წავიდეს სხვაგან და ნახავთ რას მიაღწევს ) ასეთი ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშო ???????? კლოპი პირველ ტაიმს რო აგებდა 1-0ს მანჩესტერ სიტისთან გასვლაზე )) შესვენებაზე რა უთხრა ფეხბურთელებს ?? )) ფეხბურთი ითამაშეთ და გოლი გაიტანეთ სულ ფეხებზე მკიდია გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზეო !!! მთავარია ფეხბურთი ვითამაშოდო )) განა შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდოდა ?? უბრალოდ მიხვდა რო საჯარიმოში ჩაკეტვით გუარდიოლა გააპობდა )))
    სამარცხვინო თამაში იყო !!! მიუხედავად იმისა რო ნაპოლი მაგრა მეზიზღება კლუბის ქალაქიც და ყველაფერი მაგათი ) მართლა მინდა რო სკუდეტო მოიგონ !! ამათ ეგრე ეკადრებათ ამ ზედიზედ მოგებულმა სკუდეტოებმა გამოაყ%%ლევა ხალხი )))

  11. მოტივირებულია ნაპოლი და იმსახურებს კიდევაც. მაგ გუნდის მერდა ფანები არ იმსახურებენ მხოლოდ, თორემ თვითონ ფეხბურთელებმა მაგრად იბრძოლეს ამ სეზონში და კროტონეს დონის გუნდებთან თავი შეიწუხეს

    1. :lool: :lool: ლიგა კი არა ნაპოლის ისეთი ფული შეუვა ახლა და ისეთ ტრანსფერებს დადებს ზაფხულში რომ სკუდეტოც სანატრელი გაუხდება იუვეს წელს თუ დათმეს :blin: ფინანსურად დაერხევა გუნდს

      1. შევწუხდი ამის დედაც. კი ბატონო ვერაფერი შემიცვლის იუვეს სიყვარულს მარა ხო შეიძლება ერთხელ მეც გამიხარდეს და ლიგა მოვიგოთ

  12. მოკლედ ალეგრი *ლეა და ვსო,აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი,რეალთან 1-3ს თუ გამახსენებთ მე ტურინის 0-3ს გაგახსენებთ,გააგდონ ამის დედას *ევეცი უკვე აღარ მინდა ამ ჩა*მული თამაშების ყურება

  13. ეგაა დავკარგეთ სკუდეტო და ალეგრი მიდის ზაფხულში. ამას ვწერდი ზუსტად. ნაპოლი მთელი სეზონი ბოლო წუთებზე იტანდა გოლებს და იუვესთანაც იგივე გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.