ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ღირსების საქმე!

ლუჩანო მოჯიმ მაინც იპოვა სიმართლე და დაამტკიცა, რომ კალჩოპოლი მორატიმ მოაწყო, ხოლო ყველაზე დიდი დამნაშავე ამ საქმეში “ინტერი” იყო! მართალია, ამით არაფერი შეიცვლება, კალჩიოპოლის საქმეს ვადა გაუვიდა და ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელი დარჩებიან, მაგრამ ეს ღირსების საქმე იყო…

ლუჩანო მოჯი არასოდეს ნებდება.

კალჩოპოლის დროს მოჯიმ მოითხოვა მოესმინათ ყველა სატელეფონო ჩანაწერი – 100 ათასზე მეტი. მას ჰქონდა არგუმენტი: მსაჯების გამანაწილებელმა – პაოლო ბერგამომ განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად მას “ინტერის” ბოსები უკავშირდებოდნენ. მოსამართლემ არ მიიღო მოჯის წინადადება იმ არგუმენტით, რომ ყველა ჩანაწერის მოსმენას სამი წელი მოუნდებოდა. ჩანაწერები სიმართლის დასადგენად უჩვეულო მიდგომით – შერჩევით მოისმინეს.

საქმე კი ასე დაიწყო…

2006 წლის 22 აპრილს La Gazzetta dello Sport-მა მოჯის სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა, სადაც ის იტალიის მსაჯთა ასოციაციის ბოსებთან საუბრობდა. ერთთვიანი საბრალდებო პუბლიკაციები იმით დამთავრდა, რომ კალჩოპოლის გახმაურებული საქმე აგორდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტი ფრანკო კარარო გადადგა, ხოლო სკანდალში გახვეული აღმოჩნდნენ “იუვენტუსი”, “ლაციო”, “მილანი” და “ფიორენტინა”.

FIGC მეთაურად დროებით გვიდო როსი დაინიშნა. ივლისში კომისარმა ნაჩქარევი სასჯელი გამოიტანა, აპელაციის შემდეგ კი “მილანს”, “ლაციოს”, “ფიორენტინას” და “რეჯინას” სასჯელი შეუმსუბუქეს და რამდენიმექულიანი დეფიციტით სერია ა-ში დატოვეს.

მთავარი დამნაშავე კი “იუვენტუსი” აღმოჩნდა: ტურინელებს ორი სკუდეტო წაართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს…

ახლა ვნახოთ ვინ გამოიტანა სასჯელი: კლუბების ბოსების მოსმენების ორგანიზება  Telecom Italia-მ მოაწყო, რომლის დირექტორთა საბჭოში მაშინ იმყოფებოდა “ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი. კომპანიის შეფი მარკო ტრონკეტი პროვერა Pirelli-ს უმსხვილესი აქციონერი იყო (შეგახსენებთ, რომ Pirelli “ინტერის” უცვლელი სპონსორია). FIGC-ის კომისარი გვიდო როსი “ინტერის” აქციონერი იყო და ერთ დროს დირექტორთა საბჭოშიც შედიოდა, კალჩოპოლის შემდეგ კი  Telecom Italia-ში მაღალ პოსტზე დაინიშნა!

2007 წელს  Telecom Italia უკანონო მოსმენებში დაადანაშაულეს. ბობო ვიერიმ მილიონი ევროც კი მოუგო.  Telecom Italia-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჯულიანო ტავაროლიმ თქვა, რომ “იუვენტუსის” მოსმენის განკარგულება მორატიმ გასცა. გამოძიებას კომპანიის რამდენომე წევრი აწარმოებდა, ერთერთი მათგანი შემდეგ ნეაპოლის ხიდიდან გადახტა, ხოლო ორი მათგანი დაიჭირეს, რომლებიც ხელმძღვანელების წინააღმდეგ წავიდნენ, მათ განაცხადეს, რომ უფროსობამ არასასურველი ჩანაწერების განადგურება დაავალეს.

მიუხედავად ამისა “იუვეს” სერია ბ-ში დაქვეითება არ ემუქრებოდა, ერთადერთი რაც დაქვეითებას ითვალისწინებდა რეგლამენტის მე-6 პუნქტი იყო, რომელიც თამაშების ჩაწყობას ეხებოდა. “იუვეს” ეს პუნქტი არ დაურღვევია, რაც მოსამართლემაც დაადასტურა. მოჯის საუბარს ბერგამოსთან მსაჯების დანიშვნაზე ზეგავლენა არ ჰქონია. მოჯის დარღვევები მხოლოდ ჯარიმებს ითვალისწინებდა. “თამაშებზე ზეგავლენის” დამადასტურებლად “იუვეს” პირველი ადგილი მოიყვანეს! ეს საკმარისი არ იყო, როსიმ მაშინ რეგლამენტში სტრუქტურული დარღვევები შეიტანა.

ჩვენ  უფრო დიდხანს უნდა გამოგვეძია მოჯის საქმე. ფედერალურ სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება, რომ “იუვენტუსისთვის” სკუდეტო წაერთვათ. მაგრამ გვიდო როსიმ თავისი მეგობრები შეყარა და სკუდეტო “ინტერს” გადასცა” – ფედერალურმა მოსამართლემ კარლო პორჩედუმ მხოლოდ შარშან აღიარა!!!

მოჯიმ ბრძოლა გააგრძელა. 2010 წელს სასამართლომ 75 ჩანაწერი მიიღო, სადაც “ინტერი” ფიგურირებდა. “ეს ჩანაწერები 2006 წელს რომ გვქონოდა, “ინტერი” დაისჯებოდა” – აღნიშნა მოსამართლემ.

ჩანაწერებში “ინტერის” პრეზიდენტი ფაკეტი მსაჯთა გამანაწილებელს ბერგამოს ესაუბრება და “ინტერი” – “კალიარის” მატჩის მსაჯის ბერტინის “აზრზე მოყვანას” სთხოვს, რაზეც ბერგამო პასუხობს, რომ ის უკვე მიხვდა ყველაფერს და სასურველი შედეგი დაიდება… ბერტინიმ “ინტერს” გოლი ჩაუთვალა სადაც პასი ხელით იყო გაკეთებული და არ გააძევა კარინი განზრახ ხელით თამაშისთვის…

2011 წელს პროკურორმა სტეფანო პალაციმ გამოძიების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. “ინტერი”, მორატი და ფაკეტი დაადანაშაულეს სპორტულ მაქინაციებში და მსაჯების საქმიანობაში დანაშაულებრივ ჩარევაში. ისინი მსაჯების შეფებს ურეკავდნენ უშუალოდ მატჩის წინ და იმ მსაჯებზე ზემოქმედებდნენ, რომლებიც მათ თამაშზე იყო დანიშნული.

“ინტერმა” დაარღვია სწორედ ის ერთადერთი მე-6 პუნქტი, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითებას ითვალისწინებდა!!!

ხმამაღალმა დოკუმენტმა შედეგი ვერ გამოიღო, “ინტერს” ტიტული არ წაართვეს. საქმე დაიხურა ვადის გასვლის გამო, რომელიც 4 წელს ითვალისწინებდა. ისე დაემთხვა, რომ პალაციმ “ინტერი” კალჩოპოლიდან 5 წლის შემდეგ დაადანაშაულა…

მოჯიმ პირდაპირ ეთერში რამდენიმეჯერ დაადანაშაულა “ინტერი” და ჯაჩინტო ფაკეტი მსაჯების მოსყიდვაში, რაზეც ფაკეტის შვილი ჯანფელიჩე წამოეგო და მოჯის სასამართლოში უჩივლა ცრუ ბრალდებების გამო. მოჯისაც ეს უნდოდა – სინამდვილეში რასაც მოჯი ამტკიცებდა უკვე დადასტურებული იყო პროკურორ პალაცის მიერ, მაგრამ ვადის გასვლის გამო საქმე სასამართლომდე არ მიდიოდა. აქ კი უმცროსმა ფაკეტიმ უნებურად საქმე სასამართლოს დაუბრუნა. ჯანფელიჩეს სჯეროდა, რომ შავლურჯები საქმეში არ იყვნენ, ხოლო პროკურორის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ შეცდა – სანამ მოსამართლე დასკვნას გამოიტანდა, უნდა გაერკვია სინამდვილეში ლობირებდა თუ არა “ინტერი” მსაჯებს…

ახლა ყველაფერი დამთავრდა. კალჩოპოლის საქმე დაიხურა. მოჯიმ გაიმარჯვა, პროკურორის დოკუმენტი სასამართლომ აღიარა – ყველაზე მეტად კორუფციულ სისტემაში “ინტერი” იყო დამნაშავე.

და რა მოხდება შემდეგ? არც არაფერი. წართმეული სკუდეტო “ინტერს” შერჩება, არავინ დაისჯება, რადგან კლუბის ყოფილი ბოსები ჩამოშორდნენ ფეხბურთს, ხოლო მოჯი არ დაუბრუნდება სამუშაოს. შეიძლება “იუვენტუსმა” ისევ მოითხოვოს უიმედოდ 400-500 მილიონი, რადგან FIGC-ს ფული არა აქვს.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დამტკიცებულია სასამართლოს გარეშეც. ჩემპიონი დაბრუნდა. სწორად აღნიშნა დონ ლუჩანომ მოგებული საქმის საბოლოო სიტყვაში: “კალჩოპლოლი დიდი ხანია დამთავრდა, მუშაობს ვიდეოგანმეორებები, ხოლო “ინტერი” ისევ 22 ქულით ჩამორჩება “იუვენტუსს”…

მოჯიმ ღირსება აღიდგინა და აღუდგინა ის “იუვეს”!

 

 

 

78 thoughts on “ღირსების საქმე!

  1. Old Juventus
    მაურინიომ რა დახარჯა ინტერში თუ გახსოვს? პანდევით მოიგო ჩემპიონთა ლიგა კაცმა, იუვეს დასახარჯი არაფერი აქ, მინიმალური დანახარჯით შეიძლება ამ გუნდის გაძლიერება და ნორმალური მწვრთვნელის ხელში ეტაპობრივი განვითარება, 2-3 წელიწადში ნებისმიერი ტოპ მწვრთვნელი იუვეთი ლიგას მოიგებს

    1. და მაურინიოს დახვდა დაკომპლექტებული და შემდგარი გუნდი, რომელსაც 3 წელი მანჩინი წვრთიდა, ყოველ წელს არ ყიდდნენ ფეხბურთლებს, ზლატანი გაუშვეს და ეტოო მოუყვანეს ეგ იყო სულ…

      მე როგორც მახოვს, არგენტინელი ყავდა ცენტრფორარდათ, რომელიც გლიჯავდა ყველაფერს (სახელი აღარ მახსოვს), ეტოო და სნეიდერი, შეტევის ხაზი ეს იყო და რაღა პანდევი დაგამახოსვრდა? :)))

      ეტოოს და არგენტილესი დონის რომ ყოლოდა იუვეს ასეთ სუსტ რეალის დაცვას ეს თადასხმელი შეუდგებდა ერთს მინიმუმ ორ თამაშში, ამას ყავს მხოლოდ მაზილა და ეგრე დიდი შედეგები არ იდება.

      აგერ ნახავ წელს არგენტინა თუ რამეს იზამს იზამს მესი, ჯგუფში შეიძლება შეაგდოს ერთი ღიპიანმა და ეგ იქნება სულ მაგის ავლადიდება, გრანდან ან ვერ გახისნება ან თუ ექნება მომენტი გაარტყამს მეკარეს შუბლში.

      1. Di Francesco

        ხოდა მაგას ვწერ რომ წლიდან წლამდე რომ გუნდი გააუმჯობესო და ფეხბურთელმა მოუმატოს ეს ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნო და იქნება გუნდიც სტაბილური. ვინც გაქაჩავს იმას რომ გაყიდი და მერე შემცვლელებად ბებრებს ყიდულობ აქ ტრენერს აბრალო ყველაფერი არასწორად მიმაჩნია, თან 4-5 კაცი იმენა უტვინო ყავს, რომლებიც ელემენტალურ პრეინგს ვერ უძლებენ.

        პლიუს ინტერს გაუმართლა ცოტა, რეალი არ იყო ეს რეალი, ბავარია იხოდებოდა და აბრსა რჩებოდა ერთი, ან რეალი რა რეალი იქნებოდა მგონი მაშინ ღიპიანი ყავდა, მოვიტა პერესი, შეცვალა სატრანფერო პოლიტიკა და ვხედავტ შედეგს.
        შენც მემგონი ალეგრი კი არა მენეჯმენტი არ გევასება :))) და ასეთი სატრანფერო პოლიტიკის პირობებში ისეთი ტრენერი თუ მოვა, რომელიც ტრამპლინად გამოიყენებს იუვეს…

        და იუვე ყიდულობდა შემდგარ ფეხბურთელებასაც, შილება მერე აქ მოუმატეს უფრო მაგრამ შედგარი ფეხბურთლები ბევრნი იყვნენ (ნედვედი, ბუფონი, ტიურამი, კანავარო, ვიერი, ბაჯო, ზიდანი, დეშამი და რავი).

        1. შემდგარები იყნენ მარა არა ვარსკვლავები, 1 ნაბიჯი აკლდათ ვარსკვლავობამდე და ის ნაბიჯი იუვეში გადადგეს, იუვეს ლეგენდების 99%_ის პირველი გრანდი იუვე იყო

          1. გეთანხმები ნადმვილად და ეხლა ყიდულობენ დეშილიო, მატუიტი, ჰიოვედისი, კოშტა და ღიპიანი და სწორედ ამიტომაა დიდი სხვაობა ამ და 1996-2006 წლების იუვეს შორის. მე არ მახოვს როცა იუვე სწორ პოლილიტიკას ატარებდა ვინმესთან შერცვენილიყვნენ და გადაეხიათ ბურთი თავზე, მაგრამ ეხლა არის სიტუაციები როცა თავს ზემოთ ძალა არ არის.

            რეალთან სახლში ასამოამ და დეშილიომ რა პადაჩებიც აკეთეს ტრიბუნებზე, მაგალითად ზემოტ ნახსენები მაურუნიო მეორე ან მესამე გუნდში გააგდებდა…

  2. ბუფონმა ნაპოლის ფეხბურთელებთან ერთად “იზეიმა” ნაპოლის მოგება, ყველას მიულოცა თამაშის მერე და სეპეს ხელთათმანებიც აჩუქა, ინსინიემ უთხრა მემგონი, იმან ვერ გაუბედა :chuvak:
    ხედირა რო ეჭიმებოდა კიდე ინსინიეს, წავიდეს და არაბებს ეჭიმოს ან კიდე გერმანელებს, ბუფონი რო არ გამოუვარდა ინსინიეს დასაცავად კიდე მადლობა თქვას :lool:

  3. ტრენერზე თუ მიდგა საქმე მაურინიოსაც დიდი სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში და მხოლოდ ერთი მიზეზით, თუ არ დახარჯა მაყუთი მენეჯმენტმა ისე არ მოვა და მომთხოვნია მაურინიო.
    ეს ანიელი თითქოს ერთ ადგილს იხევს 1 მილიარდი უნდა გადავიხადო რომ გამოვისყიდოო, ოჯახს 2 მილარდამდე მოგექბა აქვს წლიური და კიდიათ რა ეს გუნდი, კიდიათ იმ გაგებით რომ გაუთანაბრდეს მოწინავე 3-4 გუნდს.
    როგორც მე ვიცი ფერარის ძრავზე უფრო მეტი დახარჯეს შარშან და წელს ვიდრე იუვეს ახარჯავენ და ფერარი წელს გაუთანაბრდა მერსედესს და დიდი ალბათობით ფეტელი მოიგებს ფორმულას.

  4. იუვენტუსის იტორიას გადახედეთ და მიხვდებით რაშიცაა პრობლემა, 1 იტალიელი იყო გუშინ მოედანზე და საუკეთესოც ის იყო, იუვენტუსს არასდროს ყავდა 10 ისეთი ლეგიონერი რომელიც სხვა კლუბების ლეგიონერებს ჯობდნენ, ვერც დღეს იყიდის იუვე სხვა კლუბში მყოფ ლეგიონერებზე უკეთესებს, იუვეს ყოველთვის ყავდა 3-4 გამორჩეული ლეგიონერი, გამორჩეული პირველ რიგში იუვენტუსის მიმართ დამოკიდებულებით და ყავდა იტალიელები, ისეთები რომლებიც თავს წირავდნენ იუვეს გამო მოედანზე, ამ ნაყარნუყარა ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ ნაპოლის პეპე – ჯაკერინი ბურთს გადაახევდა თავზე, უკეთესი ნაპოლისთვის გადაუხევიათ კავანი – ლავეცები რო ყავდათ და ამგენს ხო მითუმეტეს…

  5. ნამდვილად საზიღრობა იყო გუშინ, მაგრამ ასე ერთიანად მარტო ალეგრიზე ხელების შეწმენდა მემგონი არ არის მთლად მართებული:

    1) ტიპმა ორი წლის წინ თქვა ლიხშტაინერი არ მინდაო და არ შეყვანა განაცხადში ლიგის და ორი წლის მერე იძულებულია მე-11 წუთზე შეიყვანოს თან როგორ თამაშში.
    2) გუნდებმა რომლებმაც იციან ბურთი გაგორება არ ზალუძს ამ გუნდს მათ წინააღმდეგ ბურთის ფლობაში უპირატესბობის მოპოვება: ტოტენჰემი, რეალი, ბარსა, ნაპოლი და ასე შემდეგ რაც წელს იყო და ამის მიზეზი ის არის რომ ამ თამაშებში ყავს:
    1: ლიხშაინერი (თვითონ არ ევასება მე ნამდვლად სხვები უფრო არ მევასბიან ვიდრე ეს იუვეში)
    2: უტვინო ასამოა;
    3: ანალოგიურად უტვინო და გამოგდებული მატუიდი, რომელიც თუ ოდნავ დააპრესინგე ერთი ადგილიდან მთელ სტადიონს ამყრალებს;
    4: გამოდგებული კოშტა, შეიძლება ვინმეს მოსწონს აქ, მაგრამ რეალთან ერთი პასი ვერ გააკეთა მწვავე და რათქმაუნდა არც სახიფათოდ დაურტყამს, ასევე აგერ ნაპოლთან. რეალთან კიბატონო გაიქცა არაერთხელ, მაგრამ არცერთ გაქცევას არ მოყოლია ან საიხაფოთ დარტყმა და არც პასი და მაგიტომაც დაიფრინა ბავარიამ და მათ რათქმაუნდა ამ გამოდგებულებშიც გვაჯობეს და უკეთესი იშოვეს, ნუ როდრიგესი სასტავშია ბავარიაში სულ და შედეგიც აქვს.
    5: მართლა სასასცილოა უკვე ღიპიანი, უკვე სირცხვილია, ასე თუ გააგრძელა 20 მილიონს არავაინ გადაიხდის მაგაში.
    6: და რათქმაუნდა ზოგადი სატრანსფერო პოლიტიკა, უყიდიან ყველას და ყველაფერს ვინც რამეს წამორადგენს და მოყვათ სანაცვლოდ ღიპიანი, ასე გუნდის თავდასხმას გოლი ვერ გაქონდეს და გუნდს მაინც ასე თუ ისე შედეგი ქონდეს რავიცი… საბოლოოდ ნადმვილად არ გამოვადნილან ლიგიდანაც შერცვენილები და სკუდეტოც მაინც შეილება მოიგონ.
    ძაან წინააღმდეგი არც მე ვიქნები ალეგრის გაშვებით, მაგრამ აღიარა წელს სანახაობა არ მაქვსო. ვერ ვშვრები ამ ფეხბურთელბით მეტსო ეგრე გამოუვიდა და არც ვამტყუნებ, შეუძლებელია. ვინმემ შეიძლება ნაპოლიზე თქვას უფრო ძლიერი კამანდა არ ყავთო, მაგრამ ეს გუნდი წლებია შეიქმნა და შეთამაშდა, გაუყიდე ორი კაცი და რა დღეში ჩავარდებიან ვნახავთ, არათუ ყოველ წელს გაუყიდო ლიდერები.

    1. მე ვარდისფერ სათვალეს მოვიხსნი თუ შავ სათვალეს ეგ ჩემი საქმეა მე აქ შენ არ გიწერ კომენტარებს მე ჩემს აზრებში დავრჩები და შენ შენს აზრებში დარჩი მივხედოთ საქმეს მგონი აღაარაა საჭირო გაგრძელება

  6. გუშინ დიბალაზეც დავწერე ვმსჯელობდით და 1 ტაიმის შემდეგ გაიყვანა რატომ მაინც ვერ გავიგე კუადრადოს შემოყვანის აზრი და ალეგრის მითითებებით არაფერი შეცვლილა ფანტაზია დაიკარგა უფრო და კიდევ უფრო დაიკარგა კოშტა რომ გაიყვანა … ტიპი ეთამაშა ფრეზე ნაპოლის და იმდენს რით ვერ მიხვდა რომ უნდა ეთამაშო გუნდს პრესინგი თავის მეორე ნახევარზეეეეეე!!! უფრო ნაკლები დრო რჩება მეტოქეს ბურთის დასამუშავებლად , მოსაფიქრებლად, ზოგჯერ მოშორებით სრულდება ან გრჩება ან მეორე სართულს უგებ… ეთამაშა ნაპოლიმ პრესინგი იუვეს სახლში და შედეგი დადო. იუვეს კარშიც კი არ დაურტყამს . ალეგრიმ უნდა გარისკოს ასეთ თამაშებში სირცხვილია უბრალოდ

    1. კოშტა მგონი უფრო ბოლო მცველად დააყენა ვიდრე წინ. ან იმ გამარჟვებას გავკარი სადა ასამოა და ჰიოვედესი არის.

  7. ყველაზე დიდი იუვეს დღევანდელი პრობლემა არის ის რომ უყვე*ო ხელმძღვანელობა რო ყავთ. მოკლედ პიაცას რასაც უშვრება შალკე აქ ჩანს ყველაფერი. პიაცა რო იყოს რეალის ბარსას ბაიერნის ან მანჩესტერის ზამენაზე დასმას კი არა ზამენაზე გაყვანასაც ვერ გაუბედავდნენ! ამათ შალკე ვოლსბურგი ზაგრები ყველა ამათ ეღადავება რაც ამათ უყვე*ობაზე მეტყველებს.

    რაც წუხელ მოხდა ეს ცალკე თემააა უბრალოდ ალეგრიმ იცის …. ოღონდ იგროკები არ უმართლებს რა. :lool: :lool: :lool: :lool:

  8. სულ ვფიქრობდი, რომ ალეგრის რაღაც კომპლექსი აწუხებს და ვერ ვხვდებოდი რა იყო ეს. წუხელ მივხვდი – ეს არის გადამწყვეტიმატჩისწინაკომპლექსი )) ასე იყო დორტმუნდთან, ბავარიასთან, ჯგუფებშიც, ასე იყო რეალთანაც და ბევრის გახსენება შეიძლება. თითქოს არ იცის რა ქნას გადამწყვეტი მატჩის წინ, მთლად გადამწყვეტიც არაა და “იმ” თამაშს ელოდება. იგივე ითქმის ფეხბურთელებზეც, ზუსტად გადამწყვეტი თამაშის წინაზე კარგავენ კონცენტრაციას. გუშინ ორი პასი ვერ გადააბეს ერთმანეთს. რაღაც მოშლილი იყო გუნდი, თითქოს აქ არ იყვნენ…
    ყველაფერი აწი გამოჩნდება, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ალეგრი. დაველოდოთ მოვლენებს…
    FORZAJUVE!

    1. როგორც ჩემმა ინტერმერდას გულშემატკივარმა ძმაკაცმა ახსა და სწრორადაც თქვა: ალეგრი არის ძალიან მაგარი ტაქტიკოსი და მეტი არაფერი. ეგ ალბათ იუვეს სერიოზულ წარმატებას მოუტანს იმ შემთხვევაში თუ სამწრთვნელო შტაბში ვიცე-ტრენერად–მრჩევლად დარჩება და სათავეში ვინმე სერიოზული კაცი მოვა. ისე ინძაგი-ალეგრის დუეტს მოსინჯავდა კაცი :chuvak:

  9. მაგარი მახატია ერთ ადგილას ბოღმა ნაპოლი ისე საუბრობთ ზოგი მე7 სკუდეტოზე თითქოს არაფერი იყოს . აღარ უყუროთ სერია ას მაშინ. ფაქტია ძალით დაკარგეს ქულები.. რა მოტივაციაზეა საუბარი ერთი შეზახილი არ მახსოვს ბუფონის და გამხნევება ფეხბურთელების რას გავს…მოწყენილი იდგა კარში

  10. მიახლოებითი სათამაშო მახასიათებლების ფეხბურთელები კარგია იმიტომ, რომ როცა კოსტას სწრაფ პასს აძლევენ ასწრებს და რო ეჩვევიან სწრაფ გადაცემებს ჰოპ მანჯუკიჩი ამ დროს ლობიანზეა წასული. იგივე ხდება ცენტრში. მიუხედავად ფეხბურთელების დაბალი დონისა ნაპოლის მოძრაობაში ერთიანი მექანიზმი არსებობა იგრძნობა. შეიძლება წაკითხვადი იყოს გამოკვეთილი სტილი, მაგრამ ხარისხიანი თამაშის დროს 90 წუთში დამუშავებული კომბინაციების წარმატება უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ალეგრისეული ეპიზოდური და ხუიევოზნაეტული კონტატაკებისა. თუგინდა ბარსა ავიღოთ საზომად. ძველი არსენალი და ა.შ.

  11. ეხლა აქ ალეგრის დედის პრ…..ჭს სულ ამხობდნენ დღესაც ამხობენ და ხვალაც დაამხობენ ეგ გასაკვირი არაა,ეხლა დიფრანჩესკოს ალეგრიმ ყველა თასი რო ერთდროულად მოუტანოს და დაუდოს წინ მისთვის ის მაინც მილანისტა იქნება და ყ….ე ამიტომ ეხლა ალეგრიზე საუბარი არც ღირს ყველას თავისი აზრი აქვს მე ყველა კომენტარს ვკითხულობ ზოგზე ვერთობი და ვხალისობ ზოგზე ვპასუხობ და ა.შ……….მე ალეგრის შედეგები მაქ ნანახი და მორჩა მასზე არცერთი წამით არ ვიცვლი აზრს და ვერავინ მსოფლიოში იმაში ვერ დამარწმუნებს რომ ალეგრის სარი რამეთი სჯობს აი ვერავინ ამიტომ მე მაქ ჩემი აზრი და მორჩა არც არავის ვახვევ თავს დარჩება წელს გუნდი უთასოდ???არანაირი პრობლემა არაა მომავალ წელს დაიდება თასი ასე ხდება ფეხბურთში :juvee: :juvee: :juvee: გითხრათ სიმართლე დიდად არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას ვინმესთან მე რეალთან გამოვარდნის შემდგომ უკვე ფიქრი დავიწყე მომავალ სეზონზე სიმართლე რომ ვთქვათ სულ მეკიდა მე7 სკუდეტო იქნება კარგია არ იქნება და ნუ იქმება ლიგააააა ლიგააააააა ამას ველოდები და მწამს იქნება მალე :juvee: :juvee:

    1. ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი. ალეგრიზე სარის შედარება შეიძლება მაშინ როცა მაურისიო სერიოზულ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

  12. ALLENATORE

    ყველა გამორჩეულ ტრენერს აქვს თავისი “ხელწერა”–თამაშის სტილი დაჟე დიფრანჩესკოს, რომელმაც 1–ად აიღო თავზე დიდი სამუშაო რომას სახით. მწრთვნელის ფილოსოფია ფეხბურთელების თამაშზე მაშინ აისახება თუ ტრენერი წარმატებით ახერხებს დამუშავებას და იგროკებამდე მიტანას. მე–4 წელია ალეგრის ხელში იუვენტუსის სათამაშო სტილი ვერ შეიძინა, რომელშიც ფეხბურთელები თავიანთ მაქსიმუმს დადებდნენ. ჩვენ არ გვაქვს სტილი სატრანსფერო პერიოდშიც. აქ მოჰყავთ ისეთი კონტრასტული თვისებების იგროკები და სათამაში მანერის ერთიანობის შეგრძნება არ რჩება. კონტე 1 მასწორი თქვა ზოგი იგროკები საერთოდ არ შეეფერებიან იუვეს. ამის გამო არის ძალიან ხშირი როტაცია, პრაქტიკულად არცერთ პერსპექტიულ ახალგაზრდას არ აქვს საკმარისი სათამაშო დრო დიბალას გარდა, რომ თავი გამოავლინოს. ეს იმის ბრალია, რომ ალეგრი სატრანფერო ფანჯრის პერიოდში სარეცხი საპნით იბანს ხელებს და ისვენებს კურორტებზე. დასკვნა ასეთია, რომ იუვენტუსმა უნდა მოიყვანოს გამოკვეთილი, შემტევი სტილის მწრთვნელი, რადგან ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა მგლები არიან და სკუმბრიის ხასიათის მქონე ალეგრი ვერ ახერხებს მაქსიმუმის დადებას საჭირო მომენტებში. და რაც გააკეთეს ბიჭებმა რეალთან 70% ისევ ფეხბურთელების მონდომების ხარჯზე მოხდა და დაბრალდა მერე ალეგრის დაბრალდა ტრადიციულად

    :forza: :forza: :forza:

  13. სირცხვილია ბიჭო სირცხვილი სკუდეტოსთვის გადამწყვეტ მომენტში კარში რომ ვერ დაურტყამ კონკურენტს. ადექი და და გადაეცი ეგრევე თასი ხელში რა. ყველა იუვეს წინააღმდებაა და ნაპოლის ახლა ყველა დაუწვება და იუვე რომში და მილანში რისი მომგებია. არადა რა ფეხბურთელები ყავს ბიჭო რა გუნდი.არც მოტივაცია აკლიათ ახლებს. აბა რა ეტაკათ სახლში ნაპოლი რომ გიკონტროლებს ბურთს და კარში გიბრქაუნებს.

    1. კაი რაა რეალისტ რა მოტივაციაზე ვლაპარაკობთ შეხედე გუშინდელ მატჩს ნაპოლის იგროკების თვალებიდან სიმწრისგან სისხლი მოსდიოდათ ისე მოტივირებულები იყვნენ 90 წლების მერე ტიპებს არანაირი მიღწევა არ აქვთ და აგერ გაუჩნდათ შანსი რომ სკუდეტო მოიგონ ეხლა გახედე მეორე გუნდს ანუ იუვეს მე 7 ე სკუდეტოა ბოლო ბოლო მე 7 ე ეს ხომ არ დაგვიწყებია???ტიპებს ამოსული აქვთ მგონი ყელში სკუდეტოები თან არ დაგავიწყდეს წელს იუვეს აშკარად ლიგის წყურვილი ქონდა და რა დედამ………ად გამოაგდეს ხო იცი და მის მერე დაეწყო ვარდნა ანუ თქმა მინდა რომ მოტივაციაზე ნუ ვისაუბრებთ რადგან ნაპოლის ასჯერ მეტი აქვს თან ვერ გავიგე რატო უნდა გაგვიკვირდეს ასე სასწაულად ნაპოლის მოგება როცა ერთი გუნდიღა დარჩა წელს რომელიც იბრძვის სკუდეტოზე და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად ეხლა ეს დედააფ…….ლი თემა ლამაზი ფეხბურთიოოო დაცვა რატოოოო ნუ მემილიონჯერ გვაქ განხილული ეს თემა რაა და აღარ დავწერ მომბეზრდა,ვინც ჩემს კომენტარებს კითხულობს ზაფხულშიც დავწერე რომ ამ იუვემ წელს საერთოდ ერთი თასიც რომ ვერ მოიგოს არც გამიკვირდებათქო რადგან ეხლა ასე არ ხდება კაცო ყოველ წელს ამ თასების ბრაგუნი ფეხბურთია კაცო ფეხბურთი კი გული გწყდება შენი გუნდი რო აგებს მაგრამ რას იზამ ხდება ბივაიტ ი ხუჟეო რუსებმა როიციან გამოთქმა,გასაგებია რომ სკუდეტოს მოგება გაძნელდება ორი აზრი არაა და საერთოდ შეიძლება ვერ მოიგოს ორი ისეთი გასვლა დარჩა მაგრამ კაცო ჯერ პირველ ადგილზე ვართ და რატო ვიხოკავთ ყველა სახეს აი ვერ ვხვდები ვაააა მოიცათ კაცო ეგებ ხვალ სულ სხვა რამ ხედება ხოო???მე არც ის გამიკვირდება ნაპოლიმ ფარჩაკ გუნდებთან წააგოს და დაკარგოს ქულები ამის მერე ამიტომ……….. :juvee: :juvee: :juvee:

  14. ჰაააა დილამშვიდობის სასტავ :)))ლოთობას გადავყევი და რამე ცუდი მოხდა არ დამიმალოთ:)))))კომენტარებს რომ ვუყურებ ასე მგონია გადავარდა გუნდი ისევ სერია-ბ-ში და დაერხა იუვეს:))))ალეგრის გინება ისევ ხსნილია ხო???:))))აუ ამ პახმელიაზე მართლა არამაქ თავი ეხლა ვაყალიბო აზრები და ალეგრიზე ვილაპარაკო უბრალოდ მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი ფორცა ალეგრიიი და ფორცა იუვე:))))ყველაფერი ძალიან მაგრად არის ეხლა და მომავალშიც მაგრად იქნება:))))სატურნირო ცხრილს გავხედე და ამიტომ ვამბობ პირველზე არ ყოფილა გუნდი და მეგონა ბოლოდან პირველზე ვიყავით ბევრჯერ გადავამოწმე აქ რომ წავიკითხე კომენტარები ხოარ მეშლებათქო რამე სხვა დანარჩენი მეასე ხარისხოვანია ამ წუთში:)))))ძმებო შემოგევლეთ ფორცა იუვე მუდამ და მარად ფეხბურთია ყველაფერი ხდება მაქსიტო არიწ და იქნება კლასნი ტრენერი ნუ ჯავრობთ ასე მაგრად:))))ტიტული საერთოდ რომც ვერ მოიგოს წელს მაროტაზე დარეკილი მაქ და მომავალ წელს მაქსიტო იუვეში რჩება მაინც:)))))ამიტომ ტყუილად არ მოიშალოთ ნერვები :)))))მის ხელში იუვე ლიგასაც დადებს :))))) :love: :juvee: :juvee: :juvee: :givi: :givi: :givi:

  15. ალეგრიმ სკუდეტოც და კოპაც, რომ წააგოს მაინც არ გაუშვებს მაროტა ისე უყვარს ))) ისე ვფიქრობდი სარი რომ არსენალის ტრენერად დანიშნონ თავისი სტილით იდეალურად მოერგებოდა მაგ გუნდს

  16. მე დავწერე სკუდეტოს თუ ვერ დადებს უნდა წავიდეს თქო და ასეც მოხდება ძალიან დიდი ალბათობით. მგონი ახალ მწვრთნელს ვიხილავთ ზაფხულში

  17. იქნება გამოფხიზლდნენ ცოტა მაინც ზაფხულში და მინიმუმ დიბალა არ გაყიდონ და მაქსიმუმ სერგო დაითრიონ) მაგარი იქგროკია იმენა დაგვხატავს. სამპასთან ისე ითამაშა იფრინა ტიპმა. თვითონაც ხო სეაგდო და იმობილეს ისეთი პასი მისცა, რო იმენა ძალით გაატანინა))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.