ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური

სატრანსფერო ბაზარზე მანევრირებები იწყება:

ტურინელები პოლ პოგბას დაბრუნების საკითხს აქტიურად განიხილავენ.. ფრანგი ფეხბურთელი იუნაიტედში აშკარად არ გრძნობს თავს კომფორტულად და არ იქნება წინააღმდეგი თუ ძალებს სხვა კლუბში მოსინჯავს.. მითუმეტეს თუ ისეთ კოლექტივში სადაც თავი საუკეთესო კუთხით წარმოადგინა. თუმცა, იუნაიტედთან კომპრომისის ნახვა იოლი პირდაპირ ტრანსფერზე რთულად წარმოსადგენია.. აი არენდა კი მეტად რეალურია, მითუმეტეს ინგლისელები ფრანგს ხომ დაახლოებით 20 მილიონს უხდიან..

შალკემ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს მაქს მაიერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. 22 წლის შუახაზელი უკვე დიდი ხანია იუვენტუსის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და როგორც იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ პარატიჩსა და მოთამაშის აგენტს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

ასამოა.. მისმა აგენტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:”მარტო ინტერი არ არის ჩემი კლიენტით დაინტერესებული და იმის გადაჭრით მტკიცება, თითქოს განელი მილანში აუცილებლად გადაბარგდება სისულელეა.. ძალიან მალე მის მომავალზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით”.

აი მარკო პიაცა კი ტურინს დაუბრუნდება.. შალკეს არც კი უფიქრია მისი გამოსყიდვა, რადგან მუხლზე გადატანილი მძიმე ტრავმის შემდეგ გერმანელები მის მოედანზე ხშირად ყოფნასაც კი არ რისკავდნენ.. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა პიაცა ხორვატიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე მაინც გაემგზავრება.

თუ მორატას ტურინში დაბრუნება მართლაც სურს, მაშინ ჩელსი მის გადაწყვეტილებას დათანხმდება.. აი ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა ინგლისურმა მედიამ.. იუვე მზად 2 წლიანი არენდით გაიფორმოს ესპანელი, ხოლო შემდეგ საბოლოოდ გამოისყიდოს.. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფორმულა იყო განხორციელებული კუადრადოს გაფორმებისას..

ენტონი მარსიალთან დაკავშირებით სიახლე არაფერია.. ფრანგის სამსახურით ამ ეტაპზე იუვენტუსის გარდა ბაიერნიც ინტერსდება, რომელიც უახლოეს პერიოდში კინგსლი კომანს დაემშვიდობება.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი არის ნომერ პირველი სატრანსფერო მიზანი და ამას არავინ მალავს.. მაგრამ ლოტიტოს სახით იუვეს ისეთი 100 მილიონიანი თავისტკივილი აქვს, რომ როგორ მოგვარდება არავინ იცის.. კონტაქტი მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ რა შედეგს გამოიღებს ამას მალე შევიტყობთ.

535 thoughts on “სატრანსფერო აურზაური

      1. შიპი ჩაარჭო ფეხში და თუ სპეციალურად დააბიჯა კი ეკუთვნოდა, მაგრამ დანდობაც შეიძლებოდა და არ უნდა გაეწირა

  1. ვესინოს გამო ახლა შეიძლება სუდიამ შეცდომის გამოსწორება გადაწყვიტოს და ან პენალი დადოს იუვეს კარში ან ვინმე გააგდოს. ამიტომ სასწრაფოდ მეორე გოლია საჭირო და მის მერეც შეტევა და შეტევა

  2. ხო ვთვი ბურთს დაუმალავთ :forza:
    აუ რა პაზორი იქნება ანგარიშის შენარჩუნებაზე რო ვეთამაშოთ :no
    პირველი ტაიმი მოუხაზეთ რასაც ქვია

  3. პიპიტა არაა გასალანძღი, ააწყოს მასზე თამაში ალეგრიმ და ძველი ჰიგუაინი დაბრუნდება ახლა თეთრკანიან მატუიდადაა გადაქცეული. არაა პიპიტას საქმე ბარძალიზე მოხმარება დაცვაში. მომარაგება უნდა ნორმალური პასებით :chuvak:

    1. ეგ მართალია და ეს რომ ვერ მოვიგოთ, ალეგრი ეგრევე უნდა გადადგეს :)) მაგრამ მატუიდის რა ბრალია, მაგას დაჭერა არ ევალება

  4. ყოველი შეტევისას თვალშისაცემია რომ გოლს დიდი არაფერი უნდა და რატომ ირთულებენ საქმეს რატომ შეუტიე გაუტანე ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

    1. დიბალა იყოს ან თუ უნდა შესნი დააყენოს, ოღონდ ეგ გაათრიოს… რას გავს მაგის თამაში… დაგლასა და სანდრო მომწონს მარტო

  5. იგუაინს ბავშვივით ათრევენ ინტერის მცველები
    ნაპოლისთან 0
    კროტონესთან 0
    რეალთან 0
    რისთვისაა გუნდში?! 10 კაცით ვთამაშობთ და მაგიტომ აქვს გუნდს ცუდი შედეგი
    ბენზემას ცოტა უკეთესი ვერსიაა და მეტი არაფერი
    დიბალა უფრო კარგი გოლეადორია ვიდრე ეგ

    1. ამ თამაშს სამპაოლი თუ უყურებს, იგუ მუნდიალზე აღარ უნდა წაიყვანოს :D:D სავარაუდოდ უყურებს, იგუსაც და იკარდისაც დააკვირდება. უკვე 3ჯერ დაკარგა საჯარიმოში ბურთი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.