ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ვინც არ ნებდება ის იმარჯვებს”

იტალიური ტრილერი ჯუზეპე მეაცაზე:

“ეს იყო დიდებული დაპირისპირება ორი გუნდის წინააღმდეგ, რომელთაც გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდათ..

აგრესიულად ვმოქმედებდით პირველი 45 წუთის განმავლობაში, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ტაიმზე.. ფაქტია, შესვენების შემდეგ გუნდი მოდუნებული იყო და შედეგმაც არ დააყოვნა.. ვაგრძელებდით ჩაწოდებებს მათ საჯარიმოში, რათა მეტოქე გადაგვეღალა.. ინტერი კარგად იცავდა თავს, მაგრამ მათ ენერგიასაც საზღვარი აქვს და როდესაც იგი ამოიწურა, ჩვენ საკუთარი შანსები გამოვიყენეთ.

მიხარია ის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ როდესაც მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ბიჭებმა საკუთარ თავში იპოვეს ნებისყოფა და სწრაფვა გამარჯვებისკენ.. ვინც არ ნებდება, ის ყოველთვის სათანადო დონეზე საჩუქრდება და ამ საღამოს ამის დემონსტრირება ნათლად განხორციელდა.

ჩემი გაძევების ეპიზოდი? მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ვხედავ თუ როგორ ზეიმობენ გოლს.. არ მსურდა იმავე სურათის ხილვა, რაც მადრიდში დაფიქსირდა..

კუადრადო მარჯვენა მცველად? ეს მატჩი მოსაგები გვქონდა და შესაბამისად არჩევანი უნდა გამეკეთებინა.. ან შემტევი მოდული ან შედარებით ფრთხილი.. ვფიქრობ, კოლუმბიელმა თავის ყველაფერს კარგად გაართვა.. მისი ჩართვები და ტექნიური არსენალი ყველაფერს თავადვე მეტყველებს. ასევე გადაწყდა რუგანისა და ბენატიას შორის.. მაროკოელს ბევრი მატჩი დაუგროვდა უკვე, ხოლო იტალიელი საჰაერო ორთაბრძოლებში საოცრად საიმედოა.

სან სიროზე გამარჯვება ყოველთვის რთულია და უდაოდ იგი დიდ ზეგავლენას მოახდენს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. კარგად გვესმის, რომ დარჩენილ მატჩებში გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nexus
6 years ago

vai vai realtan ver xvdebodi ro danebdi da damarcxdi shua tamashi…

Di Francesco # 1
6 years ago

კრუტუნები რჩებიან მემგონი სერია ა_ში, მფრინავი ვირები უნდა გავაგდოთ, სპალიმ უნდა მოიგოს დღეს

Bianconeri.10
6 years ago

იმედია ბოლო თამაშებს ითვლი იუვეს ტრენერის პოსტზე,ჯიგარ :lool:

Di Francesco # 1
6 years ago

კვადრადოზე აშკარად ბოდიალობს, მეორე გოლზე კვადრადო ჩავარდა, იმის შიშით რო მეორე ყვითელი არ მიეღო გაატარა პერიშიჩი, ყვითლამდე კიდე შეიძლება რაღაც ლოგიკით დაეტოვებინა მარა ყვითელი რო მიეღო უეჭველი შესაცვლელი იყო, შესაცვლელი თუ არა ყოველშემთხვევაში მარჯვენა მცველზე არუნდა დაეტოვებინა

agznebuli matuidi (asamoas brati)

გოლზე გეთანხმები მაგრამ დალშე საუკვეთესო იყო კვადრატა ძალიან კარგად ერთვებოდა შეტევაში

Di Francesco # 1
6 years ago

შეტევაში კაი როა ყველა ხედავს, დაცვაში მაგის დაყენებას ჯობდა თავიდანვე 4-2-4ით დეწყო

agznebuli matuidi (asamoas brati)

ვინ დაეყენებინა? არც ლიხშტა და არც ჰიოვედესი არაა 90 მზად, თან მანძუს გამო დააყენა ეს და კოშტა ერთად კაი პადაჩის გამო საბოლოოდ კოშტასაც უპასსა და თვითონაც შეაგდო

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x