ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური

სატრანსფერო ბაზარზე მანევრირებები იწყება:

ტურინელები პოლ პოგბას დაბრუნების საკითხს აქტიურად განიხილავენ.. ფრანგი ფეხბურთელი იუნაიტედში აშკარად არ გრძნობს თავს კომფორტულად და არ იქნება წინააღმდეგი თუ ძალებს სხვა კლუბში მოსინჯავს.. მითუმეტეს თუ ისეთ კოლექტივში სადაც თავი საუკეთესო კუთხით წარმოადგინა. თუმცა, იუნაიტედთან კომპრომისის ნახვა იოლი პირდაპირ ტრანსფერზე რთულად წარმოსადგენია.. აი არენდა კი მეტად რეალურია, მითუმეტეს ინგლისელები ფრანგს ხომ დაახლოებით 20 მილიონს უხდიან..

შალკემ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს მაქს მაიერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. 22 წლის შუახაზელი უკვე დიდი ხანია იუვენტუსის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და როგორც იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ პარატიჩსა და მოთამაშის აგენტს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

ასამოა.. მისმა აგენტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:”მარტო ინტერი არ არის ჩემი კლიენტით დაინტერესებული და იმის გადაჭრით მტკიცება, თითქოს განელი მილანში აუცილებლად გადაბარგდება სისულელეა.. ძალიან მალე მის მომავალზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით”.

აი მარკო პიაცა კი ტურინს დაუბრუნდება.. შალკეს არც კი უფიქრია მისი გამოსყიდვა, რადგან მუხლზე გადატანილი მძიმე ტრავმის შემდეგ გერმანელები მის მოედანზე ხშირად ყოფნასაც კი არ რისკავდნენ.. მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა პიაცა ხორვატიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე მაინც გაემგზავრება.

თუ მორატას ტურინში დაბრუნება მართლაც სურს, მაშინ ჩელსი მის გადაწყვეტილებას დათანხმდება.. აი ასეთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა ინგლისურმა მედიამ.. იუვე მზად 2 წლიანი არენდით გაიფორმოს ესპანელი, ხოლო შემდეგ საბოლოოდ გამოისყიდოს.. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ფორმულა იყო განხორციელებული კუადრადოს გაფორმებისას..

ენტონი მარსიალთან დაკავშირებით სიახლე არაფერია.. ფრანგის სამსახურით ამ ეტაპზე იუვენტუსის გარდა ბაიერნიც ინტერსდება, რომელიც უახლოეს პერიოდში კინგსლი კომანს დაემშვიდობება.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი არის ნომერ პირველი სატრანსფერო მიზანი და ამას არავინ მალავს.. მაგრამ ლოტიტოს სახით იუვეს ისეთი 100 მილიონიანი თავისტკივილი აქვს, რომ როგორ მოგვარდება არავინ იცის.. კონტაქტი მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ რა შედეგს გამოიღებს ამას მალე შევიტყობთ.

535 thoughts on “სატრანსფერო აურზაური

  1. ყოველთვის ვთვლიდი რომ ფეხბურთის თამაშით წაგებული 4-0 მერჩივა ჩაჯმულ 0-1 ს. მეორე დღეს ყველა იტყოდა და დაწერდა რომ ანგარიში არ ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. რომ არ გაუმართლათ,ნაცვლად იმისა ყველა რომ გადაგივლის ეს რა ფეხბურთიაო.

  2. იგუაინ შე სი*ოო რა გოლები გაიტანეს ვინგერებმა ნახე ბიჭო შე ნაბ*** და შენ როგორ თამაშობ 7 მილიონს რაში იღებ :blin: ფუუუ

  3. იგუაინი და ალეგრი ერთმანეთზე ყ… არიან )) დავემშვიდობეთ სკუდეტოს )) ანიელის იმედი მაქვს რომ გააჯმევინებს ამდენ ბალასტს))

  4. თავის დამშვიდების ახალი ტექსტია ეს ტრანსფერები დაიდებაო? სულ რომ მესი რონალდო ისკო კროოსი მოდრიჩი სალაჰიც კეინიც მოიყვანონ არაფერი შრიცვლება. უპირველესად ჩაჯმული მენტალიტეტია შესაცვლელი.

  5. ეჰ იუვე იუვე რა სახელს ისტორიას და მაისურს გიგინებენ. მართლა მარტო კოშტა და ჯიჯი იმსახურებდა წელს სკუდეტოს. ეგ ხო დაკარგულია მაგრამ აი გაისაფ ლიგაზე გასვლაც სანაყტელი ექნებათ. ერთი ორი სამი ათი ასი.რამდენჯერ უნდა გაგიტანონ რომ მიხვდე ბიჭო რომ არ ჩადგე ამ დაცვაში ივარჯიშე ბირთის დაჭერაში. თუ არ შეგიძლია ეგ მაშინ წადი ბალეტზე იარე

  6. დავთმოთ წელს ეს სკუდეტო, ისედაც ბევრი გვაქვს. გაისად ლიგა დაიდება აუცილებლად. 2-3 კარგი ტრანაფერი და ეგაა

  7. ან ეს #ლე იგუაინი რატო დატოვა და მანჯუკა რატო გაიყვანა? მითუმეტეს როცა აქცენტს ჩაწოდებებზე და ფლანგებზე აკეთებ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.