ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური

სატრანსფერო ბაზარზე მანევრირებები იწყება:

ტურინელები პოლ პოგბას დაბრუნების საკითხს აქტიურად განიხილავენ.. ფრანგი ფეხბურთელი იუნაიტედში აშკარად არ გრძნობს თავს კომფორტულად და არ იქნება წინააღმდეგი თუ ძალებს სხვა კლუბში მოსინჯავს.. მითუმეტეს თუ ისეთ კოლექტივში სადაც თავი საუკეთესო კუთხით წარმოადგინა. თუმცა, იუნაიტედთან კომპრომისის ნახვა იოლი პირდაპირ ტრანსფერზე რთულად წარმოსადგენია.. აი არენდა კი მეტად რეალურია, მითუმეტეს ინგლისელები ფრანგს ხომ დაახლოებით 20 მილიონს უხდიან..

შალკემ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს მაქს მაიერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. 22 წლის შუახაზელი უკვე დიდი ხანია იუვენტუსის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და როგორც იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ პარატიჩსა და მოთამაშის აგენტს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

ასამოა.. მისმა აგენტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:”მარტო ინტერი არ არის ჩემი კლიენტით დაინტერესებული და იმის გადაჭრით მტკიცება, თითქოს განელი მილანში აუცილებლად გადაბარგდება სისულელეა.. ძალიან მალე მის მომავალზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით”.

აი მარკო პიაცა კი ტურინს დაუბრუნდება.. შალკეს არც კი უფიქრია მისი გამოსყიდვა, რადგან მუხლზე გადატანილი მძიმე ტრავმის შემდეგ გერმანელები მის მოედანზე ხშირად ყოფნასაც კი არ რისკავდნენ.. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა პიაცა ხორვატიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე მაინც გაემგზავრება.

თუ მორატას ტურინში დაბრუნება მართლაც სურს, მაშინ ჩელსი მის გადაწყვეტილებას დათანხმდება.. აი ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა ინგლისურმა მედიამ.. იუვე მზად 2 წლიანი არენდით გაიფორმოს ესპანელი, ხოლო შემდეგ საბოლოოდ გამოისყიდოს.. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფორმულა იყო განხორციელებული კუადრადოს გაფორმებისას..

ენტონი მარსიალთან დაკავშირებით სიახლე არაფერია.. ფრანგის სამსახურით ამ ეტაპზე იუვენტუსის გარდა ბაიერნიც ინტერსდება, რომელიც უახლოეს პერიოდში კინგსლი კომანს დაემშვიდობება.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი არის ნომერ პირველი სატრანსფერო მიზანი და ამას არავინ მალავს.. მაგრამ ლოტიტოს სახით იუვეს ისეთი 100 მილიონიანი თავისტკივილი აქვს, რომ როგორ მოგვარდება არავინ იცის.. კონტაქტი მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ რა შედეგს გამოიღებს ამას მალე შევიტყობთ.

535 thoughts on “სატრანსფერო აურზაური

  1. სოტყვა მაზოხისტი დღეს რომ ჩნდებოდეს ალეგრისტი ერქმეოდა
    სიამოვნებს კაცს დაცვაში დგომა და გოლის გაშვება და შეეცით თუ გინდათ

  2. ამ დროს ხშირად უყვართ მსაჯებს მეორე წითელის ჩვენება და რაოდენობის გათანაბრება. კუადრატა სწრაფია და რამოსის მსგავსი ნაბო*** თუ არ შეხვდა ეჭვი მეპერება თავი გააგდებინოს. აი პიანიჩი მართლა სახიფათოა, რადგან სისწრაფეში მოიკოჭლებს შედარებით. ალბათ მირალემი უნდა მოხსნას 20 წუთში

  3. ბურთის კონტროლი და იუვე სხვადასხვა რამეა ოდითგანვე,ფეხბურთი კი ქვია ამ სპორტის სახეობას ანუ ფეხი და ბურთი, მაგრამ მაგათმა დღემდე ვერ გაიტავსეს ეს

  4. მოკლედ ეს თამაში თუ ვერ მოიგეს ალეგრისთან ერთად ნახევარი გუნდი იქნება გასაყრელი,ტავმოყვარბის თემაა უბრალოდ, ჯიჯის პირობა მისცეს და…

  5. 10 კაციან ინტერთან ბურთს ვერ იჭერენ ღადავია მაგარი. ამ კაცს არ შეუძლია იმ რესურსის გამოყენება მაქსიმუმის რაც ყავს. როგორც ამას შვრება სიმეონე და ასევე ჟოზემ შექმნა არაფრისგან რაღაცა პორტოში და ინტერში. წარმომიდგენი ალეგრი რო იყოს ატლეტიკოს ტრენერი მასზე საცოდავი ადამიანი არ ივლიდა დედამიწის ზურგზე. ამით მე მოვრჩი ამ ბედოვლათზე საუბარს. ვისაც მასზე მზე ამოდის (როგორ ვუთხრა მასზე უკეთესზე არ ებალეშიკის მეთქი :)) ) დაე მშვიდობაში ჰყავდეს და 10 წელიწადში ერთხელ თუ გაარტყა ლიგას წარმატებად ჩათვალოს ეგ.

  6. შეეძლო არ გაეგდო თუმცა 80-20 უფროა ეგ, ძალიან უხეშად ითამაშა, მაჯუს მაგივრად დიბალა რომ ყოფილიყო 4 ად გადაემტვრეოდა ფეხი

  7. ბურთის კონტროლისთვის ძალიან კარგი იქნება ბერნას შემოყვანა, თორემ 10 კაციან ინტერთან დაცვაში ჯდომა მაგრად ტეხავს.

  8. მატუიდი კარგია ასეთ სიტუაციებში, ოღონდ ახლა ვერ გათვალა თამაშგარე.
    რეალთანაც ხო დაახლოებით ასე შეაგდო.
    წელს მატუიდი უფრო მაგარი გოლეადორია ვიდრე იგუაინი :blin:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.